გადაწყვეტილება №25579/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25579/2/2025
07 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "--------" (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "--------"-ის 4.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25579/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის №5077 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2025 წლის №053-3 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15960 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 320 822,55 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 235 923
დღგ - 37 419
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - (- 351)
საშემოსავლო გადასახადი - 196 427
ქონების გადასახადი - 2 428
ჯარიმა - 60 054
საურავი - 24 845,55
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №053-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანებით:
- საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, ერთ ჰექტარზე მოყვანილი ჰიბრიდული სიმინდის ოდენობის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით სესხის პროცენტებთან და ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვის მეთოდთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების ერთობლივ შემოსავალში ასახვის საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს/ყოველმხრივ გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მითითებული პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს მომჩივნის საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება);
- დღგ-ის ნაწილში ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 25.07.2024 წლის №23050/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის დასკვნის მიხედვით:
- გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია კომპეტენტური ორგანოებიდან, კერძოდ შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია „----- -ის მუნიციპალიტეტში ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის მოსავლიანობის ოდენობის (1 ჰექტარ მიწაზე მოყვანილი ტონა სიმინდი) შესახებ 2020, 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში“. აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებში ("--------"-ის მუნიციპალიტეტის მერია/საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი დეპარტამენტი (ააიპ სოფლის განვითარების სააგენტო)/საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი) არ ინახება. ასევე გადაწყვეტილების თანახმად, მითითებულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია მოსავლიანობასთან დაკავშირებით, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი მტკიცებულება ერთ ჰექტარზე მოყვანილი სიმინდის მოსავლიანობის კორექტირებისთვის. შედეგად შემოწმების მიერ სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო არ განხორციელებულა ერთ ჰექტარზე მოყვანილი სიმინდის მოსავლიანობის ოდენობის კორექტირება და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ, გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილ იქნა დამატებითი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ სესხის პროცენტები და საკომისიო გადასახადები, რომელიც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის გამოსაქვით ხარჯებში, რის საფუძველზეც განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
- გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების ყოველმხრივი შესწავლა და ინვენტარიზაციის ოქმით გამოვლენილი დანაკლისი (დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი პროდუქციის ნაწილში) დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას 2023 წლის მარტის თვეში. ასევე სმფ-ების ნაშთები 2020-2022 წლებში დაექვემდებარა კორექტირებას ჩამოწერილი სმფ-ების შესაბამისად, რამაც გამოიწვია აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება;
- შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების თანახმად, დამატებით შესწავლილ იქნა საჩივარსა და გადაწყვტილებაში მითითებული საკითხები, თუმცა სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო (წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები არ ჩამოსცდა 100 000 ლარიან ზღვარს) ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") ყოველწლიური ქონების გადასახადში დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა;
- შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები (დამატებით ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაექვემდებარა ჩათვლებში გათვალისწინებას).
