გადაწყვეტილება №25751/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25751/2/2025
04 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------------“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ს 1.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25751/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 30.12.2024 წლის №27611 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №007-117 საგადასახადო მოთხოვა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17544 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 147 383,28 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 75 982
დღგ - 24 101
საშემოსავლო გადასახადი - 45 366
ქონების გადასახადი - 6515
ჯარიმა - 35 955
საურავი - 35 446,28
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2024 წლის №007-72 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13277 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფულადი ნაშთის დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხების საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, დამოწმებული შესაბამისი წესით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საბანკო დაწესებულებიდან აღებულ სესხის დასაფარად გადახდილი თანხების დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სესხზე გადახდილი პროცენტის თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13277 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 19.09.2025 წლის №23294/2/2024 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13277 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 12.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, სათანადო საფუძველების არსებობის არ არსებობის გამო, შემოწმებით დარიცხული თანხები აღნიშნულ საკითხში არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. რაც შეეხება სესხზე გადახდილი პროცენტის თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საკითხს, აღნიშნულ საკითხში განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) სულ 44 151 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის 12.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 14.11.2024 წლის №007-271 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.12.2024 წლის №27611 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას პურის საცხობი დანადგარების ხარჯებში გათვალისწინების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ პურის საცხობი დანადგარების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იქნება პურის საცხობი დანადგარების საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.12.2024 წლის №27611 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2025 წლის დასკვნის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხები, 761 014 ლარი, შემცირდა 696 100 ლარით (აქტივების შეძენის ღირებულებით). შედეგად, შემცირდა კომპანიის სალაროზე პასუხისმგებელი პირის, დირექტორის, მიერ მიღებულად ჩათვლილი თანხები და ასევე სახელფასო განაცემზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 174 025 ლარით. ამასთან, აქტივის ღირებულებით გაიზარდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და შესაბამისად, ქონების გადასახადი 6 515 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №007-117 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლები სამსახურის 5.08.2025 წლის №17544 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა კომპეტენტურ პირთან (შპს --------თან) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ პურის საცხობი დანადგარების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით. მოგვიანებით გადამხდელის მიერ წარდგენილია შეფასების ანგარიში, რომლითაც დასკვნაში მოყვანილი ფაქტების და გარემოებების გათვალისწინებით, შესაფასებლად წარდგენილი, შპს ------ს საკუთრებაში არსებული მოძრავი აქტივების (პურის საცხობი დანადგარები და მოწყობილობები) საბაზრო ღირებულების ჯამური საბაზრო ღირებულება 2025 წლის 12 მარტის მდგომარეობით განისაზღვრა 329 800 ლარი. გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაციის შესწავლით დადგინდა შემოწმების აქტში ასახული გარემოებებისაგან განსხვავებული გარემოება, რის საფუძველზეც შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა გადაანგარიშებას (შემცირებას). კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხები შემცირდა 696 100 ლარით (აქტივების შეძენის ღირებულებით), რამაც გამოიწვია კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულად ჩათვლილი თანხების და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება. ამასთან, აქტივის ღირებულებით გაიზარდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და შესაბამისად, ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დასკვნით განსაზღვრულ დასარიცხ თანხებს არ ეთანხმება, ვინაიდან მისი გაანგარიშებით დასარიცხი თანხები განსხვავდება დასკვნაში მითითებული დარჩენილი დასარიცხი თანხებისგან. აღნიშნულთან დაკავშირებით ითხოვს, მოხდეს მომჩივნის და აუდიტორის გაანგარიშების შეჯერება და აღნიშნულის გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დასარიცხი თანხების კორექტირება.
ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17544 ბრძანება, 27.05.2025 წლის დასკვნა და მის საფუძველზე გამოცემულია 30.06.2025 წლის №007-117 საგადასახადო მოთხოვნა და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს კომპანიაზე დასარიცხი თანხების გადაანგარიშება საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 30.12.2024 წლის №27611 ბრძანებით, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას პურის საცხობი დანადგარების ხარჯებში გათვალისწინების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ პურის საცხობი დანადგარების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იქნება პურის საცხობი დანადგარების საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2025 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კომპეტენტურ პირთან (შპს -------თან) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, პურის საცხობი დანადგარების საბაზრო ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით. მოგვიანებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შეფასების ანგარიში, რომლითაც დასკვნაში მოყვანილი ფაქტების და გარემოებების გათვალისწინებით, შესაფასებლად წარმოდგენილი შპს -------ს საკუთრებაში არსებული მოძრავი აქტივების (პურის საცხობი დანადგარები და მოწყობილობები) საბაზრო ღირებულების ჯამური საბაზრო ღირებულება 2025 წლის 12 მარტის მდგომარეობით განისაზღვრა 329 800 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით დადგინდა შემოწმების აქტში ასახული გარემოებებისგან განსხვავებული გარემოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის გამო, შემოწმებით დარიცხული თანხები აღნიშნულ საკითხში დაექვემდებარა გადაანგარიშებას (შემცირებას). კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხები, 761 014 ლარი, შემცირდა 696 100 ლარით (აქტივების შეძენის ღირებულებით). შედეგად, შემცირდა კომპანიის სალაროზე პასუხისმგებელი პირის, დირექტორის --------ს (პ/ნ ---------) მიერ მიღებულად ჩათვლილი თანხები და ასევე საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, სახელფასო განაცემზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 174 025 ლარით. ამასთან, აქტივის ღირებულებით გაიზარდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და შესაბამისად, ქონების გადასახადი 6 515 ლარით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2025 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 30.12.2024 წლის №27611 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №27611 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №007-72 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის შემოსავლების სამსახურის №13277 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფულადი ნაშთის დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხების საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, დამოწმებული შესაბამისი წესით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საბანკო დაწესებულებიდან აღებულ სესხის დასაფარად გადახდილი თანხების დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სესხზე გადახდილი პროცენტის თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურის №13277 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №23294/2/2024 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №13277 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, სათანადო საფუძველების არსებობის არ არსებობის გამო, შემოწმებით დარიცხული თანხები აღნიშნულ საკითხში არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. რაც შეეხება სესხზე გადახდილი პროცენტის თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საკითხს, აღნიშნულ საკითხში განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) სულ 44 151 ლარით.აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №007-271 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №27611 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას პურის საცხობი დანადგარების ხარჯებში გათვალისწინების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ პურის საცხობი დანადგარების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იქნება პურის საცხობი დანადგარების საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №27611 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხები, 761 014 ლარი, შემცირდა 696 100 ლარით (აქტივების შეძენის ღირებულებით). შედეგად, შემცირდა კომპანიის სალაროზე პასუხისმგებელი პირის, დირექტორის, მიერ მიღებულად ჩათვლილი თანხები და ასევე სახელფასო განაცემზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 174 025 ლარით. ამასთან, აქტივის ღირებულებით გაიზარდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და შესაბამისად, ქონების გადასახადი 6 515 ლარით.აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №007-117 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №17544 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის №27611 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);