გადაწყვეტილება №18275/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.12.2022
№ დოკუმენტი 18275/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18275/2/2022

23.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ 22.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18275/2/2022).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №054-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.10.2022 წლის №25409 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 843 902 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 416 943

ჯარიმა - 208 472

საურავი - 218 487

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს შავი ლითონის ჯართის შეძენა-რეალიზაციას. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.06.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შავი ლითონის ჯართის შეძენარეალიზაციის ოპერაციები უფიქსირდება 2018 წელში - 5 თვე. რეალიზებული ჯართის ღირებულება დოკუმენტით შეადგენს 6 100 000 ლარს, რაც შეეხება შეძენას, ჯართის ნაწილი შეძენილი აქვს სასაქონლო ზედნადებებით, ნაწილი კი შესყიდვის აქტებით. ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ინფორმაცია საბუღალტრო აღრიცხვისა და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების სახით. შემოწმებით გაირკვა, რომ კომპანიას უნდა გააჩნდეს ფულის ნაშთი: 1.02.2018 წელს – 778 138 ლარი, 1.03.2018 წელს - 785 728 ლარი, 1.04.2018 წელს – 1 553 735 ლარი და 1.05.2018 წელს – 1 610 453 ლარის ოდენობით. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა საანგარიშო პერიოდში დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2021 წლის №22478 ბრძანება და №054-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.11.2021 წლის №34932 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, დაადგინოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ჯართის) ღირებულება, განახორციელოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება და აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 8 ნოემბრის №34932 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 1 140 104 ლარით, აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2022 წლის №054-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.10.2022 წლის №25409 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც, რეალიზებული ჯართის 75% მიჩნეულ იქნა საქონლის შეძენის ღირებულებად და აღნიშნული მეთოდით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 1 140 104 ლარით, მათ შორის, გადასახადი 760 069 ლარით და ჯარიმა 380 035 ლარით, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტებით სადავო დარიცხვა უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო. არაპირდაპირი მეთოდით (საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი) ხარჯების დადგენისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ის, რომ 20%-ზე მეტი საქონლის შეძენაზე გადასახადის გადამხდელს გააჩნია სასაქონლო ზედნადებები და საქონლის შეძენის ფასი დადგენილია, შესაბამისად სხვა დანარჩენი საქონლის შეძენის ფასიც აღნიშნულის და ასევე საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით უნდა დადგენილიყო, რაც არ იქნა დაცული გასაჩივრებული აქტების მიღების დროს.

დადგენილია და სადავო არ არის, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ სულ რეალიზებულია 10996 ტონა ჯართი, თანხით 6 094 721 ლარად, საშუალოდ 1 ტ. ჯართის გაყიდვის ფასი შეადგენს 554.25 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი იქნა სულ 2 669 ტონა ჯართი, ღირებულებით 1 343 385 ლარად, საშუალოდ 1 ტონა ჯართის შეძენის დოკუმენტური ფასი შეადგენს 503.3 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ჯართის შეძენაზე გაწეული ხარჯი შეადგენს (10 996*503.33) 5 534 617 ლარს, რომ არაფერი ითქვას აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებზე (მათ შორის ტრანსპორტირება და სხვა ხარჯი).

როგორც ზემოთ აღინიშნა, სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი ჯართის რაოდენობა შეადგენს სულ 2 669 ტონას, ღირებულებით 1 343 385 ლარი, ხოლო ფიზიკური პირებიდან შეძენილი ჯართის რაოდენობაა (10 996-2 669) 8 327 ტონას, ღირებულებით (5 534 617-1 343 385) 4 191 232 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ კომპანიის მიერ ჯართის შეძენა-რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 560 104 ლარი განხილული უნდა იქნეს ხელმძღვანელზე საშემოსავლო გადასახადის სახით, დარიცხული უნდა ყოფილიყო (560 104*20%) 112 020.80 ლარი. ხოლო, ფიზიკური პირების ნაწილში დარიცხული უნდა იქნეს (4 191232*3%) 125 736.96 ლარი. ე.ი. აღსრულების შედეგებზე გამოცემული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით უნდა დაერიცხოს საშემოსავლო გადასახადი სულ (112020.80+125 736.96) 237 757.76 ლარი და არა სხვა თანხები, როგორც ეს გასაჩივრებულ აქტებშია მითითებული.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება ამ წესის დაცვით უნდა მომხდარიყო. გასაჩივრებული აქტებით ვერ დგინდება გადასახადის გადამხდელის მიერ ხსენებული არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შედეგად დადგენილი დასარიცხი სადავო თანხები, რატომ არ იქნა გაზიარებული და რაში მდგომარეობს ზემოაღნიშნული გაანგარიშების კანონშეუსაბამობა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ შემოსავლების სამსახურის 8.11.2021 წლის №34932 ბრძანებით ცალსახად 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მოთხოვნის გამოყენება არ არის დადგენილი. ხსენებულ საქმიანობაში 25%-იანი რენტაბელობა არ არის, როგორც ეს მითითებულია სადავო აქტებში, შესაბამისად, სადავო დარიცხვები არასწორია და იგი შეუსაბამოდ მაღალია.

შემოსავლების სამსახურის 8.11.2021 წლის №34932 ბრძანებაში არ არის მითითებული გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, თუ რატომ არ მოხდა არგუმენტების გაზიარება, არ უნდა მოხდეს დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შეუსაბამობა/არამართებულობა რაში მდგომარეობს, 25%-იანი რენტაბელობა საიდან და/ან რის საფუძველზე იქნა აღებული.

ხსენებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების შემთხვევაში უნდა აღინიშნოს შემდეგი: შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი ჯართის რაოდენობა შეადგენს სულ 2 669 ტონას, ღირებულებით 1 343 385 ლარს, ხოლო ფიზიკური პირებიდან შეძენილი ჯართის რაოდენობა შეადგენს სულ (10 996- 2 669) 8 327 ტონას, ღირებულებით ((5 534 617-1 343 385) 4 191 232 ლარს. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დადგენის დროს შემოწმებას ცალ-ცალკე უნდა გაემიჯნა დოკუმენტურად შეძენილი საქონელი და ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონელი ხარჯების დადგენის მიზნით, ისე, როგორც ეს შემოსავლების სამსახურის 8.11.2021 წლის №34932 ბრძანებით არის დადგენილი და ამ ნაწილში რეალიზებული ჯართის 75%-ის საქონლის შეძენის ღირებულებად მიჩნევა უნდა მოეხდინა ფიზიკური პირების ნაწილში, ხოლო დოკუმენტურად შეძენილი საქონლის ნაწილში, დოკუმენტური ხარჯი უცვლელად უნდა დარჩენილიყო და არ უნდა მომხდარიყო მთლიანად რეალიზებული საქონლის 25%- ის ხარჯებიდან ამოღება როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია. ასეთის არსებობისას სადავო დარიცხვები კიდევ უფრო მეტად შემცირდებოდა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულებისას, მოცემულ შემთხვევაში მესამე პირებისგან (საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი) მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიებისგან ინფორმაციის გამოთხოვის გზით უნდა დადგენილიყო ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ღირებულება და მისი გათვალისწინებით უნდა მოეხდინა შემოწმებას საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება. გასაჩივრებული აქტებით ვერ დგინდება, თუ რატომ არ მოხდა ამ წესით სარგებლობა და ამ ნაწილში რატომ არ მოხდა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების/პრეტენზიების გაზიარება სადავო გადაწყვეტილების მიღების დროს.

საყურადღებოა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს 20%-ზე მეტი ოდენობით საქონლის შეძენის დოკუმენტები გააჩნია და სადავო/გასაჩივრებული აქტებით არ ხდება გადასახადის გადამხდელთან არსებული დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება/გავრცელება (არ არის დაცული საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მთხოვნები). ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის წარდგენილ საჩივარში გაანგარიშებაც კი იყო მოცემული დოკუმენტური ფასის გამოყენების შემთხვევაში არსებული სადავო დარიცხვებისგან განსხვავებით რა ოდენობით დამატებით დარიცხვები მიიღებოდა.

მოცემულ შემთხვევაში, ფიზიკური პირებიდან ჯართის შეძენის ღირებულებად უნდა გამოყენებულიყო გადასახადის გადამხდელთან არსებული საშუალო დოკუმენტური ფასი და მისი გათვალისწინებით უნდა მოეხდინა შემოწმებას სადავო აქტების კორექტირება. ამდენად, სადავო დარიცხვები უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო, ზემოხსენებული საკითხები სათანადოდ არ არის შესწავლილი და გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების მიღების დროს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 8.11.2021 წლის №34932 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, დაადგინოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების (ჯართის) ღირებულება, განახორციელოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება და აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 1 140 104 ლარით. შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნიდან ირკვევა შემდეგი:

- შემოწმებით დადგენილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ჯართის) ღირებულება;

- ვინაიდან, სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 1 ტონა ჯართის ღირებულება განსხვავებულია და შეადგენს 320, 510 და 520 ლარს და გადასახადის გადამხდელს გამოყვანილი აქვს საშუალო ფასი 503 ლარის ოდენობით, რაც ეწინააღმდეგება №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მოთხოვნას, შემოწმებამ იხელმძღვანელა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე და შემოსავლის 75% ჩაითვალა ჯართის შეძენის ღირებულებად, რაც საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით.

მომჩივანს მიაჩნია, რომ აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო. არაპირდაპირი მეთოდით (საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი) ხარჯების დადგენისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, რომ 20%-ზე მეტი საქონლის შეძენაზე, გადასახადის გადამხდელს გააჩნია სასაქონლო ზედნადებები და საქონლის შეძენის ფასი დადგენილია, შესაბამისად სხვა დანარჩენი საქონლის შეძენის ფასიც აღნიშნულის და ასევე საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით უნდა დადგენილიყო, რაც არ იქნა დაცული გასაჩივრებული აქტების მიღების დროს. შემოსავლების სამსახურის 8.11.2021 წლის №34932 ბრძანებით ცალსახად 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენება არ არის დადგენილი. ხსენებულ საქმიანობაში 25%-იანი რენტაბელობა არ არის, შესაბამისად, სადავო დარიცხვები არასწორია და იგი შეუსაბამოდ მაღალია. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დადგენის დროს შემოწმებას ცალ-ცალკე უნდა გაემიჯნა დოკუმენტურად შეძენილი საქონელი და ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონელი ხარჯების დადგენის მიზნით, ისე, როგორც ეს შემოსავლების სამსახურის 8.11.2021 წლის №34932 ბრძანებით არის დადგენილი და ამ ნაწილში რეალიზებული ჯართის 75%-ის საქონლის შეძენის ღირებულებად მიჩნევა უნდა მოეხდინა ფიზიკური პირების ნაწილში, ხოლო დოკუმენტურად შეძენილი საქონლის ნაწილში, დოკუმენტური ხარჯი უცვლელად უნდა დარჩენილიყო და არ უნდა მომხდარიყო მთლიანად რეალიზებული საქონლის 25%-ის ხარჯებიდან ამოღება. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს 20%-ზე მეტი ოდენობით საქონლის შეძენის დოკუმენტები გააჩნია და სადავო/გასაჩივრებული აქტებით არ ხდება გადასახადის გადამხდელთან არსებული დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება/გავრცელება. ფიზიკური პირებიდან ჯართის შეძენის ღირებულებად უნდა გამოყენებულიყო გადასახადის გადამხდელთან არსებული საშუალო დოკუმენტური ფასი და მისი გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო კორექტირება და სადავო დარიცხვები უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 20%-ზე მეტი საქონელი სასაქონლო ზედნადებებით არის შეძენილი და შეძენის საშუალო ფასი არის 503 ლარი. როცა შემოსავლების სამსახურმა მათი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არაპირდაპირი მეთოდით დაედგინა შეძენის ხარჯი, არ უთქვამს სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენება. თუ სიტუაციური სახელმძღვანელო უნდა ყოფილიყო გამოყენებული, აღნიშნულის თაობაზე მითითებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილებაში, რასაც არ დაეთანხმებოდა და მაშინვე გაასაჩივრებდა. ამდენად, სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებას არ ეთანხმება, დოკუმენტური ფასნამატი უნდა გამოყენებულიყო და მისი მიხედვით მომხდარიყო ხარჯების დათვლა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ შეძენის ფასი გახდა სადავო, ვინაიდან იყო ძალიან დაბალ ფასად შეძენები ჯართის, იყო 320, 350 ლარად, შემდეგ 400, 450 ლარად და ა.შ, გადასახადის გადამხდელს საშუალო ფასი გამოყვანილი ქონდა 503 ლარი და ამ გაანგარიშებაში დაბალფასიანი ჯართის შეძენის ღირებულება მონაწილეობას არ ღებულობდა. ამიტომ, იხელმძღვანელეს სიტუაციური სახელმძღვანელოთი, დაბალი ფასის აღების შემთხვევაში გაცილებით ნაკლები შემცირდებოდა ვიდრე, 75%-ის გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნული ბევრად ოპტიმალური იყო, მინიმალური ფასი (საშუალო შეწონილი) 370 ლარი გამოვიდა, რომელიც აღებული იქნა შეძენის დოკუმენტებიდან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ფასს 503 ლარს ვერ გაითვალისწინებდნენ. გაანგარიშება ორივეზე აქვს წარდგენილი, ამგვარად 75% იყო უფრო ოპტიმალური და ახლოს ლოგიკასთან.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.