ბრძანება N 8033

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.04.2023
№ დოკუმენტი 8033
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8033

12.04.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 16 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 16 მარტის №79694/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 თებერვლის №006-57 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოების დაქირავებით მუშაობად განხილვას. განმარტავს, რომ პირებზე, რომლებიც მომსახურებას უწევდნენ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულია მცირე მეწარმის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, აღნიშნული პირები მხოლოდ კონკრეტულ მომსახურებას უწევდნენ გადამხდელს და ეწეოდნენ იმ საქმიანობას, რაც დაშვებულია მცირე მეწარმეებისთვის. აგრეთვე ხელშეკრულებები გაფორმებული იყო მომსახურების თაობაზე. მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს არ შეუვსია არავითარი კითხვარი, რომელსაც აღნიშნავს შემმოწმებელი აქტში და მისთვის გაუგებარია, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს აუდიტორი შემოწმების აქტში.

2. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშებას. განმარტავს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად სრულად და სწორად აქვს დაბეგრილი თანხები, მათ შორის 2021 წლის დეკემბრის თვეში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ივნისის №15192 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 6 მაისის №16242/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ივნისის №15192 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 15 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 1 629 720 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 088 841 ლარი, ჯარიმა 540 879 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 16 თებერვლის №006-57 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიას შეძენილი სამშენებლო მასალები გამოყენებული/გახარჯული ჰქონდა დამკვეთ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სამშენებლო ობიექტზე, რომელზეც წარადგინა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა და ორმხრივად დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიის მიერ შეძენილი მასალები, რომელზეც წარდგენილ იქნა შესაბამისი გახარჯვის/ჩამოწერის აქტები განხილულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად და შესაბამისად შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის თანხები.

 შემოწმებით შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის მიხდევით დადგინდა, რომ კომპანიას იმპორტით შეძენილი საქონელი გამოყენებული აქვს სამშენებლო ობიექტის მშენებლობისათვის, რომელზეც გააჩნია შესაბამისი ჩამოწერის/გახარჯვის დოკუმენტები, ხოლო ნაწილი საქონელი შემოწმების ბოლოსთვის ჰქონდა ნაშთად. ასევე წარადგინა შეძენილი საწვავის გახარჯვის ოქმები (სადაც ფიქსირდება პერიდოების მიხედვით, ავტომანქანის ნომრები და ოდომეტრის ჩვენებები, სადაც განხორციელდა საწვავის ხარჯვა). ზემოაღნიშნულდან გამომდინარე კომპანიას შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დღგ-ში, მოგების გადასახადში და საშემოსავლო გადასახადში, ხოლო მიღებული სპეც. საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა ჩათვლას.

 კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხდევით დადგინდა, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხებით შეძენილ იქნა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა და მომსახურებები, აღნიშნულზე წარდგენილ იქნა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ხელშეკრულებები, ხოლო ანგარიშვალდებული პირის მიერ საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხებით ანაზღაურებულია შეძენილი მასალის და მომსახურების ღირებულება, რაზეც წარდგენილია ურთიერთშედარების აქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიას შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები მოგების გადასახადის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

 შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტები და ხელშეკრულებები, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულ თანხებზე კომპანიას გააჩნია შესაბამისი ხელშეკრულებები, რომელსაც უწევენ, როგორც იურიდიული პირები, ასევე ფიზიკური პირები. აღნიშნული პირები ასევე სარგებლობენ „მცირე მეწარმის“ სტატუსით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი მომსახურებას იღებს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან, რომელთა ნაწილი ამავდროულად მცირე მეწარმის სტატუსის მიღებამდე წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებსაც. გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზის და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ რეალურად აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, კომპანიას შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული, დოუკმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები და შესაბამისი მოგების გადასახადი, ხოლო გაეზარდა მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხები, რომლებიც შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა დაქირავებით მომუშავედ და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიას დეკლარირებული აქვს შპს ,,----------“-გან მიღებული თანხები, ხოლო 2021 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ ----------) არ აქვს დაბეგრილი. შემოწმების მიერ დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები. კომპანიას შეუმცირდა დღგ-ის ბრუნვა და შესაბამისი ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, დგინდება, რომ საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულ თანხებზე კომპანიას გააჩნია შესაბამისი ხელშეკრულებები, რომელსაც უწევენ როგორც იურიდიული პირები ასევე ფიზიკური პირები, აღნიშნული პირები ასევე სარგებლობენ „მცირე მეწარმის“ სტატუსით. აგრეთვე ნაწილი აღნიშნული ფიზიკური პირებისა ამავდროულად მცირე მეწარმის სტატუსის მიღებამდე წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებსაც. შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარის ანალიზის მიხედვით აღნიშნული პირების მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა დაქირავებით მუშაობას. შესაბამისად, კომპანიას შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი და შესაბამისი მოგების გადასახადი, ხოლო გაეზარდა მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხები, რომლებიც შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა დაქირავებით მომუშავედ და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შპს „----------“ სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული ჰყავს, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები, რომლებთაც მინიჭებული ჰქონდათ „მცირე მეწარმის“ სტატუსი. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია (გაფორმებული ხელშეკრულებები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომლის მიხედვით შევსებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარი. აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ 4 მცირე მეწარმისგან („----------“ (პ/ნ ----------), „----------“ (პ/ნ ----------), „----------“ (პ/ნ ----------) და „----------“ (პ/ნ ----------)) მიღებული მომსახურება წარმოადგენს დაქირავებით მუშაობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ 4 პირზე განხორციელებული გადახდა დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ კომპანიას 2021 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა ----------) შპს „----------,“-ზე რომელიც არ აქვს დეკლარირებული შესაბამის პერიოდში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადაანგარიშების მონაცემებით გაიზარდა 2021 წლის დეკემბრის თვის დასაბეგრი ბრუნვა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოების დაქირავებით მუშაობად განხილვას.

გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშებას. განმარტავს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად სრულად და სწორად აქვს დაბეგრილი თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელს სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული ჰყავს, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები, რომლებთაც მინიჭებული ჰქონდათ „მცირე მეწარმის“ სტატუსი. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია (გაფორმებული ხელშეკრულებები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომლის მიხედვით შევსებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარი. აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ 4 მცირე მეწარმისგან მიღებული მომსახურება წარმოადგენს დაქირავებით მუშაობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ 4 პირზე განხორციელებული გადახდა დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით.

კომპანიას 2021 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა რომელიც არ აქვს დეკლარირებული შესაბამის პერიოდში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადაანგარიშების მონაცემებით გაიზარდა 2021 წლის დეკემბრის თვის დასაბეგრი ბრუნვა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 275.