გადაწყვეტილება №21987/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2024
№ დოკუმენტი 21987/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21987/2/2024

15 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 15.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21987/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8586 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №127-33 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33509 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 252 558,91 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 136 708

დღგ - 85 387

საშემოსავლო გადასახადი - 51 931

ქონების გადასახადი - (- 610)

ჯარიმა - 66 261

საურავი - 49 589,91

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2.07.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2022 წლის №127-35 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8586 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საჩივარში მითითებული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს/დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები (მ.შ. იხელმძღვანელოს აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემებით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საწესდებო კაპიტალის გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება, ასევე, გაითვალისწინოს საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8586 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს ნაწარმოები აღრიცხვა, კერძოდ, ვერ დგინდება კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული კვერცხის ოდენობა. ვერ იქნა წარმოდგენილი ყოველდღიურად „დაცემული“ ქათმების რაოდენობა. არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აუდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაანგარიშებული იქნა წარმოებული კვერცხის ოდენობა საშუალოდ 59%-იანი გამოსავლიანობით, ფრინველის მწარმოებლურობის ოპტიმალური ვადების გათვალისწინებით. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული კვერცხის მტვრევის დანაკარგი 3%-ის ოდენობით. შედეგად, დათვლილ იქნა 2020-2021 წლებში წარმოებული კვერცხის ოდენობა. აღნიშნულზე გავრცელდა ამავე პერიოდის ყოველთვიური დოკუმენტური საშუალო ფასები.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შესწავლილ იქნა ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემები. შედეგად, დადგენილ იქნა, რომ შპს ---ის შპს ---გან ქათმები შეძენილი აქვს 23.08.2020 წელს. შპს ---ს მიერ იმპორტი განხორციელებულია 18.07.2019 წელს. აუდირებული მსგავსი საქმიანობის წარმოებებში ერთწლიანი კვერცხმდებელი ქათმების გამოსავლიანობა მერყეობს საშუალოდ 59%-დან 75%-მდე. შესაბამისად, გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გამოსავლიანობით (36%) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი ვერ დგინდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამ ნაწილში გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხები (68 466 ლარი) შესამოწმებელ პერიოდში შემცირებულია და შესაბამისად, ასახულია კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ, დაკორექტირდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დირექტორზე ხელფასად გაცემული თანხა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით, გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი შემცირებულ იქნა. შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმა. აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №127-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33509 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304-ე მუხლის 21 ნაწილზე.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დირექტორზე ხელფასად გაცემული თანხა, შესაბამისად, შემცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სულ 25 669 ლარით.

აგრეთვე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, შესწავლილ იქნა საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემები, რომლის შედეგად დადგინდა, რომ შპს ---ის შპს --- ქათმები შეძენილი აქვს 23.08.2020 წელს.

