გადაწყვეტილება №26415/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.02.2026
№ დოკუმენტი 26415/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26415/2/2025

16 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 31.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26415/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15575 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2025 წლის №081-262 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27262 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 197 912,34 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 110 122,31

დღგ - 9 745,6

საშემოსავლო გადასახადი - 100 158,96

ქონების გადასახადი - 217,75

ჯარიმა - 55 494,89

საურავი - 32 295,14

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2025 წლის №081-81 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15575 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პროდუქციის მისაღებად წარმოებაში გამოყენებული ნედლეულის მიწოდებად ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. კალკულაციები). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15575 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დამატებით შესწავლილ იქნა წარმოებაში პროდუქციის მისაღებად გამოყენებული ნედლეულის მიწოდებად განხილვის საკითხი და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ გადასახადის გადამხდელი მიუთითებს სხვადასხვა წყაროებს და ნორმებს, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ არ ხდება ბეტონში პლასიფიკატორის გამოყენება ბეტონი საჭიროებს ცემენტის დამატებას. გადაანგარიშებით გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული პოზიცია, საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა წარმოებაში გამოყენებული პლასიფიკატორის რაოდენობა, წარმოდგენილი კალკულაციების გათვალისწინებით განისაზღვრა წარმოებული ბეტონის ის მოცულობა, რომელშიც გამოყენებული იყო პლასიფიკატორი, ხოლო დანარჩენ წარმოებულ ბეტონში გამოყენებული ცემენტის რაოდენობა გაიზარდა 25 კილოგრამით (ამ მეთოდით განსაზღვრული კალკულაციები შესაბამისობაშია ანალოგიური საქმიანობის მქონე კომპანიების კალკულაციებთან). აღნიშნული გაანგარიშების შესაბამისად საგადასახადო შემოწმების საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა ნაწილობრივ შემცირებას. აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 17.09.2025 წლის №081-262 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.12.2025 წლის №27262 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა ნაწილობრივ შემცირებას. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით საურავის გადაანგარიშებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე საურავის დარიცხვის ავტომატიზაციის პროცესები უზრუნველყოფილია საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტიდან მოწოდებული ლოგიკების საფუძველზე და შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან მიმართებაში. ასევე, 2019 წლიდან საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე გპაბ-ზე საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან (სავადო თარიღიდან) 3 წლის გასვლის თარიღიდან.

გპაბ-ზე გადახდილი თანხით იფარება თავდაპირველად წარმოქმნილი დავალიანება, შემდეგი თანმიმდევრობით ძირითადი დავალიანება, ჯარიმა, საურავი. ასევე გპაბ-ზე დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში, იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში. საურავის გამოთვლის იგივე მეთოდი გამოიყენება საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას, ამ შემთხვევაში საურავის გამოთვლისას მონაწილეობას იღებს როგორც აღიარებულ, ასევე დროებით ბარათებზე გატარებული ოპერაციები (ნაერთი ბარათი). საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2025 წლის 17 მაისს წარდგენილ საჩივარში მოთხოვნილი იყო აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №7275 ბრძანების და 2025 წლის 17 აპრილის №081-81 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება. გამოიცა 17.09.2025 წლის №20439 ბრძანება თანხის შემცირებასთან დაკავშირებით, სულ 90 421,79 ლარი, საიდანაც გადასახადი შემცირდა 61 677,98 ლარით, ხოლო ჯარიმა 28 743,81 ლარით. გამოიცა ახალი №081- 262 საგადასახადო მოთხოვნა, სადაც სულ გადასახადის თანხა შეადგენს 197 912,34 ლარს, ჯარიმა 55 494,89 ლარს, ხოლო დარიცხული საურავი 32 295,14 ლარს. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 11 დეკემბრის №27262 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. ამჟამინდელი საურავი (32 295,14 ლარი) გამოთვლილია თავდაპირველ, 171 803 ლარიან გადასახადზე, მაგრამ შემოსავლების სამსახურის №20439 ბრძანებით შემცირდა გადასახადი 110 122,34 ლარამდე (-35,9%). საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, საურავი უნდა ერიცხებოდეს რეალურ, საბოლოო დადგენილ გადასახადს (110 122,34 ლარი) და არა თავდაპირველ, არასწორ დარიცხვას (171 803 ლარი). თუ გადასახადი შემცირდა 35,9%-ით, საურავიც პროპორციულად უნდა შემცირდეს: 32 295,14 ლარი × 35,9% = 11 594 ლარის ოდენობით. შემცირებული საურავი = 32 295,14 – 11 594 = 20 701 ლარი (დაახლოებით). მოთხოვნას წარმოადგენს ჯარიმისა და საურავის შემცირება და თანამშრომლობა საგადასახადო კოდექსის 293 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კომპანიის დამფუძნებელი გარდაიცვალა, რამაც კომპანია შეაჩერა. ფაქტიურად ვერ ხერხდება ეკონომიკური საქმიანობის იმ ფორმით წარმართვა, რომ ბაზარზე შეძლოს იყოს კონკურენტუნარიანი და ამონაგები თანხით მოახდინოს როგორც სახელმწიფო ვალდებულების ასევე სხვა საბანკო თუ ადგილობრივი კრედიტორული დავალიანების დაფარვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ასევე სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით ეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15575 ბრძანებით, პროდუქციის მისაღებად წარმოებაში გამოყენებული ნედლეულის მიწოდებად ჩათვლის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. კალკულაციები). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დამატებით შესწავლილ იქნა წარმოებაში პროდუქციის მისაღებად გამოყენებული ნედლეულის მიწოდებად განხილვის საკითხი და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ გადასახადის გადამხდელი მიუთითებს სხვადასხვა წყაროებს და ნორმებს, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ არ ხდება ბეტონში პლასიფიკატორის გამოყენება ბეტონი საჭიროებს ცემენტის დამატებას. გადაანგარიშებით გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული პოზიცია, საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა წარმოებაში გამოყენებული 4 პლასიფიკატორის რაოდენობა, წარმოდგენილი კალკულაციების გათვალისწინებით განისაზღვრა წარმოებული ბეტონის ის მოცულობა, რომელშიც გამოყენებული იყო პლასიფიკატორი, ხოლო დანარჩენ წარმოებულ ბეტონში გამოყენებული ცემენტის რაოდენობა გაიზარდა 25 კილოგრამით (ამ მეთოდით განსაზღვრული კალკულაციები შესაბამისობაშია ანალოგიური საქმიანობის მქონე კომპანიების კალკულაციებთან). აღნიშნული გაანგარიშების შესაბამისად საგადასახადო შემოწმების საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა ნაწილობრივ შემცირებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

