ბრძანება N 31670-1
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 31670
22/10/2020
შპს --------------
(მის.: ქ. ------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 30 ივლისსა და 12 ოქტომბერს გამართულ სხდომებზე (ოქმი №54, №76) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 27 ივლისის №52201/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 02 ივლისის №005-114 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება პოლიტიკურ პარტიაზე გადარიცხული თანხის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური პარტია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და აღნიშნული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებულ ხარჯად განხილვა არამართლზომიერია.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 19 ივნისისა №20006 და 27 აგვისტოს №29945 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 01 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა ,,გადასახადების/ გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ 2020 წლის 02 ივლისის №18059 ბრძანება და ამავე თარიღის №005-114 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 192 742 ლარი, მათ შორის, გადასახადი 91 738 ლარი, ჯარიმა 69 206 ლარი, საურავი 31 798 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს, 2017 წელს, პოლიტიკური პარტიისთვის გადარიცხული აქვს 120 000 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმების მიერ აღნიშნული განაცემი დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2017 წელს შპს ----- ს პოლიტიკურ პარტიაზე გადარიცხული აქვს 120 000 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა გაწეული ხარჯის მის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიაზე გადარიცხული თანხის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს 2020 წლის 27 ივლისის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება პოლიტიკურ პარტიაზე გადარიცხული თანხის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო, გადამხდელი არ ეთანხმება აღნიშნული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებულ ხარჯად განხილვას
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საწარმოს, 2017 წელს, პოლიტიკური პარტიისთვის გადარიცხული აქვს 120 000 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა გაწეული ხარჯის მის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის 1 ნაილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმების მიერ აღნიშნული განაცემი დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიაზე გადარიცხული თანხის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1,,ბ“); 982(1,,ბ“); 275