ბრძანება N 12082

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.06.2025
№ დოკუმენტი 12082
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12082

11 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------------ის“ (ს/ნ -----------------)

(ფაქტ. მის.: -------------------------------)

(იურ. მის.: --------------------------------)

2025 წლის 29 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა შპს „-------------ის“ (ს/ნ -----------------) 2025 წლის 29 მაისის №------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი მაისის №002-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 იანვრის №1152 და 16 აპრილის №7214 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 3 თებერვალის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 23 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის პირველი მაისის №8261 ბრძანება და ამავე თარიღის №002–47 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 59 066 ლარი, მათ შორის გადასახადი 35 443 ლარი, ჯარიმა 11 368 ლარი და საურავი 12 255 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შპს ,,-----სი“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 23 იანვარს, იმავე წლის 4 ოქტომბერს რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. საწარმოს საქმიანობაა მესამე კატეგორიის მეორადი საქონლის იმპორტი ----დან, ------დან) და რეალიზაცია. კომპანია საქმიანობას ეწევა იჯარით აღებულ ფართში (ქ. თბილისი, --- ქუჩა #- „დ“, -- მ/კვ. ფართი წარმოადგენს კომპანიის დამფუძნებლის საკუთრებას). ამავე მისამართზე რეგისტრირებული აქვს ერთი საკონტროლოსალარო აპარატი. შემოწმებისთვის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა (ფინა), კომპანიას უფიქსირდება ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 1 600 599 ლარის ოდენობით და შემოწმების ბოლოს 1 480 279 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 3 თებერვლის №1218 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობდა საგადასახადო შემოწმება, ფაქტობრივი ნაშთის შესახებ ინფორმაცია (141 000 კგ. ღირებულებით 811 826 ლარი) მოწოდებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტისთვის. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის (ფინა) ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელი იმპორტირებულ მესამე კატეგორიის საქონელს ახარისხებდა პირველ, მეორე და მესამე კატეგორიებად. დოკუმენტური რეალიზაციით რეალიზებული საქონლის 11%-ს წარმოადგენს პირველი კატეგორიის საქონელი, რომლის დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 290%-340%-ს. მე-2 კატეგორიის საქონლის წილი 28%-ია და ფასნამატი მერყეობს 82%-დან 103%-მდე, ხოლო დანარჩენი მიკუთვნებულია მესამე კატეგორიაზე, რაც ძირითადად რეალიზებულია თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. დოკუმენტის გარეშე საქონლის რეალიზაციისას გადამხდელს ჩამოწერილი აქვს ჯამურად თვის ბოლოს მხოლოდ მესამე კატეგორის საქონელი.

დოკუმენტის გარეშე საქონლის რეალიზაციის ნაწილში შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და პირის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის ფასის განსაზღვრისას შემოწმებამ გამოიყენა დოკუმენტური რეალიზაციისას დაფიქსირებული კონკრეტული კატეგორიების (პირველი, მეორე, მესამე) ფასები და შესაბამისი ხვედრითი წილი მთლიან დოკუმენტურ რეალიზაციაში, რომლის გათვალისწინებითაც გაანგარიშდა დასაბეგრი ბრუნვები საანგარიშო პერიოდების მიხედვით. აგრეთვე, დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული მონაცემებით დაფიქსირებულ სმფ-ის ნაშთსა და ინვენტარიზაციით გამოვლენილ ნაშთს შორის არსებულ სხვაობაზე. ზემოაღნიშნულის შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. აღნიშნული სხვაობები დაიბეგრა დღგ-ით, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1152 და №7214 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 3 თებერვალის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №8261 ბრძანება და №002–47 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 59 066 ლარი, მათ შორის გადასახადი 35 443 ლარი, ჯარიმა 11 368 ლარი და საურავი 12 255 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ შემოწმებისთვის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა (ფინა), კომპანიას უფიქსირდება ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 1 600 599 ლარის ოდენობით და შემოწმების ბოლოს 1 480 279 ლარის ოდენობით.

ასევე,შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №1218 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობდა საგადასახადო შემოწმება, ფაქტობრივი ნაშთის შესახებ ინფორმაცია ( ღირებულებით 811 826 ლარი) მოწოდებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტისთვის. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის (ფინა) ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელი იმპორტირებულ მესამე კატეგორიის საქონელს ახარისხებდა პირველ, მეორე და მესამე კატეგორიებად. დოკუმენტური რეალიზაციით რეალიზებული საქონლის 11%-ს წარმოადგენს პირველი კატეგორიის საქონელი, რომლის დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 290%-340%-ს. მე-2 კატეგორიის საქონლის წილი 28%-ია და ფასნამატი მერყეობს 82%-დან 103%-მდე, ხოლო დანარჩენი მიკუთვნებულია მესამე კატეგორიაზე, რაც ძირითადად რეალიზებულია თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. დოკუმენტის გარეშე საქონლის რეალიზაციისას გადამხდელს ჩამოწერილი აქვს ჯამურად თვის ბოლოს მხოლოდ მესამე კატეგორის საქონელი.

დოკუმენტის გარეშე საქონლის რეალიზაციის ნაწილში შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და პირის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის ფასის განსაზღვრისას შემოწმებამ გამოიყენა დოკუმენტური რეალიზაციისას დაფიქსირებული კონკრეტული კატეგორიების (პირველი, მეორე, მესამე) ფასები და შესაბამისი ხვედრითი წილი მთლიან დოკუმენტურ რეალიზაციაში, რომლის გათვალისწინებითაც გაანგარიშდა დასაბეგრი ბრუნვები საანგარიშო პერიოდების მიხედვით. აგრეთვე, დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული მონაცემებით დაფიქსირებულ სმფ-ის ნაშთსა და ინვენტარიზაციით გამოვლენილ ნაშთს შორის არსებულ სხვაობაზე. ზემოაღნიშნულის შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. აღნიშნული სხვაობები დაიბეგრა დღგ-ით, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);