გადაწყვეტილება №25328/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.07.2025
№ დოკუმენტი 25328/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25328/2/2025

23 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 16.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25328/2/2025).

 

დავის საგანი:

1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი გადახდების მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. დირექტორზე გაცემული სესხის მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2025 წლის №047-5 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.05.2025 წლის №10709 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 312 403,42 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 199 564,28

დღგ - 6 765,48

მოგების გადასახადი - 81 711,01

საშემოსავლო გადასახადი - 110 351,2

ქონების გადასახადი - 736,59

ჯარიმა - 100 115,5

საურავი - 12 723,64

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 30.06.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2025 წლის №047-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.05.2025 წლის №10709 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დოკუმენტურად დაუდასტურებელი გადახდების მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საზოგადოების მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად ფიქსირდება ისეთი გადარიცხვები, რომელზეც კომპანიას არ გააჩნია საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად შედგენილი დოკუმენტაცია.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით დოკუმენტურად დაუდასტურებელი გადახდებზე კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 96-ე, 97-ე, 982 , 105- ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს ანგარიშიდან თანხები გადარიცხულია მომსახურების გამწევ ინდივიდუალურ მეწარმეებზე, შესაბამისად, გადასახადის გადახდა ევალება მომსახურების გამწევ პირებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე საკითხის შესწავლა მიმდინარეობს აუდიტის დეპარტამენტის მიერ და ელოდება გადაანგარიშების შედეგებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიის მიერ განხორციელებულია ისეთი გადარიცხვები, რომელზეც არ გააჩნია საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად შედგენილი დოკუმენტაცია.

მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში აღნიშნავდა, რომ კომპანიის ანგარიშიდან თანხები გადარიცხულია მომსახურების გამწევ ინდივიდუალურ მეწარმეებზე, შესაბამისად, გადასახადის გადახდა ევალება მომსახურების გამწევ პირებს.

შემოსავლების სამსახურის 27.05.2025 წლის №10709 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 27.05.2025 წლის №10709 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. დირექტორზე გაცემული სესხის მოგების გადასახადით დაბეგვრა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) მიერ წარდგენილია სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანიას 2024 წლის 30 დეკემბერს უფიქსირდება 400 000 ლარის (17 პროცენტიანი) სესხის გაცემა კომპანიის დირექტორზე. აღნიშნული სესხი დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 96-ე, 97-ე, 982 , 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს უფიქსირდება დირექტორზე გაცემული სესხი, არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით, მიაჩნია, რომ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის მოგების გადასახადით დაბეგვრა შესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის წარმომადგენელს საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხთან დაკავშირებით არგუმენტები არ წარმოუდგენია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიის მიერ სესხის ხელშეკრულებით 30.12.2024 წელს უფიქსირდება 400 000 ლარის სესხის გაცემა ფ/პ „-------“-ზე (პ/ნ „-------“).

შესაბამისად, საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ განხორციელებულია ოპერაცია, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, რაც მომჩივნის მიერ დეკლარირებული არ არის. ამასთან, მომჩივანი არ მიუთითებს გარემოებებს, რომლითაც დადგინდება შემოწმებით დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და დაადასტურებს, რომ არ არსებობს გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე საკითხის შესწავლა მიმდინარეობს აუდიტის დეპარტამენტის მიერ და ელოდება გადაანგარიშების შედეგებს.

2.მომჩივნის წარმომადგენელს საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხთან დაკავშირებით არგუმენტები არ წარმოუდგენია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საზოგადოების მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად ფიქსირდება ისეთი გადარიცხვები, რომელზეც კომპანიას არ გააჩნია საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად შედგენილი დოკუმენტაცია. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით დოკუმენტურად დაუდასტურებელი გადახდებზე კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით.

2.კომპანიას 2024 წლის 30 დეკემბერს უფიქსირდება 400 000 ლარის სესხის გაცემა კომპანიის დირექტორზე. აღნიშნული სესხი დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის მომჩივანი დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

2.საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

982