გადაწყვეტილება №23546/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23546/2/2024
14 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 23.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23546/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.04.2024 წლის №22239/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2024 წლის №071-7 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 237 528,87 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 79 707
მოგების გადასახადი - 7 126
საშემოსავლო გადასახადი - 72 581
ჯარიმა - 79 702
საურავი - 78 119,87
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სხვადასხვა ობიექტების სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიღებული აქვს ჩათვლები შპს ---------- (ს/ნ ----------) მიერ 2019 წლის ივნისის, ივლისის და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი ავ----------, ეა-----------, ეა---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე და შესაბამისი თანხები გადარიცხული აქვს აღნიშულ შპს-ზე, თუმცა აღნიშნული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შეძენილი მომსახურების შინაარსის, ასევე მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი ვერ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების შესაბამისად, შემცირდა საწარმოს 2019 წლის შესაბამისი პერიოდის ჩასათვლელი თანხები. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №071-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2183 ბრძანებით, შპს ---------- მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის გაუქმების მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2183 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და დამატებითი შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე, არ გამოიკვეთა სათანადო საფუძველი საგადასახადო შემოწმების შედეგების კორექტირებისათვის.
აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №071-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1262 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 25.04.2024 წლის №22239/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.01.2024 წლის №1262 ბრძანება. ნაწილობრივ გაუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №071-19 საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
საბჭოს 25.04.2024 წლის №22239/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ შეძენილი მომსახურების მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოუყენებლობის საფუძვლით დღგ-ის ჩათვლის გაუქმება არამართლზომიერია. ამ ეტაპზე არც საგადასახადო შემოწმებით და არც წარმოდგენილი მტკიცებულებებით თუ სხვა გარემოებებით დადგენილი არ არის, რომ ეს მომსახურება არ გამოყენებულა მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობაში. ამავდროულად, დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სხვა საფუძვლები აუდიტის დეპარტამენტის მიერ არც საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული და არც დავის ეტაპზეა წარმოდგენილი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ შპს ----------
მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუქმება უსაფუძვლოა. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შემცირებას დაუქვემდებაროს აღნიშნულის ფარგლებში შპს ---------- მიერ მომჩივნისთვის გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძვლით დარიცხული თანხები.
საბჭოს 25.04.2024 წლის №22239/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის დასკვნის მიხედვით, განხორციელდა გასაჩივრებული საკითხის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2024 წლის №071-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №---------- წერილით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე კუთვნილებისამებრ გამოეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში უთითებდა, რომ არ ეთანხმება შპს ---------- მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუქმებას და აცხადებს, რომ 2019 წელს საწარმო ახორციელებდა ააიპ ---------- დაკვეთით მომსახურების გაწევას, აღნიშნული მომსახურების ფარგლებში შპს ---------- შეძენილია სარემონტო მომსახურება, რაც დასტურდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, მიღებაჩაბარების აქტებით, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და თანხის გადახდის ქვითრებით. საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2022 წლის №9257 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 7.10.2022 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 19.10.2022 წლის №26516 ბრძანება და ამავე თარიღის №071-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 368 073 ლარი, მათ შორის გადასახადი 148 314 ლარი, ჯარიმა 133 682 ლარი და საურავი 86 077 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა. საჩივრის განხილვას საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა, საბოლოოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა და აუდიტმა განახორციელა ფასების კორექტირება, თუმცა დარიცხვა ამ ეტაპზე განხორციელდა შემდეგი სახით: გადასახადი ძირი თანხა: 79 707 ლარი, ჯარიმა 79 702 ლარი და საურავი 78 119,87 ლარი. ჯარიმისა და საურავის დარიცხვას არ ეთანხმება, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში დავის გაჭიანურება არ არის მათი ბრალეულობით გამოწვეული, შესაბამისად კომპანიამ გადაიხადა ძირი თანხა და ასევე ჯარიმის ნაწილი, თუმცა არ ეთანხმება დარჩენილი თანხის დარიცხვას და ითხოვს დარჩენილი დარიცხული საურავის და ჯარიმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საბჭოს 25.04.2024 წლის №22239/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ შეძენილი მომსახურების მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოუყენებლობის საფუძვლით დღგ-ის ჩათვლის გაუქმება არამართლზომიერია. ამ ეტაპზე არც საგადასახადო შემოწმებით და არც წარმოდგენილი მტკიცებულებებით თუ სხვა გარემოებებით დადგენილი არ არის, რომ ეს მომსახურება არ გამოყენებულა მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობაში. ამავდროულად, დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სხვა საფუძვლები აუდიტის დეპარტამენტის მიერ არც საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული და არც დავის ეტაპზეა წარმოდგენილი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ შპს ---------- მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუქმება უსაფუძვლოა. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შემცირებას დაუქვემდებაროს აღნიშნულის ფარგლებში შპს ---------- მიერ მომჩივნისთვის გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძვლით დარიცხული თანხები.
საბჭოს 25.04.2024 წლის №22239/2/2024 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის დასკვნის მიხედვით, განხორციელდა გასაჩივრებული საკითხის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები საბჭოს 25.04.2024 წლის №22239/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად, ხოლო არამართლზომიერ აღსრულებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არგუმენტაცია/პოზიცია წარმოდგენილი არ აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 25.04.2024 წლის №22239/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის მიერ მითითებული ჯარიმის და საურავის შემცირების საკითხთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 25.04.2024 წლის №22239/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.04.2024 წლის №22239/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 25.04.2024 წლის №22239/2/2024 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის დასკვნის მიხედვით, განხორციელდა გასაჩივრებული საკითხის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები საბჭოს 25.04.2024 წლის №22239/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად, ხოლო არამართლზომიერ აღსრულებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არგუმენტაცია/პოზიცია წარმოდგენილი არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 25.04.2024 წლის №22239/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ მითითებული ჯარიმის და საურავის შემცირების საკითხთან დაკავშირებით, ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 25.04.2024 წლის №22239/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 304(21).
(2021 წლამდე მოქმედი): 173; 174.