შპს ---ს მიერ იმპორტი განხორციელებულია 18.07.2019 წელს. აუდირებული მსგავსი საქმიანობის წარმოებებში ერთწლიანი კვერცხმდებელი ქათმების გამოსავლიანობა მერყეობს საშუალოდ 59%-დან 75%-მდე. შესაბამისად, გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გამოსავლიანობით (36%) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი ვერ დგინდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით, არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზია უსაფუძვლოა, ამასთან, საჩივარზე არ არის თანდართული მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რაც გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივარში მითითებული პირველი საკითხი, რომელიც დაკმაყოფილებული იყო შემოსავლების სამსახურის ბრძანებით №8586 (20.04.2023 წ) არ იქნა შესრულებული. სადავო პირველ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორების მიერ არ იქნა გათვალისწინებული წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება. საჩივარშივე იყო მითითებული ის არგუმენტები, თუ რატომ იყო დასაბუთებული, რომ მოცემულ შემთხვევაში კვერცხდების მაჩვენებელი (გამოსავლიანობა) იყო არაუმეტეს 36% და არა აქტში მითითებული 59%. პოზიციის დასადასტურებლად მითითებული იყო მთელი რიგი არგუმენტები, წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქათმების უმეტესობა ნაყიდი იყო 0,5 ლარად და წარმოადგენდა კვერცხდების ერთ ციკლ გავლილ ქათმებს, რომელთაც შემდგომ მეორე ციკლის დროს გააჩნიათ კვერცხდების დაბალი მაჩვენებლები. ასევე, ქათმებში გავრცელებული იყო სხვადასხვა დაავადებები, წარმოდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულებები, შეძენილი წამლების დოკუმენტაცია. წარდგენილია აერო და ფოტო სურათები, თუ რა არახელსაყრელ გარემოში, ხმაურის პირობებში მიმდინარეობდა წარმოება. ასევე, უცნობია თუ რომელი აუდიტირებული კომპანიის მაჩვენებლებზე დაყრდნობით მოხდა 59% გამოსავლიანობის დადგენა, თუ რა პირობებში მიმდინარეობდა წარმოება და რა ფაქტორები შეადგენდა გაანგარიშების საფუძველს მოცემულ, უცნობ კომპანიებში. მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და არგუმენტებისა აქტის გადაანგარიშების დროს შემმოწმებლებმა არცერთი არგუმენტი არ გაითვალისწინეს და მოცემულ საკითხში უცვლელად დატოვეს შემოწმების აქტი. უნდა გაუქმდეს 27.09.2023 წლის დასკვნა, №127-33 საგადასახადო მოთხოვნა და დაევალოს შემმოწმებლებს საფუძვლიანად განიხილონ ჩვენს მიერ მოწოდებული არგუმენტები/მტკიცებულებები და ობიექტურად დააკორექტირონ შემოწმების აქტით ზედმეტად დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8586 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საჩივარში მითითებული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს/დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები (მ.შ. იხელმძღვანელოს აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემებით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს ნაწარმოები აღრიცხვა, კერძოდ, ვერ დგინდება კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული კვერცხის ოდენობა. ვერ იქნა წარმოდგენილი ყოველდღიურად „დაცემული“ ქათმების რაოდენობა. არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აუდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაანგარიშებული იქნა წარმოებული კვერცხის ოდენობა საშუალოდ 59%-იანი გამოსავლიანობით, ფრინველის მწარმოებლურობის ოპტიმალური ვადების გათვალისწინებით. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული კვერცხის მტვრევის დანაკარგი 3%-ის ოდენობით. შედეგად, დათვლილ იქნა 2020-2021 წლებში წარმოებული კვერცხის ოდენობა. დადგენილ იქნა, რომ შპს ---ის შპს ---გან ქათმები შეძენილი აქვს 23.08.2020 წელს. შპს ---ს მიერ იმპორტი განხორციელებულია 18.07.2019 წელს. აუდირებული მსგავსი საქმიანობის წარმოებებში ერთწლიანი კვერცხმდებელი ქათმების გამოსავლიანობა მერყეობს საშუალოდ 59%-დან 75%-მდე. შესაბამისად, გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გამოსავლიანობით (36%) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი ვერ დგინდება.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის მიერ მითითებული გარემებები არ არის იმის დასაბუთება, რომ კვერცხდების მაჩვენებელი (გამოსავლიანობა) იყო არაუმეტეს 36% და გამოყენებული იქნა აუდირებული მაჩვენებლებიდან მინიმალური პროცენტი. გაყიდვების რაოდენობა აღრიცხული არ აქვს, გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. გაყიდვები ფიქსირდება დოკუმენტურადაც და დოკუმენტების გარეშეც.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხი შესწავლილია სრულყოფილად, რის შედეგადაც საჩივარში მითითებული არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე არ გამოიკვეთა მომჩივნის მიერ მითითებული მონაცემების გამოყენების სათანადო საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8586 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8586 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 20.04.2023 წლის №8586 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს ნაწარმოები აღრიცხვა, კერძოდ, ვერ დგინდება კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული კვერცხის ოდენობა. ვერ იქნა წარმოდგენილი ყოველდღიურად „დაცემული“ ქათმების რაოდენობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აუდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაანგარიშებული იქნა წარმოებული კვერცხის ოდენობა საშუალოდ 59%-იანი გამოსავლიანობით, ფრინველის მწარმოებლურობის ოპტიმალური ვადების გათვალისწინებით. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული კვერცხის მტვრევის დანაკარგი 3%-ის ოდენობით. შედეგად, დათვლილ იქნა 2020-2021 წლებში წარმოებული კვერცხის ოდენობა. აღნიშნულზე გავრცელდა ამავე პერიოდის ყოველთვიური დოკუმენტური საშუალო ფასები.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შესწავლილ იქნა ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გამოსავლიანობით (36%) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი ვერ დგინდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამ ნაწილში გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ, დაკორექტირდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დირექტორზე ხელფასად გაცემული თანხა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით, გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი შემცირებულ იქნა.

აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №127-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33509 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73.