ბრძანება N 7526
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7526
06.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,-------“-ს (ს/ნ -------)
(მის: -------, -------)
2022 წლის 20 ივლისის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 მარტის სხდომაზე (ოქმი 28) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 ნოემბრის N17653/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს ,,-------“-ს (ს/ნ -------) N72660/1/2022 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივნისის NCB1348579 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შპს ,,-------“ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს გაცემული N------- ლიცენზიის საფუძველზე სოფელ ------- ახორციელებს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვებას და გადამუშავებას. 2022 წლის 22 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ შპს ,,-------“-ს მიმართ 14:02 სთ-ზე შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმეს 5000 ლარის ოდენობით 0 ლარის საბაზრო ღირებულების ქვიშა-ხრეშის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის. გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ შპს ,,-------“-ს ადგილსამყოფელია სოფელი -------, სადაც ფუნქციონირებს ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი საწარმო. შპს ,,-------“ ქვიშა-ხრეშის ამოღებას ახორციელებს მდინარე -------დან, საწარმოდან დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით. მოპოვებული ქვიშა-ხრეში ავტომანქანებით შედის საწარმოში, სადაც ხდება მისი აღრიცხვაც და გადამუშავებაც. შესაბამისად გადამხდელი მიიჩნევს, რომ შპს ,,-------“ მდინარიდან საწარმომდე ახორციელებს არა საქონლის, არამედ პირველადად მოპოვებული ნედლეულის გადაზიდვას მისი შემდგომი გადამუშავების მიზნით, რის შემდეგაც (გადამუშავების შემდეგ) ნედლეული იღებს საქონლის სახეს და ხდება მისი რეალიზაცია. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს 2022 წლის 21 ივნისის N DES 9 22 00044872 წერილის საფუძველზე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 20 ივნისს 17:20 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფ. ------- მიმდებარედ გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა „-------" მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით -------, რა დროსაც დადგინდა, რომ ------- ახდენდა შპს „-------“-ს (ს/ნ -------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის 4 მ3 ინერტული მასალის (ქვიშა-ხრეში) ტრანსპორტირებას ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე.
აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა NCB1348579 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. სადავო სამართალდარღვევის ოქმს გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2022 წლის 22 ივნისს.
გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ოქმი გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში 2022 წლის 20 ივლისს. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 აგვისტოს N21195 ბრძანებით აღნიშნული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რომელიც გადასახადის გადამხდელი მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც შემოსვლების სამსახურს უნდა დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული ფაქტები, გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. საბჭოს 2022 წლის 24 ნოემბრის N17653/2/2022 გადაწყვეტილებით შპს ,,-------“-ს (ს/ნ -------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 აგვისტოს N21195 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
ლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,-------“-ს (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვებას და გადამუშავებას. 2022 წლის 22 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმეს 5000 ლარის ოდენობით 0 ლარის საბაზრო ღირებულების ქვიშა-ხრეშის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის. გადასახადის გადამხდელის ინფორმაციით ქვიშა-ხრეშის ამოღებას ახორციელებს მდინარიდან, რომელიც მდებარეობს საწარმოდან დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით. მოპოვებული ქვიშა-ხრეში ავტომანქანებით შედის საწარმოში, სადაც ხდება მისი აღრიცხვაც და გადამუშავებაც. შესაბამისად გადამხდელი მიიჩნევს, რომ მდინარიდან საწარმომდე ახორციელებს არა საქონლის, არამედ პირველადად მოპოვებული ნედლეულის გადაზიდვას მისი შემდგომი გადამუშავების მიზნით, რის შემდეგაც (გადამუშავების შემდეგ) ნედლეული იღებს საქონლის სახეს და ხდება მისი რეალიზაცია. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 72