გადაწყვეტილება №23543/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.09.2024
№ დოკუმენტი 23543/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23543/2/2024

16 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --------ო (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ოს 24.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23543/2/2024).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2024 წლის №002-101 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.07.2024 წლის №16361 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 7 205,36 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 4 937

ჯარიმა - 1 387

საურავი - 881,36

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა სპეციალიზებული დიზაინერული საქმიანობები. კომპანია რეგისტრირებულია 2019 წლის 19 მარტს, ხოლო დღგ-ის გადამხდელია 2019 წლის 22 ნოემბრიდან.

აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2024 წლის №10870 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის მიერ დღგ-ის დეკლარაციაში ასახვასთან დაკავშირებით, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარის-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ივნისის, დეკემბრის, 2023 წლის მაისის, ივნისის და 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 23.05.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით, ირკვევა შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ---------), რომელიც არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციაში, თუმცა დაბეგრილია სრულად, 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ანგარიშფაქტურით (ეა----------), ასევე, 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ეა--------; ეა---------; ეა---------; ეა-----------), რომლებიც გაინაშთა წინა პერიოდში დაბეგრილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე (ავ--------; ავ---------; ავ---------; ავ--------).

2023 წლის მაისის და ივნისის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ეა--------; ეა---------), რომლებიც არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციებში. 2024 წლის იანვრის პერიოდზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა (ეა---------), რომელიც არ არის დადასტურებული მიმღების მიერ, აღნიშნული მომსახურების ღირებულება დაბეგრილია წინა პერიოდში ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (ავ-----------), ამიტომაც არ გაითვალისწინება 2024 წლის იანვრის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

მომჩივნის მიერ 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები შეადგენს 41 187 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა 41 094 ლარი. აღნიშნული სხვაობა ძირითადად გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ პირს ჩათვლილი აქვს როგორც საავანსო, ასევე ძირითადი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საწარმო, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, ვალდებული იყო ძირითადი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის პერიოდებში, მოეხდინა, საავანსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით შეეფარდა ჯარიმა.

კომპანიის მიერ 2022 წლის ივნისის და 2023 წლის მაისი-ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ეა----------; ეა --------; ეა---------) არ არის მიბმული შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციაზე. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 74-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2024 წლის №13226 ბრძანება და 5.06.2024 წლის №002-101 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 10.07.2024 წლის №16361 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275- ე, 291-ე მუხლებზე და დადგენილ გარემოებებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა/საურავის მიმართ მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღიარებს ჩადენილ შეცდომას, თუმცა მიზანი არ ჰქონია გადასახადებისგან თავის არიდების. კეთილსინდისიერად საქმიანობს, რაზეც მეტყველებს კომპანიის ბარათზე სტაბილურად არსებული ზედმეტობა. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი აღიარებს ჩადენილ შეცდომას, მაგრამ ამბობს, რომ მიზანი არ ჰქონია გადასახადებისაგან თავის არიდების.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად,მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №10870 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის მიერ დღგ-ის დეკლარაციაში ასახვასთან დაკავშირებით, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარის-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ივნისის, დეკემბრის, 2023 წლის მაისის, ივნისის და 2024 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით, ირკვევა შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციაში, თუმცა დაბეგრილია სრულად, 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ანგარიშფაქტურით , ასევე, 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები , რომლებიც გაინაშთა წინა პერიოდში დაბეგრილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე .

2023 წლის მაისის და ივნისის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები , რომლებიც არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციებში. 2024 წლის იანვრის პერიოდზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა , რომელიც არ არის დადასტურებული მიმღების მიერ, აღნიშნული მომსახურების ღირებულება დაბეგრილია წინა პერიოდში ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით , ამიტომაც არ გაითვალისწინება 2024 წლის იანვრის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

მომჩივნის მიერ 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები შეადგენს 41 187 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა 41 094 ლარი. აღნიშნული სხვაობა ძირითადად გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ პირს ჩათვლილი აქვს როგორც საავანსო, ასევე ძირითადი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საწარმო, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, ვალდებული იყო ძირითადი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის პერიოდებში, მოეხდინა, საავანსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით შეეფარდა ჯარიმა.

კომპანიის მიერ 2022 წლის ივნისის და 2023 წლის მაისი-ივნისის თვეების საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის მიბმული შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციაზე. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 74-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13226 ბრძანება და №002-101 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №16361 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად,მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 272(1); 291;