ბრძანება N 24556
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24556
05 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ "------")
(მის.:"------")
2022 წლის 29 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 დეკემბრის №18133/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „------ -ს “ (ს/ნ "------") 2022 წლის 29 ივნისის №72092/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 31 მაისის №021-51 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას იმ მოტივით, რომ საქონელი არ არის იმპორტირებული და წარმოებულია საქართველოში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №17712 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------- -ს “ (ს/ნ "------") საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „--------“ (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმების მართლზომიერების საკითხი და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ბ) გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს, შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის საფუძველზე,დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდეს. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეამციროს ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები;
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები.
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
გ) გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს, ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების შესაბამისად, ჩასათვლელი მოგების გადასახადის არასწორად განსაზღვრის საფუძვლით, მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან;
5. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს, სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ნაშთის, საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით, მოგების გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან;
6. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დებიტორული მოთხოვნის უსასყიდლო აქტივის მიწოდებად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №2657 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
7. მე-8, მე-9 და მე-10 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები.
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
8. მე-11 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე აღურიცხავად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან (ყუთები) დაკავშირებით, საქონლის შეძენის პირველადი საგადასახადო დოკუმენტების დამატებით შესწავლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ორივე პირობის ერთდროულად არსებობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმის კორექტირების (შემცირების) უზრუნველყოფა.
9. მე-12 სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმების - 3 600 ლარის ნაცვლად, გადასახდის გადამხდელს შეეფარდოს ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
10. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №17712 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 16 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 303 724 ლარით, მათ შორის, გადასახადი 68 494 ლარით და ჯარიმა 235 230 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 31 მაისის №021-51 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის №26419 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თუმცა სადავო საკითხის, კერძოდ, შეძენილ მზესუმზირაზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის №26419 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 23 დეკემბრის №18133/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის №26419 ბრძანება და საჩივარი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმების ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმების მართლზომიერების საკითხი, მომჩივნის მიერ საჩივარში დაფიქსირებული გარემოებების გათვალისწინებით, არ არის შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ, სათანადოდ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საკითხის დამატებით შესწავლა, კერძოდ, გამოთხოვილ იქნა ადგილობრივი მომწოდებლების გამოკითხის ოქმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, ასევე, ადგილობრივი მომწოდებლებისგან მიღებულ იქნა ადგილობრივი წარმოების მზესუმზირის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ერთ-ერთი მომწოდებლის ("-------" ) მიერ შპს „------ -თვის “ მიწოდებული საქონლის ის ნაწილი, რომელზეც გაუქმდა დღგ-ის ჩათვლები იყო ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქცია და შეძენილი იყო ადგილობრივ ბაზარზე გლეხებისგან. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა, ხოლო მეორე მომწოდებელთან ("-------" ) მიმართებაში, ვინაიდან არ დადასტურდა საქონლის ადგილობრივი წარმოშობა, შემოწმებით გაუქმებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა აღდგენას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეესწავლა/გამოეკვლია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმების მართლზომიერების საკითხი. აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა, შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის საფუძველზე დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმის შემცირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხი დამატებით იქნა შესწავლილი საგადასახადო შემოწმების მიერ, კერძოდ, საგამოძიებო სამსახურიდან და ადგილობრივი მომწოდებლებისგან გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია, რომელთა შესწავლის შედეგად იმ შემთხვევებში, სადაც საქონლის ადგილობრივი წარმოშობა არ დადასტურდა, შემოწმების აქტით გაუქმებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა აღდგენას. ამასთან, გადამხდელს შეუმცირდა ამ ნაწილში დარიცხული ჯარიმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია მომწოდებელ მხარესთან დარიცხული დღგ-ის შემცირების საკითხზე, რასთან დაკავშირებითაც, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ დღეის მდგომარეობით შპს „------ -თან “ მიმართებით დარიცხვა დარჩენილია მხოლოდ მომწოდებელ ი/მ "------"-სგან (ს/ნ "------") მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე. მეწარმესთან ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება და გადამხდელს შეუმცირდა ქართული მზესუმზირის (მათ შორის, შპს „------ -ზე “ მიწოდებული) რეალიზაციის საფუძველზე დარიცხული დღგ. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით მომწოდებელ ი/მ "------"-ზე ქართული მზესუმზირის მიწოდებაზე დღგ-ის დარიცხვა არ ფიქსირდება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ -ს “ (ს/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას იმ მოტივით, რომ საქონელი არ არის იმპორტირებული და წარმოებულია საქართველოში.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საკითხის დამატებით შესწავლა, კერძოდ, გამოთხოვილ იქნა ადგილობრივი მომწოდებლების გამოკითხის ოქმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, ასევე, ადგილობრივი მომწოდებლებისგან მიღებულ იქნა ადგილობრივი წარმოების მზესუმზირის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ერთ-ერთი მომწოდებლის მიერ მომჩივანისთვის მიწოდებული საქონლის ის ნაწილი, რომელზეც გაუქმდა დღგ-ის ჩათვლები იყო ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქცია და შეძენილი იყო ადგილობრივ ბაზარზე გლეხებისგან. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა, ხოლო მეორე მომწოდებელთან მიმართებაში, ვინაიდან არ დადასტურდა საქონლის ადგილობრივი წარმოშობა, შემოწმებით გაუქმებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა აღდგენას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
269(7),304(21)