ბრძანება N 109
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 109
09 იანვარი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2025 წლის 15 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ -----) 2025 წლის 15 დეკემბრის №99366/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 დეკემბრის №006-487 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს ----- რაიონის სოფელ ----- იჯარით აღებულ ფართში ვაჭრობა. მიუთითებს, რომ არ ჰყავდა დაქირავებული თანამშრომლები, შესაბამისად, საქმიანობის სირთულიდან გამომდინარე არასწორად ჰქონდა საკონტროლო-სალარო აპარატზე ჩეკები გატარებული. კერძოდ, 2022 წლის 18 ნოემბერს ერთჯერადად გატარებულია 19 919 ლარი, ხოლო 2022 წლის 13 აგვისტოს ასევე ერთჯერადად გატარებულია 17 990 ლარი. აცხადებს, რომ მაღაზიაში არსებული საქონლის ღირებულების, სოფლის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობისა და საქმიანობის სეზონურობის გათვალისწინებით აღნიშნული თანხები არარეალურია.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №23044 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----- (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 4 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 5 დეკემბრის №26866 ბრძანება და ამავე თარიღის №006-487 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 45 874 ლარი, მათ შორის, გადასახადი 24 774 ლარი, ჯარიმა 14 523 ლარი, საურავი 6 577 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
ინდივიდუალური მეწარმე ------ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 12 ოქტომბერს, დღგ-ის გადამხდელად კი რეგისტრირებულია 2021 წლის 23 ივნისიდან. მეწარმის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, ძირითადად საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის, მათ შორის, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერის ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები მეწარმის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შორის. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული, საკონტროლო-სალარო აპარატსა და პოს ტერმინალზე მიღებული შემოსავლები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე, 162-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ არასწორად ჰქონდა საკონტროლო-სალარო აპარატზე ჩეკები გატარებული. კერძოდ, 2022 წლის 18 ნოემბერს ერთჯერადად გატარებულია 19 919 ლარი, ხოლო 2022 წლის 13 აგვისტოს ასევე ერთჯერადად გატარებულია 17 990 ლარი. აცხადებს, რომ მაღაზიაში არსებული საქონლის ღირებულების, სოფლის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობისა და საქმიანობის სეზონურობის გათვალისწინებით აღნიშნული თანხები არარეალურია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების საკონტროლოსალარო აპარატში შეცდომით ამორტყმის (დუბლირების) ფაქტი. მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან ამორიცხოს საკონტროლო სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული (დუბლირებული) თანხები და განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ასევე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადაამოწმოს გადამხდელის საკონტროლო სალარო აპარატის შესამოწმებელი პერიოდის ფისკალური ამონაწერი და დაადგინოს, ხომ არ არის რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მიზანშეწონილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან გადამხდელის მიერ საკონტროლო სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული თანხების ამორიცხვის მიზნით შესაბამისი დღის ნავაჭრი მონაცემების ნაცვლად დღიური ბრუნვა განისაზღვროს შესაბამისი თვის ბრუნვის საშუალო მაჩვენებლის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული მონაცემებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ----- (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების საკონტროლო-სალარო აპარატში შეცდომით ამორტყმის (დუბლირების) ფაქტი;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან ამორიცხოს საკონტროლო სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული (დუბლირებული) თანხები და განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადაამოწმოს გადამხდელის საკონტროლო სალარო აპარატის შესამოწმებელი პერიოდის ფისკალური ამონაწერი და დაადგინოს, ხომ არ არის რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მიზანშეწონილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან გადამხდელის მიერ საკონტროლო სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული თანხების ამორიცხვის მიზნით შესაბამისი დღის ნავაჭრი მონაცემების ნაცვლად დღიური ბრუნვა განისაზღვროს შესაბამისი თვის ბრუნვის საშუალო მაჩვენებლის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ დეკლარირებული მონაცემებისა;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ინდივიდუალური მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 12 ოქტომბერს, დღგ-ის გადამხდელად კი რეგისტრირებულია 2021 წლის 23 ივნისიდან. მეწარმის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა. გამოვლინდა სხვაობები მეწარმის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შორის. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
სადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების საკონტროლო-სალარო აპარატში შეცდომით ამორტყმის (დუბლირების) ფაქტი;
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან ამორიცხოს საკონტროლო სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული (დუბლირებული) თანხები და განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
გადაამოწმოს გადამხდელის საკონტროლო სალარო აპარატის შესამოწმებელი პერიოდის ფისკალური ამონაწერი და დაადგინოს, ხომ არ არის რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1);159(1);163:164:168: