ბრძანება N 28274
📄 სრული ტექსტი
N 28274
24 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ს“ (ს/ნ -------------)
(მის.: ----------------------------)
2025 წლის 25 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ -------------) 2025 წლის 25 ნოემბრის №187875/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ნოემბრის №094-37 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
. სალაროს არაგონივრულ ნაშთთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, საგადასახადო ორგანოში წარდგენილია საბანკო ამონაწერები, რომლითაც დასტურდება სალაროში არსებული თანხის უდიდესი ნაწილის საბანკო ანგარიშზე შეტანის ფაქტი. მომჩივანს მოჰყავს კონკრეტული გაანგარიშებები და აცხადებს, რომ მათ მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებში და სალაროს მოძრაობის ამსახველ ცხრილებში ნათლად ჩანს, რომ სალაროდან ზუსტად ის თანხებია გატანილი, რაც იმავე დღეს შეტანილია ბანკში.
. მომჩივანი ითხოვს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნეს ---- კომპანიაზე გადახდილი 38 910 ლარი, რასთან დაკავშირებითაც შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული თანხის მიმღები კომპანიის წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლის და ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
. ასევე, მომჩივანი აცხადებს, რომ შემოწმებამ არ შეამცირა ზედმეტად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი, კერძოდ ხელზე გაცემული 95 500 ლარის ხელფასი. აგრეთვე, მიუთითებს, რომ 100 000 ლარის დივიდენდად აღიარების გამო, დამფუძნებლის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, სალაროს ნაშთი გაწითლდება აღნიშნული თანხით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის №16313 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №094-11 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 2 ივნისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1.შპს „-------ს“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან, კერძოდ, სალაროს არაგონივრული ნაშთის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფიზიკურ პირებზე 1 000 ლარამდე არსებული დებიტორული დავალიანებების მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის №16313 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 22 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 18 359 ლარი, მათ შორის გადასახადი 12 239 ლარი, ჯარიმა 6 120 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 6 ნოემბრის №094-37 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1. გადაანგარიშების ფარგლებში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი იქნა: შპს „----თან“, სს „-----თან“, შს „-----თან“ დაკავშირებული დოკუმენტები და ინფორმაცია. ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად, სალაროში გასათვალისწინებელმა ხარჯმა შეადგინა სულ 9 983 ლარი. ასევე, დამატებით წარმოდგენილი იქნა „------“-სთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლის მიხედვით არარეზიდენტ კომპანიაზე თანხა გაიცა საქართველოს ტერიტორიაზე 14 402 დოლარის ოდენობით, ხოლო მიმდინარე ვალდებულება შპს „-----ს“ უფიქსირდება 96 249 დოლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არარეზიდენტი კომპანიისგან შეძენები არ უფიქსირდება. აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ნოტარიულად დამოწმებული/ან აპოსტილით) ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, გადაანგარიშების ფარგლებში არარეზიდენტზე გადახდილი თანხების სალაროში გათვალისწინება ვერ განხორციელდა.
შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც შეეხებოდა არგუმენტს ზედმეტად დეკლარირებულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში წარმოდგენილი მასალების მიხედვით (ბუღალტრული პროგრამა „ორისი“, საბანკო ამონაწერები და სხვა ხელთ არსებული მასალები), შპს „-----ს“ მიერ შესამოწმებელ პერიოდში რიგ თვეებში გაცემული და დეკლარირებული იყო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით ხელფასები, რომელიც გათვალისწინებული იყო სალაროს მოძრაობის ანალიზის დროს, შესაბამისად ზემოხსენებული გაცემული ხელფასებით შემცირებული იქნა სალაროს არაგონივრული ნაშთი. ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა ანალიზი ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი N9) მიხედვით, აღნიშნულ თემაში ასევე გათვალისწინებულ იქნა დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხი, სადაც გათვალისწინებულია საკასო შემოსავლის 10%. შემოწმების მიერ ასევე ჩატარდა ანალიზი საბანკო ანგარიშზე შეტანილ თანხებთან დაკავშირებით 2023 წლის ივლისის თვის ჩათვლით, რომლის მიხედვით საწარმოში მუდმივად ხორციელდებოდა სალაროდან ბანკში ნავაჭრი თანხების შეტანა და თვის ბოლოს ისევ ფიქსირდებოდა არაგონივრული ნაშთი, აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ შეუძლებელია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში იმ ანალიზის ჩატარება, თუ რეალურად რომელი თანხის შეტანა განხორციელდა საბანკო ანგარიშზე, წინა პერიოდში მიღებული შემოსავლის თუ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ წარმოშობილი თანხებიდან გამომდინარე. აღნიშნულ თემაში, სულ შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი 2 496 ლარი და ჯარიმა 1 248 ლარის ოდენობით.
