გადაწყვეტილება №23953/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23953/2/2024
06 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----------ი (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ის 18.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23953/2/2024).
დავის საგანი:
დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 29.07.2024 წლის №025-37 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 30.08.2024 წლის №19605 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 10 184,63 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანს 2.04.2023 წლიდან – 27.07.2024 წლამდე პერიოდში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, მომსახურების დეპარტამენტის 29.07.2024 წლის №025-37 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.08.2024 წლის №19605 ბრძანებით, დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 30.08.2024 წლის №19605 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 282-ე მუხლებზე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
2024 წლის ივლისში შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მის პირად ანგარიშზე იყო ჩარიცხული კლიენტების თანხის ნაწილი, ნაცვლად ინდივიდუალური მეწარმის ანგარიშისა. მის პირად ანგარიშზე წვდომა არ ჰქონდა ბუღალტერს და ეს თანხები არ იყო მის შემოსავლებში ასახული. აღნიშნული თანხების სრულად ასახვის შედეგად, დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად ვადაზე ადრე. კერძოდ, 2023 წლის 2 აპრილის მდგომარეობით, დაწერა განცხადება დღგ-ს დაგვიანებულ რეგისტრაციაზე და სრულად დაადეკლარირა გამორჩენილი თანხები.
აღნიშნული შეცდომა გამოწვეული იყო მისი საგადასახადო კანონმდებლობის არცოდნიდან. ამასთან, ბუღალტერს არ ჰქონდა მის ფიზიკური პირის ანგარიშებზე წვდომა. ასევე, მიზანი არ იყო გადასახადების დამალვა. ვინაიდან, აღნიშნული ფაქტის აღმოჩენისთანავე, დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და შემოსავლებიც სრულად დაადეკლარირა. ბიუჯეტს მისი ქმედებით ზიანი არ მიდგომია. დღეის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის მიერ უარის თქმის მიზეზი აღმოფხვრილია, სრულად გადახდილია აღიარებული დავალიანება. (საჩივარს თან ურთავს გადახდის ქვითრებს და შედარების აქტს).
მომჩივანი მიიჩნევს, რომ არის კეთილსინდისიერი გადამხდელი და სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სრულად გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
სადავო საკითხზე მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 27 სექტემბრის №93143-21-11 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, ი/მ ------მა (ს/ნ -------------) 2024 წლის 27 ივლისს წარადგინა განაცხადი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ID: -----, სადაც რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღი მიუთითა 2.04.2024 წელი, პირობა - სავალდებულო. ამდენად, მომჩივანმა დღგ-ს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა განახორციელა 2.04.2024 – 27.07.2024 წ.წ. პერიოდში. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 29 ივლისს ელექტრონულად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი № 025-37 და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10 184.63 (2024 წლის მაისის განცხადება 35835.14*5%=1791.76) ლარის ოდენობით.
მომჩივნის მიერ 27.07.2024 წელს წარდგენილია 2023 წლის აპრილი - დეკემბრის და 2024 წლის იანვარი - ივნისის დღგ-ის დეკლარაციები.
მომჩივანი განმარტავს, რომ შეცდომა გამოწვეული იყო მისი საგადასახადო კანონმდებლობის არცოდნიდან. ამასთან, ბუღალტერს არ ჰქონდა მის ფიზიკური პირის ანგარიშებზე წვდომა. ასევე, მიზანი არ იყო გადასახადების დამალვა. ვინაიდან, აღნიშნული ფაქტის აღმოჩენისთანავე, დარეგისტრირდა დღგის გადამხდელად და შემოსავლებიც სრულად დაადეკლარირა. ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სრულად გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
შემოსავლების სამსახურის 30.08.2024 წლის №19605 ბრძანებით, დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის და სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს 2.04.2023 წლიდან – 27.07.2024 წლამდე პერიოდში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, მომსახურების დეპარტამენტის №025-37 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №19605 ბრძანებით, დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №19605 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციის და სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 282(1);