ბრძანება N 13947

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.06.2023
№ დოკუმენტი 13947
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13947

20.06.2023

შპს „-----ის” (ს/ნ ---------------)

(მის.: ------------------------------)

2023 წლის 18 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 24 მაისისა და 16 ივნისის დავების განხილვის საბჭოს სხდომებზე (ოქმი №56 და N66) განიხილა შპს „-----ის” (ს/ნ ---------------) №81076/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 მაისის №32 შემოწმების აქტის, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №004001 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და 2023 წლის 15 მაისის №10818 ბრძანების თაობაზე.

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ აკრძალულ და დამოკიდებულ პირთა სიის უკანასკნელი განახლება განხორციელდა 2023 წლის 02 მაისს 12:02 საათზე, რა დროსაც სისტემები მუშაობდა SSL/TLS უსაფრთხოების სერტიფიკატის/პროტოკოლის 1.0 ვერსიაზე. აღნიშნული მომენტის შემდგომ სიების მორიგ გეგმიურ განახლებამდე, შემოსავლების სამსახურის მხრიდან მოხდა SSL/TLS უსაფრთხოების სერტიფიკატის/პროტოკოლის ცალმხრივად განახლება და შემოსავლების სამსახურის სისტემამ მუშაობა განაგრძო SSL/TLS უსაფრთხოების სერტიფიკატის/პროტოკოლის 1.3 და 1.2 ვერსიაზე, რის შესახებაც შპს „-----ს” (ს/ნ ---------------) წინასწარ ინფორმირებული არ იყო. 2023 წლის 02 მაისის მორიგი გეგმიური განახლების მიზნით გადამხდელის სისტემამ მიმართა შემოსავლების სამსახურის სისტემას სიების განახლების მოთხოვნით, თუმცა ვინაიდან შემოსავლების სამსახურის სისტემის SSL/TLS უსაფრთხოების სერტიფიკატი/პროტოკოლი იყო განახლებული და მუშაობდა 1.3 ან 1.2 ვერსიაზე და არ ჰქონდა 1.1 და უფრო დაბალი ვერსიის SSL/TLS უსაფრთხოების სერტიფიკატის/პროტოკოლის მხარდაჭერა, შემოსავლების სამსახურის სისტემასთან ვერ შედგა უსაფრთხო ინფორმაციის მიმოცვლის სესია და შედეგად შპს „-----სს” (ს/ნ ---------------) არ მიეწოდა განახლებული აკრძალული და დამოკიდებულ პირთა სია.

შპს „-----ის” (ს/ნ ---------------) განმარტებით, მიუხედავად ხარვეზისა, მათი სისტემა, გეგმიურად განაგრძობდა მიმართვას შემოსავლების სამსახურის სისტემისადმი სიების განახლების მოთხოვნით, თუმცა, ყოველ ჯერზე, შემოსავლების სამსახურის სისტემა არ აწვდიდა განახლებულ სიებს ზემოთ აღნიშნული მიზეზით. პრობლემის იდენტიფიცირების შემდგომ, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მათ მიერ განხორციელდა SSL/TLS უსაფრთხოების სერტიფიკატის/პროტოკოლის ვერსიის განახლება, რის შედეგადაც, სისტემებმა ავტომატურად აღადგინეს შეუფერხებლად მუშაობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 11 მაისის №004001 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და ჯარიმის დაკისრების შესახებ 15 მაისის №10818 ბრძანებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ მოქალაქე ----ი ----ის (პ/ნ ---------) 2023 წლის 8 მაისის განცხადების (მამხილებელი შეტყობინება) საფუძველზე გამოცემული „სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ“ მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №10596 ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა ტოტალიზატორის მოწყობის №19-05/358 ნებართვის მფლობელის - შპს „-----ის” (ს/ნ ---------------) მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ ტოტალიზატორთან მიმართებით „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლი), „ნ“ და „უ1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.

სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2023 წლის 11 მაისს შედგა შემოწმების აქტი №32. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „-----მა” (ს/ნ ---------------) 2023 წლის 8 მაისს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ ტოტალიზატორში (№19-05/358; www.crystalbet.com), სათამაშოდ დაუშვა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამაშზე დამოკიდებული პირი - მოქალაქე ----ი -----ი (პ/ნ --------); გადასახადების ადმინისტრირების სისტემის „დამოკიდებულ/აკრძალულ პირთა სია“ პროგრამულ მოდულზე დაყრდნობით, პირადი განცხადების საფუძველზე, 2023 წლის 2 მაისიდან შეყვანილია დამოკიდებულ პირთა სიაში). ----ი -------ის (პ/ნ --------) მიერ, მისი მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის შემდგომ მომგებიან თამაშობაში (ტოტალიზატორი) მონაწილეობის ფაქტი დასტურდება შემოწმების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის №21-11/38790 წერილით შპს „-----გან” (ს/ნ ---------------) გამოთხოვილი ინფორმაციით.

აღნიშნულით შპს „-----ის” (ს/ნ ---------------) მიერ დარღვეული იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ1 “ (თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „-----ი” (ს/ნ ---------------) დაჯარიმდა 2 000 (ორი ათასი) ლარით.

ზემოაღნიშნულთან ერთად, ვინაიდან ნებართვის მფლობელის მიერ მოხდა დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი პირის - მოქალაქე ---ი ------ის (პ/ნ --------) ტოტალიზატორის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის ადგილზე (ვებგვერდი: www.crystalbet.com) თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შპს „-----ის” (ს/ნ ---------------) მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №004001 და შეეფარდა სანქცია 10 000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №10818 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით:

ბ2) დამოკიდებულ პირთა სია − აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა, რომელშიც პირის თაობაზე მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ- ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება.

ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების შესახებ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემოსავლების სამსახური.ამ მუხლის 11 პუნქტის (აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება) მიზნებისთვის შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:

უ1 ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შეადგენს – 2 000 ლარს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №10818 ბრძანება ჯარიმის დაკისრების შესახებ მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №004001 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამოკიდებულ პირთა სიაში ან/და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილაზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება − გამოიწვევს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;

ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ; გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.

რაც შეეხება შპს „-----ის” (ს/ნ ---------------) მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას, რომლის მიხედვითაც გადამხდელი განმარტავს, რომ აკრძალულ და დამოკიდებულ პირთა სიის უკანასკნელი განახლება განხორციელდა 2023 წლის 02 მაისს 12:02 საათზე, რა დროსაც სისტემები მუშაობდა SSL/TLS უსაფრთხოების სერტიფიკატის/პროტოკოლის 1.0 ვერსიაზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახური უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე პერიოდულად ახორციელებს გარკვეული პარამეტრების ცვლილებას. 2023 წლის მაისში მოხდა SSL/TLS პარამეტრების ცვლილება. მიმღებ მხარეს გარკვეული მონიტორინგი უნდა განეხორციელებინა ინფორმაციის მიღებაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სერვისით ვერ იღებდნენ დამოკიდებულ პირთა შესახებ ინფორმაციას, შესაძლებელი იყო შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული გვერდიდან იმავე სახის ინფორმაციის გადამოწმება მოდულიდან „სათამაშო ბიზნესი“.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-----ის” (ს/ნ ---------------) მიერ დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლებისა და ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-----ის” (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.აღნიშნული ბრძანება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №10818 ბრძანების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო 2023 წლის 11 მაისის №004001 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 11 მაისის №004001 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და ჯარიმის დაკისრების შესახებ 15 მაისის №10818 ბრძანებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივანის მიერ დარღვეული იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ1 “ (თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომჩივანი დაჯარიმდა 2 000 (ორი ათასი) ლარით.

ზემოაღნიშნულთან ერთად, ვინაიდან ნებართვის მფლობელის მიერ მოხდა დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი პირის - მოქალაქე ფიზიკური პირის ტოტალიზატორის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის ადგილზე (ვებგვერდი: www.crystalbet.com) თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1765 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მომჩივანის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №004001 და შეეფარდა სანქცია 10 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანის მიერ დარღვეულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა:

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი; 3( „ბ1 ,ბ2“);7 (3); 29 (1 „კ“„ნ“ „უ1);32( 11,12); 37;371 ( ,,გ“ );

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; 10 ;33;1765 ; 219; 2341; 278(1);

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი: 178; 201;

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33 (1, 2); 34 ;