ბრძანება N 33612

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.12.2023
№ დოკუმენტი 33612
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33612

28 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 24 და 26 იანვრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული სს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 24 იანვრის №78467/1/2023 და 26 იანვრის №13542/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №081-330 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი საწარმოს წილის შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებას და აღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხულ მოგების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მარტის №7959 და 17 ივნისის №15521 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა სს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 მაისის ჩათვლის საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 მაისის №14293 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33282 ბრძანება და ამავე თარიღის №081-330 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 13 691 496 ლარი, მათ შორის, გადასახადი 8 485 517 ლარი, ჯარიმა 4 242 759 ლარი და საურავი 963 220 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 2 აგვისტოს №19020 ბრძანებით სს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 6 დეკემბრის №20571/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №19020 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 დეკემბრის №20571/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) 5 ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

სს „----------“ მიერ 2022 წლის 2 თებერვალს შეძენილ იქნა შპს „----------“ 100%-იანი წილი ფ/პ ---------- 27 000 000 დოლარად (82 217 700 ლარი). ნასყიდობის ფასის გადახდა ფ/პ ---------- ხორციელდება სხვადასხვა გზით, კერძოდ:

1) 2022 წლის აპრილი-მაისის პერიოდში სალაროდან გატანილი აქვს 575 874 ლარი;

2) 2022 წლის აპრილი-მაისის პერიოდში საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვებით 33 030 912 ლარი;

3) ძველ პერიოდში არსებული მოთხოვნების, ასევე ამ მოთხოვნების გადაფასებიდან წარმოშობილი საკურსო სხვაობების ურთიერთგაქვითვის გზით - 22 345 723 ლარზე.

2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, სს „----------“ რჩება ფ/პ ---------- მიმართ კრედიტორული დავალიანება 26 265 190 ლარი. თავის მხრივ, შპს „----------“ 100% - იანი წილი შეძენილი აქვს ფ/პ ---------- 2019 წლის 30 დეკემბერს 42 000 000 ლარად ----------რეზიდენტი კომპანიისგან (90%) და ----------მოქალაქე ფიზიკური პირისგან (10%). აღსანიშნავია, რომ შპს „----------“ ფლობს შენობა-ნაგებობებს ---------- მოედანზე, აღნიშნული ქონება ექსპერტის მიერ (კერძო კომპანიის დასკვნა) 2022 წლის იანვარში შეფასებულია 7 867 904 ლარად. შემოწმებამ მიიჩნია მართებულად, რომ სს „----------“ წილის ღირებულებაა 7 867 904 ლარი (ქონების შეფასება), შესაბამისად 55 952 509 (82 217 700 - 26 345 723) ლარსა და 7 867 904 ლარს შორის სხვაობა 48 084 605 ლარი ჩაითვალა საბაზრო ფასზე მაღალ ფასად შეძენად ურთიერთდამოკიდებული პირისგან და სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 981 მუხლების საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ 2022 წლის 2 თებერვალს შეძენილ იქნა შპს „----------“ 100%-იანი წილი ფ/პ ---------- 27 000 000 დოლარად (82 217 700 ლარი). აღსანიშნავია, რომ შპს „----------“ ფლობს შენობა-ნაგებობებს ---------- მოედანზე, აღნიშნული ქონება ექსპერტის მიერ (კერძო კომპანიის დასკვნა) 2022 წლის იანვარში შეფასებულია 7 867 904 ლარად. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა, კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით, 48 084 605 ლარი ჩაითვალა მოგების განაწილებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შპს „----------“ წილის შეძენა განხორციელდა წილის საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნის საფუძველზე, რომლის მიხედვით აღნიშნული წილის ღირებულება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განისაზღვრა შემოსავლების მიდგომით გამოთვლილი სიდიდის დონეზე და შეადგენს 26 940 000 აშშ დოლარს. მთლიანად ინვესტირებული კაპიტალის ღირებულების გამოსათვლელად ამ სიდიდეს ემატება კომპანიის აქტივები, ხოლო საკუთარი კაპიტალის 100% წილის გამოსათვლელად მიღებულ ციფრს აკლდება ვალდებულებები. შემმოწმებელი წილის ღირებულებას უთანაბრებს საწარმოს აქტივების ღირებულებას, მაშინ, როცა წილის ღირებულების განსაზღვრაზე მრავალი ფაქტორი მეტყველებს და აღნიშნულის სრულყოფილი ანალიზით ჩატარებულია წილის ღირებულების განსაზღვრის თაობაზე შეფასების დასკვნით. განსახილველი მიდგომით, შემმოწმებელი უგულვებელყოფს წილის, როგორც მიმოქცევადი აქტივის არსებობას და წილის განპიროვნებას ახორციელებს აქტივზე, შესაბამისად, აღნიშნული მიდგომით შემმოწმებლის მიერ მთლიანად უგულვებელყოფილი იქნა საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ ვალდებულებები განსაზღვრულია არასათანადოდ მოკვლეული გარემოებებით და სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით და ითხოვს დამატებით დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.

შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ დავის პროცესში მოძიებულ იქნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული სს „----------“ 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნა, რომლის მიხედვითაც წილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 9 472 343 ლარს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „----------“ წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო წარუდგენლობის შემთხვევაში შეისწავლოს საქმეში არსებული მასალები, მ.შ. წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე შედგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შპს „----------“ წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საქმეში არსებული მასალები, მ.შ. წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე შედგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი საწარმოს წილის შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებას და აღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხულ მოგების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს მიერ 2022 წლის 2 თებერვალს შეძენილ იქნა კომპანიის 100%-იანი წილი ფ/პ-ისგან 27 000 000 დოლარად (82 217 700 ლარი). აღსანიშნავია, რომ კომპანია ფლობს შენობა-ნაგებობებს, აღნიშნული ქონება ექსპერტის მიერ (კერძო კომპანიის დასკვნა) 2022 წლის იანვარში შეფასებულია 7 867 904 ლარად. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა, კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით, 48 084 605 ლარი ჩაითვალა მოგების განაწილებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიის“ წილის შეძენა განხორციელდა წილის საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნის საფუძველზე, რომლის მიხედვით აღნიშნული წილის ღირებულება 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განისაზღვრა შემოსავლების მიდგომით გამოთვლილი სიდიდის დონეზე და შეადგენს 26 940 000 აშშ დოლარს. მთლიანად ინვესტირებული კაპიტალის ღირებულების გამოსათვლელად ამ სიდიდეს ემატება კომპანიის აქტივები, ხოლო საკუთარი კაპიტალის 100% წილის გამოსათვლელად მიღებულ ციფრს აკლდება ვალდებულებები. შემმოწმებელი წილის ღირებულებას უთანაბრებს საწარმოს აქტივების ღირებულებას, მაშინ, როცა წილის ღირებულების განსაზღვრაზე მრავალი ფაქტორი მეტყველებს და აღნიშნულის სრულყოფილი ანალიზით ჩატარებულია წილის ღირებულების განსაზღვრის თაობაზე შეფასების დასკვნით. განსახილველი მიდგომით, შემმოწმებელი უგულვებელყოფს წილის, როგორც მიმოქცევადი აქტივის არსებობას და წილის განპიროვნებას ახორციელებს აქტივზე, შესაბამისად, აღნიშნული მიდგომით შემმოწმებლის მიერ მთლიანად უგულვებელყოფილი იქნა საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ ვალდებულებები განსაზღვრულია არასათანადოდ მოკვლეული გარემოებებით და სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით და ითხოვს დამატებით დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას. შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ დავის პროცესში მოძიებულ იქნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული კომპანიის 100%-იანი წილის საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნა, რომლის მიხედვითაც წილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 9 472 343 ლარს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიის წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო წარუდგენლობის შემთხვევაში შეისწავლოს საქმეში არსებული მასალები, მ.შ. წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე შედგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ა“); 981(4 „აბ“); 275;