1. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებიან:

ა) სახელმწიფო;

ბ) მუნიციპალიტეტი;

გ) სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით;

დ) სახელმწიფო დაწესებულებები და სახელმწიფო ფონდები, რომლებიც არ არის შექმნილი სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად;

ე) საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები (პოლიტიკური პარტიები და სხვა);

ვ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია;

ზ) ამ კოდექსის 15091
მუხლით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებები.

2. კერძო სამართლის იურიდიულ პირებს განეკუთვნება:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

ბ) (ამოღებულია - 14.12.2006, №3967);

გ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

დ) კომანდიტური საზოგადოება;

ე) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

ვ) სააქციო საზოგადოება;

ზ) კოოპერატივი.

საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1807 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.24

საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1233 - სსმ I, №18, 27.04.2005წ., მუხ.110

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336

საქართველოს 2011 წლის 5 ივლისის კანონი №5034 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6989 – ვებგვერდი, 28.07.2020