ამასთან, მომსახურების დეპარტამენტის 14.01.2026 წლის №1835-21-11 წერილის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2025 წლის №081-81 საგადასახადო მოთხოვნით სულ დარიცხულია 289 351,88 ლარი, მათ შორის გადასახადი 171 800,29 ლარი, ჯარიმა 84 238,7 ლარი და საურავი 33 312,89 ლარი. ნაერთი ინფორმაციით (რომელიც ინფორმაციული ხასიათისაა და გვიჩვენებს ჯამურ (აღიარებული და არაღიარებული ვალდებულების ნაერთი) საგადასახადო ვალდებულებას დროებით ბარათზე არსებული დამატებით დარიცხული თანხების აღიარების შემთხვევაში კონკრეტული თარიღის მიხედვით) 18.04.2025 წლიდან 17.09.2025 წლამდე პერიოდში დარიცხული საურავი შეადგენს 12 987,18 ლარს, მათ შორის აღიარებულ დავალიანებაზე დარიცხული საურავი შეადგენს 44,2 ლარს. 17.09.2025 წელს გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის №081-262 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადი შემცირებულია 61 677,98 ლარით, ჯარიმა შემცირებულია 28 743,81 ლარით, ხოლო საურავი, ერთი დღის ნაერთი ინფორმაციის მიხედვით (17.09.2025 წლიდან 18.09.2025 წლამდე), შემცირებულია 13 960,75 ლარით. აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2025 წლის №081-262 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით სულ ერიცხება 197 912,34 ლარი, მათ შორის გადასახადი 110 122,31 ლარი, ჯარიმა 55 494,89 ლარი, საურავი 32 295,14 ლარი. საურავი გამოანგარიშებულია: 17.04.2025 წლის №081-81 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ საურავს დამატებული 18.04.2025 წლიდან 17.09.2025 წლამდე პერიოდში დარიცხული საურავი, გამოკლებული აღიარებულ დავალიანებაზე დარიცხული საურავი, გამოკლებული 17.09.2025 წლის კორექტირებული №081-262 საგადასახადო მოთხოვნით შემცირებული საურავი (33 312,89+12 987,18-44,2-13 960,75 ლარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15575 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15575 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დამატებით შესწავლილ იქნა წარმოებაში პროდუქციის მისაღებად გამოყენებული ნედლეულის მიწოდებად განხილვის საკითხი და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ გადასახადის გადამხდელი მიუთითებს სხვადასხვა წყაროებს და ნორმებს, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ არ ხდება ბეტონში პლასიფიკატორის გამოყენება ბეტონი საჭიროებს ცემენტის დამატებას. გადაანგარიშებით გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული პოზიცია, საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა წარმოებაში გამოყენებული 4 პლასიფიკატორის რაოდენობა, წარმოდგენილი კალკულაციების გათვალისწინებით განისაზღვრა წარმოებული ბეტონის ის მოცულობა, რომელშიც გამოყენებული იყო პლასიფიკატორი, ხოლო დანარჩენ წარმოებულ ბეტონში გამოყენებული ცემენტის რაოდენობა გაიზარდა 25 კილოგრამით (ამ მეთოდით განსაზღვრული კალკულაციები შესაბამისობაშია ანალოგიური საქმიანობის მქონე კომპანიების კალკულაციებთან). აღნიშნული გაანგარიშების შესაბამისად საგადასახადო შემოწმების საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა ნაწილობრივ შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 9.07.2025 წლის №15575 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5).