ბრძანება N 12788

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.06.2023
№ დოკუმენტი 12788
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12788

08.06.2023

ი/მ ----------- (ს/ნ -------------)

(მის: --------------)

2023 წლის 15 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის (ოქმი №60) სხდომაზე განიხილა -------------- (ს/ნ ----------) №80953/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის №025-32 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებას და 2023 წლის 18 აპრილის №2023/025- 32/1, №2023/025-32/2 და 3 მაისის №2023/025-32/3 და №2023/025-32/4 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტებს.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ სასამართლო ბრძანების თანახმად, 2018 წლის 7 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გამყიდველი -----------, ნასყიდობის საგნის ღირებულება - 180 000 აშშ დოლარი) ------------- შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ------------1000 კვ.მ. (ს/კ ----------). 2019 წლის 27 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გამყიდველი -----------, ნასყიდობის საგნის ღირებულება - 245 000 ლარი) 2019 წლის 1 ივლისს ------------ საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე: ------------- ჯამში 1110 კვ.მ. (გაერთიანებული მიწის ნაკვეთის ს/კ ---------- (ნაკვეთის წინა ნომრები: ---------- (100 კვ.მ.), ------------ (100 კვ.მ.) და ---------- (900 კვ.მ.).

2019 წლის 2 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (გამყიდველი -----------, ნასყიდობის საგნის ღირებულება - 90 000 აშშ დოლარი) ------------ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ------------, 1034 კვ.მ. (ს/კ -----------). 2018 წლის 10 ნოემბერს ------------ სახელზე გაფორმდა ავტომანქანა -----------., 2019 წლის 22 თებერვალს - ----------- და 2019 წლის 15 მაისს ------------. საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ---------- 2007-2018წწ. პერიოდში ჯამურად 20038.08 ლარის ოდენობით შემოსავლის მიღება უფიქსირდება.

აღნიშნული ოქმის მიხედვით, ---------- შპს „--------“ ჩარიცხვები არ უფიქსირდება“. სასამართლომ არ გაიზიარა მტკიცება, რომ სხვა ცრუმაგიერმა პირებმა და „----------- (გარდა ერთი ავტომობილისა) შეიძინეს ----------მიერ ჩარიცხული თანხებით“. თუმცა სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მითითებული უძრავ-მოძრავი ქონება შპს --------- საკუთრებას წარმოადგენდა. სასამართლოს არც ის დაუდგენია, ნასყიდობის თანხებიდან რამდენი იყო შპს ---------- კუთვნილი თანხები.

----------- მითითებული უძრავი ნივთების გარდა, გააჩნია სხვა ნივთები, რომელთა ნაწილი მოხსენიებულია, ხოლო ნაწილი არ არის მოხსენიებული სასამართლო ბრძანებაში. მათ შორის სასამართლო ბრძანებაში არ არის საუბარი 2023 წლის 18 აპრილის და 3 მაისის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტებში მითითებულ მოძრავ ნივთებზე.

არსებითი მნიშვნელობისაა ასევე, რომ სასამართლო ბრძანებაში მოხსენიებულ უძრავ ნივთებს შემოსავლების სამსახური ------------- საკუთრებად მიიჩნევს და როგორც მის საკუთრებას, არიცხავს ქონების გადასახადს, რასთან დაკავშირებითაც მისთვის წარდგენილია საგადასახადო მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანო ვალდებულია --------- მიმართებაში განსაზღვროს მისი ვალდებულების ფარგლები და მხოლოდ ამ ფარგლებში მიმართოს მის საკუთრებაში არსებულ ან/და რეგისტრირებულ ქონებებზე უზრუნველყოფის ღონისძიებები.

ამასთან, საგადასახადო ორგანომ უზრუნველყოფის ღონისძიებები საერთოდ არ უნდა მიაქციოს იმ ქონებებზე, რომლებიც მითითებული არ არის სასამართლო ბრძანებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს -----------, -----------, ----------, -----------, -----------, ------------, -------------, -----------, ----------, --------, ---------, ---------,----------,----------, -----------, ---------- და ----------- აღიარებულ იქნენ შპს „--------“ ცრუმაგიერ პირებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის №330350021005352135 და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე N3/8082-21) შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №025-32 ბრძანებით, შპს „---------“-ს (ს/ნ ---------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის ი/მ ------------ (ს/ნ ----------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას (ბრძანება გამოქვეყნდა საჯაროდ 2023 წლის 5 აპრილს, ამასთან გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ბრძანება ხელზე ჩაიბარა 2023 წლის 18 აპრილს).

ასევე, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შედგენილ იქნა ი/მ ---------- (ს/ნ ---------) „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 18 აპრილის №2023/025-32/1, №2023/025-32/2 და 2023 წლის 3 მაისის №2023/025-32/3 და №2023/025-32/4 აქტები.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაადოს გადამხდელის ქონებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში; ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“

ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42–ე მუხლის მე–6 ნაწილის შესაბამისად ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს „-------------, -------------, -------------, -------------, -------------, -------------, -------------, -------------, -------------, -------------, -------------, -------------, -------------, -------------, ------------- და ------------- აღიარებულ იქნენ შპს „------------- ცრუმაგიერ პირებად.

ამასთან, შპს „-------------“ (ს/ნ -------------) 2023 წლის 2 ივნისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ ------------- (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანიის, ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის ბრძანება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.შესაბამისად გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

302(6);238(1გ);241(2,4)246(1,5);

 

ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42–ე მუხლის მე–6 ნაწილი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი