ბრძანება N 3087

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.02.2024
№ დოკუმენტი 3087
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 3087

14 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------

იურ. მის: ----------)

2024 წლის პირველი თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა, დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) №87372/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 იანვრის ID: 15858105 შესაგებელთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ განცხადების განხილვისას მოითხოვა ახსნა-განმარტება მის მიერ 2022 წლის მაისის თვეში შეძენილი, 870 ლარის ღირებულების, მეორადი ტანსაცმელის შესახებ. მიუხედავად მომჩივანის მიერ წარდგენილი განმარტებისა, რომ მას ეს მეორადი ტანსაცმელი შეძენილი ჰქონდა ოჯახის წევრების პირადი მოხმარებისთვის და ინახება მის საცხოვრებელ სახლში, აუდიტის დეპარტამენტისგან მიიღო უარის თქმის შესახებ შესაგებელი. ითხოვს მის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის - 4164.41 ლარის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) მიერ 2024 წლის 17 იანვარს წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით, ზედმეტობის წარმოშობის მიზეზი არის გრანტით შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ს პირად ბარათზე ასახვა.

გადამხდელის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავით 2024 წლის 30 იანვარს განისაზღვრა ხარვეზი (ID: ----------), კერძოდ:

 განმარტებას ექვემდებარება 2022 წელში სასაქონლო ზედნადებების მიხედვით შეძენილი საქონლის (მეორადი ტანსაცმელი) მიზნობრიობა, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების საკითხი, საქონლის ნაშთი დღეის მდგომარეობით და დასაწყობების ადგილი.

 გაშიფვრას ექვემდებარება 2022 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით მიღებული შემოსავლის და გაწეული ხარჯის შესახებ დეტალური ინფორმაცია, შემოსავლის მიღების და ხარჯის გაწევის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენით, ასევე ფასნამატის საკითხი.

 წარმოდგენას ექვემდებარება 01.01.2021 წლიდან დღემდე საბანკო ამონაწერები ყველა საბანკო ანგარიშებიდან (ყველა ვალუტაში).

 ამასთან, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს თანხმობა, პირად ბარათზე რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობის ცვლილების შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხის სალდირებული ზედმეტობის ფარგლებში დასაბრუნებელი თანხის ოდენობის მითითებით.

დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 30 იანვარს წარადგინა ახსნა-განმარტება ხარვეზის წერილში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით.

2024 წლის 30 იანვარს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა შესაგებელი (ID: ----------) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, სრულად არ იქნა გამოსწორებული ID: ---------- განცხადებით განსაზღვრული ხარვეზი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.

ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება:

ა) „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე;

ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის წარმოშობის თარიღი, დადგენილი წესის შესაბამისად შევსებული, საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების ფორმების პირადი აღრიცხვის ბარათზე სრულად ასახვა (პროცედურა არ გულისხმობს დეკლარაციაში/ანგარიშგებაში ასახული მონაცემების სისწორის კონტროლს/დადგენას).

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის განხილვის პროცესში, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის და დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია 2022 წელს სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის, დიდი რაოდენობით მეორადი ტანსაცმლის, მიზნობრიობის და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების შესახებ; ინფორმაცია/დოკუმენტაცია 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავლის და გამოსაქვითი ხარჯის შესახებ; ასევე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მოთხოვნილ იქნა საბანკო ამონაწერები 2021 წლიდან შესწავლის პერიოდამდე. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა სრულყოფილად წარმოდგენილი ხარვეზით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, უარი ეთქვა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში სრულად არ იქნა აღმოფხვრილი აუდიტის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული ხარვეზი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის განხილვის პროცესში, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის და დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია 2022 წელს სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის, დიდი რაოდენობით მეორადი ტანსაცმლის, მიზნობრიობის და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების შესახებ; ინფორმაცია/დოკუმენტაცია 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავლის და გამოსაქვითი ხარჯის შესახებ; ასევე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მოთხოვნილ იქნა საბანკო ამონაწერები 2021 წლიდან შესწავლის პერიოდამდე. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა სრულყოფილად წარმოდგენილი ხარვეზით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, უარი ეთქვა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში სრულად არ იქნა აღმოფხვრილი აუდიტის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული ხარვეზი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63.