2. გადაანგარიშების ფარგლებში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ანალიზით და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ფიზიკურ პირებზე 1 000 ლარამდე არსებულმა დებიტორულმა დავალიანებებმა, რომლებიც იქნა იდენტიფიცირებული შეადგინა სულ 43 305 ლარი. შესაბამისად, ჩატარებული ანალიზით დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით შემცირებას ექვემდებარება სულ 43 305 ლარი (433058/0.8=54131.25). შესაბამისი შედეგების გათვალისწინებით, ასევე დაკორექტირებულ იქნა სალაროს არაგონივრული ნაშთი (საკასო შემოსავლის 10%). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადი ძირითადი 9 744 ლარი და ასევე ჯარიმა 4 872 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
. სალაროს არაგონივრულ ნაშთის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, შემოწმებამ არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საბანკო ამონაწერები, რომლითაც დასტურდება სალაროში არსებული თანხის უდიდესი ნაწილის საბანკო ანგარიშზე შეტანის ფაქტი. მომჩივანს მოჰყავს კონკრეტული გაანგარიშებები და აცხადებს, რომ მათ მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებში და სალაროს მოძრაობის ამსახველ ცხრილებში ნათლად ჩანს, რომ სალაროდან ზუსტად ის თანხებია გატანილი, რაც იმავე დღეს შეტანილია ბანკში. ამასთან, მიუთითებს, რომ ბანკში თანხები შეტანილია შემოწმების შესახებ შეტყობინების მიღებამდე. ასევე, აცხადებს, რომ თანხების შეტანა ხდებოდა ხელფასებისა და საბიუჯეტო გადასახადების გადასახდელად და საქონლის მომწოდებლებისათვის თანხების გადასარიცხად. ასევე, ბანკის მიერ დამოწმებულ ამონაწერებშიც ჩანს ჩანაწერი, რომ თანხა შეტანილია ნაღდი ანგარიშსწორებით სალაროდან.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი და 2023 წლის ივნისის თვეში მიღებული შემოსავალი, თუ გადააჭარბებს ამავე თვის ბრუნვას, სხვაობა გაითვალისწინოს სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში და აღნიშნულის თანახმად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
. --- კომპანიაზე გადახდილი თანხის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც, მომჩივანი ითხოვს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნეს --- კომპანიაზე სალაროდან გადახდილი 38 910 ლარი. მიუთითებს, რომ ---ი კომპანიები არ ახდენენ შედარების აქტების აპოსტილით ან ნოტარიულად დამოწმებას და გადახდილ თანხის ნამდვილობის დასადასტურებლად შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული თანხის მიმღები კომპანიის წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლის და ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ --- კომპანიაზე გადახდილი თანხის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. არარეზიდენტი კომპანიის წარმომადგენლის საქართველოში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
. ზედმეტად დეკლარირებულ საშემოსავლო გადასახადთან და 100 000 ლარის დივიდენდად აღიარებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირი განხილვის დროს განაცხადა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არგუმენტი/მტკიცებულებები არ გააჩნია, შესაბამისად, სადავოდ აღარ ხდის აღნიშნულ ნაწილში განხორციელებულ დარიცხვებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ ბუღალტრული პროგრამა „ორისი“, საბანკო ამონაწერები და სხვა ხელთ არსებული მასალები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შპს „---ს“ მიერ შესამოწმებელ პერიოდში რიგ თვეებში გაცემული და დეკლარირებული იყო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით ხელფასები, რომელიც გათვალისწინებული იყო სალაროს მოძრაობის ანალიზის დროს, შესაბამისად ზემოხსენებული გაცემული ხელფასებით შემცირებული იქნა სალაროს არაგონივრული ნაშთი. ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------ს“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით:
ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრის საკითხი და 2023 წლის ივნისის თვეში მიღებული შემოსავალი, თუ გადააჭარბებს ამავე თვის ბრუნვას, სხვაობა გაითვალისწინოს სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში და აღნიშნულის თანახმად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) --- კომპანიაზე გადახდილი თანხის გათვალისწინებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. არარეზიდენტი კომპანიის წარმომადგენლის საქართველოში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი);
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნეს არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი 38 910 ლარი.ასევე, მომჩივანი აცხადებს, რომ შემოწმებამ არ შეამცირა ზედმეტად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი,ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №16313 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №094-11 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 2 ივნისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით ირკვევა,რომ სალაროს არაგონივრული ნაშთის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები,ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ხოლო, დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფიზიკურ პირებზე 1 000 ლარამდე არსებული დებიტორული დავალიანებების მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
შემოსავლების სამსახურის №16313 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 18 359 ლარი, მათ შორის გადასახადი 12 239 ლარი, ჯარიმა 6 120 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №094-37 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი თანხის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. არარეზიდენტი კომპანიის წარმომადგენლის საქართველოში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ხოლო,ზედმეტად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“);