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №053-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის №5077 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ:
- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ერთ ჰექტარზე მოყვანილი ჰიბრიდული სიმინდის ოდენობის განსაზღვრის საკითხი წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლა/გამოკვლევის მიზნით, კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობასთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- ფიზიკური პირის ქონების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ერთ ჰექტარზე მოყვანილი ჰიბრიდული სიმინდის ოდენობის განსაზღვრის საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის №5077 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 23.05.2025 წლის №25044/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის №5077 ბრძანება, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანების აღსრულების დროს დაშვებული შესაძლო უზუსტობების შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის №5077 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2025 წლის დასკვნის მიხედვით, 8.04.2025 წლის №"--------" წერილით გამოთხოვილ იქნა "--------"-ის მუნიციპალიტეტიდან ინფორმაცია, ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") მიერ წარდგენილი ცნობების ავთენტურობასთან დაკავშირებით. მიღებული პასუხის ანალიზით დგინდება, რომ "--------"-ის მუნიციპალიტეტის მერია არ უარყოფს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცნობების ავთენტურობას. შედეგად, გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცნობები და დაკორექტირდა ერთ ჰექტარზე მოყვანილი სიმინდის ოდენობები, რომლის საფუძველზეც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახდო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 22.05.2025 წლის №053-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15960 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ, "--------"-ის მუნიციპალიტეტისგან გამოთხოვილი ინფორმაციის/მიღებული პასუხის ანალიზით დგინდება, რომ "--------"-ის მუნიციპალიტეტის მერია არ უარყოფს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცნობების ავთენტურობას. შედეგად, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცნობები და დაკორექტირდა ერთ ჰექტარ მიწაზე მოყვანილი სიმინდის ოდენობები და შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
რაც შეეხება, სიმინდის საბაზრო ღირებულების განსაზღვრისთვის შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დასკვნის გათვალისწინების მოთხოვნას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის №5077 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის დადგენილი წესით, შემოწმების მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, რასაც არ ეთანხმება, რადგან ნაწარმოებია აღრიცხვა და წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შემოწმების დროს, რაც არ გაითვალისწინეს, ასევე შემოწმების დროს არ გაითვალისწინეს ის ფაქტები, რომ "--------"-ის რეგიონში, გავრცელებული იყო დაავადებები, რაც დასტურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილით, კერძოდ: 2020 წლიდან "--------"-ის რეგიონში აღინიშნება სიმინდის ღეროს ფარვანას და სიმინდის ხვატარის მასობრივი გავრცელება, აღნიშნული მავნებლები ხასიათდებიან პერიოდული აფუთქარებით და შეუძლიათ სიმინდის მოსავლის განადგურება. მავნებლების მატლის ფაზის გამოჩენა ემთხვევა სიმინდის მარცვლის რძისებრ სიმწიფეს, რა დროსაც სიმინდის სიმაღლე აღწევს 2 მეტრამდე სიმაღლეს, რის გამოც გართულებულია ფართობში სპეციალური ტექნიკის გადაადგილება და შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება.
არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება არ ახლავს საგადასახადო შემოწმების აქტს, რის საფუძველზე გაიანგარიშეს შემოსავლები, მათ შორის მოსავლიანობა, გამოყენებული მიწის ფართობი, საქონლის სარეალიზაციო ფასი. ასევე არ არის დოკუმენტური ხარჯები სრულად გათვალისწინებული. შემოწმების მონაცემები ბევრად მეტია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობის სტატისტიკურ მონაცემებზე.
2021 წელს სიმინდის ნათეს ფართობებში, სიმინდის ხვატარის განსაკუთრებით მაღალი რიცხოვნობა აღინიშნა "--------"-ის მუნიციპალიტეტის შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში: ქ. "--------", "--------", "--------", "--------", "--------", "--------", "--------", "--------", "--------", "--------", "--------", "--------", "--------", "--------"და "--------". სიმინდის ნათესებში 1 ტაროზე აღინიშნებოდა 1-5 მატლი. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა სააგენტოს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, აღნიშნული ტექნიკის მობილიზება მოხდა დასავლეთ საქართველოში არსებული აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრიდან. ბოლო პერიოდში "--------"-ის მუნიციპალიტეტში ასევე აღინიშნება აზიური ფაროსანას გავრცელება, აღნიშნული მავნებლისათვის სიმინდი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მასპინძელ მცენარეს, მავნებელი აზიანებს სიმინდის მარცვლებს. მავნებლის მონიტორინგის მიზნით ყოველწლიურად ხდება 300 ერთეულამდე ფერომონიანი დამჭერის განთავსება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba) სიმინდის მოსავლიანობა "--------"-ის რეგიონში ერთ ჰექტარზე შეადგენდა: 2020 წელს 3,7 ტონას, 2021 წელს 3,9 ტონას და 2022 წელს 3,2 ტონას.
ასევე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (2022 წლის წინასწარი მონაცემები მემცენარეობის შესახებ) სიმინდის მოსავლიანობა საქართველოში ერთ ჰექტარზე შეადგენდა 2020 წელს 3,1 ტონას, 2021 წელს 3,0 ტონას და 2022 წელს 2,1 ტონას.
წინა პერიოდებშიც შემოწმებულია აუდიტის დეპარტამენტის მიერ და მიმდინარე შემოწმების შედეგები და ფაქტები აცდენილია რეალობას და წინა შემოწმების შედეგებს.
ანალოგიურ საკითზე არსებობს შემოსავლების სამსახურის 29.07.2020 წლის №21784 ბრძანება, რომლის მიხედვითაც არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანების შესაბამისად დამატებით წარდგენილი იქნა "--------"-ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებული ფორმები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას "--------"-ის მიერ საკუთარ ნაკვეთებში მოყვანილი სიმინდის მოცულობების შესახებ, რაც არ იქნა გათვალისწინებული.
ასევე, წარდგენილი იქნა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნა "--------", რომლის მიხედვითაც ერთი ტონა სიმინდის საბაზრო ღირებულება შეადგენს 50 თეთრს.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის №5077 ბრძანების შესაბამისად პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლა/გამოკვლევის მიზნით, კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობასთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8694 ბრძანების შესაბამისად დამატებით წარდგენილი იქნა "--------"-ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებული ფორმები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას "--------"-ის მიერ საკუთარ ნაკვეთებში მოყვანილი სიმინდის მოცულობების შესახებ რაც მიმდინარე დასკვნით იქნა გათვალისწინებული, ასევე წარდგენილი იქნა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნა "--------", რომლის მიხედვითაც ერთი ტონა სიმინდის საბაზრო ღირებულება შეადგენს 50 თეთრს, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა მიმდინარე გადაანგარიშების დროს არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად ითხოვს აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის №5077 ბრძანებით, ერთ ჰექტარზე მოყვანილი ჰიბრიდული სიმინდის ოდენობის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრულყოფილი შესწავლა/გამოკვლევის მიზნით, კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობასთან დაკავშირებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2025 წლის დასკვნის მიხედვით, 8.04.2025 წლის №------ წერილით გამოთხოვილ იქნა "--------"-ის მუნიციპალიტეტიდან ინფორმაცია, ი/მ "--------"-ის (ს/ნ "--------") მიერ წარდგენილი ცნობების ავთენტურობასთან დაკავშირებით. მიღებული პასუხის ანალიზით დგინდება, რომ "--------"-ის მუნიციპალიტეტის მერია არ უარყოფს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცნობების ავთენტურობას. შედეგად, გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცნობები და დაკორექტირდა ერთ ჰექტარზე მოყვანილი სიმინდის ოდენობები, რომლის საფუძველზეც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახდო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის მიხედვით ერთი კილოგრამი სიმინდის ფასის გათვალისწინებას გადასახადის გადამხდელი ითხოვდა შემოსავლების სამსახურში საჩივრების განხილვის დროსაც, თუმცა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით დამატებით შესასწავლი საკითხი იყო სიმინდის მოსავლიანობა და არა ფასი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის №5077 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, მითითებულ ვადაში წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია მოსავლიანობასთან დაკავშირებით, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი მტკიცებულება ერთ ჰექტარზე მოყვანილი სიმინდის მოსავლიანობის კორექტირებისათვის. შედეგად, შემოწმების მიერ სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო არ განხორციელებულა ერთ ჰექტარზე მოყვანილი სიმინდის მოსავლიანობის ოდენობის და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების ყოველმხრივი შესწავლა და ინვენტარიზაციის ოქმით გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას 2023 წლის მარტის თვეში. ასევე სმფ-ს ნაშთები 2020-2022 წლებში დაექვემდებარა კორექტირებას ჩამოწერილი სმფ-ს შესაბამისად, რამაც გამოიწვია აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, დამატებით შესწავლილ იქნა საჩივარსა და გადაწყვეტილებაში მითითებული საკითხები, თუმცა სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო ყოველწლიური ქონების გადასახადში დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 20.03.2025 წლის №5077 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),100(3).