გადაწყვეტილება №22485/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22485/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№22485/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 5.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22485/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18274 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №006-760 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3599 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 286 035.3 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 143 805

დღგ - (-4 535)

მოგების გადასახადი - 103 568

საშემოსავლო გადასახადი - 47 626

ქონების გადასახადი - (-2 854)

ჯარიმა - 75 074

საურავი - 67 156.3

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა, ძირითადად ტენდერების ფარგლებში, სამშენებლოსამონტაჟო სამუშაოების განხორციელება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:

შემოწმების პროცესში განხორციელდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, მათ შორის, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) მეთოდური მითითების მიხედვით გაანალიზდა საწარმოს სალაროს გონივრული ნაშთი, საკასო შემოსავლებისა და ხარჯების 10%-ის გათვალისწინებით.

აღნიშნულის შედეგად დადგინა, რომ 2019 წლის იანვრის თვიდან 2020 წლის ბოლომდე, სალაროში ხდებოდა თანხების აკუმულირება. კერძოდ, სალაროს ნაშთი 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 2 525 ლარს, ხოლო 2020 წლის თებერვლის ბოლოსთვის მაქსიმალურმა ოდენობამ შეადგინა 232 542 ლარი. 2020 წლის მარტის თვიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი დამფუძნებლისა და დირექტორისათვის სალაროდან ჩამოწერილია თანხები, სულ 441 600 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გარდა, საბანკო ამონაწერების მიხედვით, 145 360 ლარი გადარიცხულია ინდივიდუალურ მეწარმეზე დანიშნულებაში კი მითითებულია, რომ აღნიშნული წარმოადგენს მომსახურების ღირებულებას. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში ამ პირისაგან მომსახურების მიღება არ უფიქსირდება. შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, 6.12.2022 წელს, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 10.06.2020 წლით დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანიას 100%-იანი წილის მფლობელი დამფუძნებლისა და დირექტორისაგან, შეძენილი აქვს სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწა (ს/კ ---), ---ის რაიონის, სოფელ ---ში (---), 158 966 კვ.მ-ის ოდენობით, 604 071 ლარად. აღნიშნულ ქონებაზე კომპანიას საკუთრება უფიქსირდება 2022 წლის დეკემბრის თვიდან. კომპანიას სალაროდან ჩამოწერილი 441 600 ლარი და საბანკო ამონაწერების მიხედვით ინდივიდუალურ მეწარმეზე გადარიცხული 145 360 ლარი, ე.ი. საწარმოდან გასული სულ 586 960 ლარი, კომპანიას მიკუთვნებული აქვს დირექტორისათვის ასანაზღაურებელ მიწის ღირებულებად.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით დამფუძნებელ/დირექტორისათვის გადახდილი თანხები, 586 960 ლარის ოდენობით, შემოწმებით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე სალაროს არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს გაიზარდა ან შემცირდა (ითვლება შესაბამისი პირის მიერ შესაბამის სალაროდან გატანილად ან სალაროში დაბრუნებულად) ამავე კალენდარული თვის/თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 982 და 154-ე მუხლების, „საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების, საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.12.2022 წლის №33435 ბრძანება და ამავე თარიღის №006- 676 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 26.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18274 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) მიწის შესაძენად გადახდილი თანხების კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, მტკიცებულებები უძრავი ქონების გადაცემისა და ღირებულების თაობაზე;

ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს სალაროში გაანგარიშებულ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18274 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 27.12.2023 წლის №20545/2/2023 (რეგ. 9.02.2024 წლის №03/9840) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18274 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 27.12.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა რომ გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 18 248 ლარი, მათ შორის საშემოსავლო გადასახადი 7 681 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში განსაზღვრული ჯარიმა 10 567 ლარის ოდენობით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №33692 ბრძანება და ამავე თარიღის №006-760 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 24.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.02.2024 წლის №3599 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304- ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაზე. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში ასახულ გარემოებებს და სამეურნეო ოპერაციისათვის ფორმა, შინაარსის შეცვლას და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად მიწის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხების დაბეგვრას არ ეთანხმებოდა. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს მომსახურების გაწევა (ძირითადად ხდება სატენდერო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება), 2020 წელს პარალელურად დაიწყო სოფლის მეურნეობის საქმიანობა. 10.03.2020 წელს შეიძინა მიწის ნაკვეთი --- ის სოფელ ---ში მისი დამფუძნებლისგან. მიწის ნაკვეთი შეადგენს 158 966 კვ.მ, რომლის ღირებულებამ ნასყიდობის ხელშეკრულებით შეადგინა 604 070,8 ლარი. 2020 წლიდან 1.04.2022 წლამდე ხდებოდა მიწის ღირებულების ეტაპობრივი გადახდა. აღსანიშნავია, რომ შემოწმების პროცესში წარდგენილია მიწის ღირებულების შეფასების დასკვნა 2020 და 2022 წელზე, რაც საწარმომ შეიძინა მიწის ნაკვეთი ღირებულება გაზრდილია 238 600 ლარით, 556 400 ლარიდან 795 000 ლარამდე. 10.03.2020 წელს, როდესაც გაფორმდა მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება, სოფ. ---ში საწარმომ დაიწყო ფერმის მშენებლობა. აღნიშნულ ობიექტზე საწარმოს გადაზიდული აქვს (გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები) მშენებლობისათვის საჭირო საქონელი, ამავე ობიექტის მშენებლობაზე გაცემულია ხელფასები, რომელიც დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას შეძენილი მიწიდან 2021 წელს მიღებული აქვს შემოსავალი სიმინდის რეალიზაციიდან ჯამში 19 150 ლარი, რომელიც ჩარიცხულია ბანკში (დანიშნულებაშიც მითითებულია სიმინდის რეალიზაციიდან შემოსავალი), 2020-2022 წლებში საწარმოს შეძენილი აქვს სოფლის მეურნეობისათვის საჭირო ტექნიკა ტრაქტორი, გუთანი, ფოცხი, ავტომობილი და სხვა, რაც გამოიყენება აღნიშნული საქმიანობისათვის. 2020 წელს საწარმოს და სს --- ბანკს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება №6879589 და №6879410 აგროსესხებზე და ასევე კომპანიის მიერ 2020 წელს შეძენილი მიწა ბანკში იპოთეკით დატვირთულია კომპანიის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან კარგად ჩანს, რომ მიწის ფაქტიურ მფლობელს 10.03.2020 წლიდან, ხელშეკრულების დადებიდან, წარმოადგენდა საწარმო და ის ფაქტი, რომ 10.03.2020 წლის ხელშეკრულება გაფორმების შემდეგ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში არ ცვლის ოპერაციის შინაარს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად აქტივის მიწოდების, მათ შორის, რეალიზაციის მომენტად მიიჩნევა საკუთრების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის შედგენის თარიღი, რომლის საფუძველზედაც ხორციელდება მარეგისტრირებელ ორგანოში სხვა პირისთვის საკუთრების უფლების გადაცემის რეგისტრაცია. ხოლო, თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია − საკუთრების უფლების გადაცემის მომენტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე დავის ეტაპზე არ ეთანხმებოდა შემოწმების შედეგად ფორმის, შინაარსის შეცვლას და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად მიწის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილის თანხების საშემოსავლო და მოგების გადასახადით დაბეგვრას და ითხოვდა, აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხების შემცირებას. აუდიტის დეპარტამენტში შემოწმების ეტაპზე წარდგენილი იყო დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც ასევე საჩივარს ახლდა დანართის სახით. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში დამატებით წარადგინა:

1. 10.03.2020 წლის მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება;

2. უძრავი ქონების შეფასება 2020 წლის მდგომარეობით;

3. უძრავი ქონების შეფასება 2022 წლის მდგომარეობით;

4. ბანკის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება 2020 წელს შეძენილი მიწიდან მიღებული შემოსავალი;

5. სს --- თან დადებული სესხის ხელშეკრულება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ დასკვნაში არ არის დასაბუთებული და არგუმენტირებული რის გამო არ შეისწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია, არ აქვს ნამსჯელი და შეფასებული წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. წარდგენილი იქნა მიწის შეძენის ხელშეკრულება, მიწიდან მიღებული შემოსავლების გაანგარიშება, აგრო სესხების ხელშეკრულება, აღნიშნული გარემოებები მკაფიოდ ადასტურებენ, რომ აღნიშნული მიწა წარმოადგენდა კომპანიის საკუთრებას. თუ აღნიშნული მიწის მფლობელს არ წარმოადგენს საწარმო, მაშინ გაუგებარია რატომ არ მოხდა აღნიშნული მიწიდან მიღებული შემოსავლების შემცირება.

საჩივარი შემოსავლების სამსახურმა განიხილა დამოუკიდებლად, სადაც პოზიციის დაფიქსირება ვერ მოხერხდა, ასევე წარდგენილ დოკუმენტაციაზე არ მომხდარა შინაარსობრივი განხილვა. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინება და დარიცხული თანხების შემცირება ან საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლად განსახილველად. ასევე, ითხოვს სადავო აქტების ბათილობას და შესაბამის სამსახურს დაევალოს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18274 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) მიწის შესაძენად გადახდილი თანხების კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, მტკიცებულებები უძრავი ქონების გადაცემისა და ღირებულების თაობაზე;

ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს სალაროში გაანგარიშებულ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18274 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 27.12.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა რომ: სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია პოზიცია, მტკიცებულებები და არგუმენტები. გადაანგარიშების ეტაპზე მისი მხრიდან დამატებით არ იქნა მიწოდებული რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, მიწის შესაძენად გადახდილი თანხების კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). რაც შეეხება, საწარმოს სალაროში გაანგარიშებულ ნაღდი ფულის ნაშთზე განხორციელებულ საგადასახადო ვალდებულებებს, გადაანგარიშების ეტაპზე, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 7 681 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში განსაზღვრული ჯარიმა. საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლების განმარტებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარედგინა:

1. 10.03.2020 წლის მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება;

2. უძრავი ქონების შეფასება 2020 წლის მდგომარეობით;

3. უძრავი ქონების შეფასება 2022 წლის მდგომარეობით;

4. ბანკის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება 2020 წელს შეძენილი მიწიდან მიღებული შემოსავალი;

5. სს ---თან დადებული სესხის ხელშეკრულება.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში არ არის დასაბუთებული და არგუმენტირებული რის გამო არ შეისწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია, არ აქვს ნამსჯელი და შეფასებული წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. წარდგენილი დოკუმენტები, მიწის შეძენის ხელშეკრულება, მიწიდან მიღებული შემოსავლების გაანგარიშება, აგრო სესხების ხელშეკრულება, ადასტურებენ, რომ აღნიშნული მიწა წარმოადგენდა კომპანიის საკუთრებას.

10.03.2020 წელს, როდესაც გაფორმდა მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება, სოფ. ---ში საწარმომ დაიწყო ფერმის მშენებლობა. აღნიშნულ ობიექტზე საწარმოს გადაზიდული აქვს (გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები) მშენებლობისათვის საჭირო საქონელი, ამავე ობიექტის მშენებლობაზე გაცემულია ხელფასები, რომელიც დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას შეძენილი მიწიდან 2021 წელს მიღებული აქვს შემოსავალი სიმინდის რეალიზაციიდან ჯამში 19 150 ლარი, 2020-2022 წლებში საწარმოს შეძენილი აქვს სოფლის მეურნეობისათვის საჭირო ტექნიკა ტრაქტორი, გუთანი, ფოცხი, ავტომობილი და სხვა, რაც გამოიყენება აღნიშნული საქმიანობისათვის.

2020 წელს საწარმოსა და სს ---ს ბანკს შორის გაფორმებულია 6 ხელშეკრულებები (№6879589; №6879410) აგროსესხებზე და ასევე, კომპანიის მიერ 2020 წელს შეძენილი მიწა ბანკში იპოთეკით დატვირთულია კომპანიის სასარგებლოდ. თუ აღნიშნული მიწის მფლობელს არ წარმოადგენდა საწარმო მაშინ გაუგებარია რატომ არ მოხდა აღნიშნული მიწიდან მიღებული შემოსავლების შემცირება. მომჩივნის არგუმენტებზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით, შემოწმების პროცესში განხორციელდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. მომჩივანს ეთხოვა სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენა, რისთვისაც ითხოვა რამდენიმე თვე და საბოლოოდ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დირექტორსა და ერთპიროვნულ დამფუძნებელს არ ჰქონდა მიღებული ხელფასი და დივიდენდი.

დადგინა, რომ 2019 წლის იანვრის თვიდან 2020 წლის ბოლომდე, სალაროში ხდებოდა თანხების აკუმულირება. 2020 წლის მარტის თვიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი დამფუძნებლისა და დირექტორისათვის სალაროდან ჩამოწერილია თანხები, სულ 441 600 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გარდა, საბანკო ამონაწერების მიხედვით, 145 360 ლარი გადარიცხულია ინდივიდუალურ მეწარმეზე დანიშნულებაში კი მითითებულია, რომ აღნიშნული წარმოადგენს მომსახურების ღირებულებას. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში ამ პირისაგან მომსახურების მიღება არ უფიქსირდება. კომპანიას სალაროდან ჩამოწერილი 441 600 ლარი და საბანკო ამონაწერების მიხედვით ინდივიდუალურ მეწარმეზე გადარიცხული 145 360 ლარი ე.ი. საწარმოდან გასული სულ 586 960 ლარი, კომპანიას მიკუთვნებული აქვს დირექტორისათვის ასანაზღაურებელ მიწის ღირებულებად.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით დამფუძნებელ/დირექტორისათვის გადახდილი თანხები, 586 960 ლარის ოდენობით, შემოწმებით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. განსახილველ შემთხვევაში საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18274 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით დამფუძნებელ/დირექტორისათვის გადახდილი თანხები, 586 960 ლარის ოდენობით, შემოწმებით ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე სალაროს არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს გაიზარდა ან შემცირდა (ითვლება შესაბამისი პირის მიერ შესაბამის სალაროდან გატანილად ან სალაროში დაბრუნებულად) ამავე კალენდარული თვის/თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 982 და 154-ე მუხლების, „საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების, საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18274 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 27.12.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა რომ გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 18 248 ლარი, მათ შორის საშემოსავლო გადასახადი 7 681 ლარის ოდენობით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში განსაზღვრული ჯარიმა 10 567 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,გ).