ბრძანება N 15703
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15703
03 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 8 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა ------- (პ/ნ -------) №81550/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის №EL212197 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2023 წლის 3 მარტს მომწოდებელს დაუკავშირდა ჩინეთში პროდუქციის შესაძენად, რომელმაც გამოუგზავნა ინვოისი, რომლის საფუძველზე გააფორმა შეკვეთა და 15 მარტს Alibaba.com-ის სიტემაში გადაიხადა ინვოისის ჯამური ღირებულება 488,60 აშშ დოლარი, ტრანზაქციის განხორციელების საკომისიო 14,61 დოლარი, ჯამში 503,21 დოლარი. ამის შემდეგ დაუკავშირდა ტრანსპორტიორს, რომელიც უზრუნველყოფდა ტვირთის ჩინეთიდან საქართველოში ჩამოტანას. როდესაც ტვირთი შემოდიოდა საზღვარზე, მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გადაიხადა ტრანსპორტირების ღირებულება, დეკლარირების გადასახადი, სატერმინალო მომსახურება - ჯამში 298,03 ლარი, გეზის გადასახადი 50 ლარი და განბაჟების თანხა 257 ლარი. შემდეგ დაუკავშირდა ბროკერი და აცნობა, რომ ტვირთი იყო გაწითლებული და აუცილებელი იყო მისი გახსნა, რაზეც არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია, რადგან დარღვევას არ ელოდებოდა. აცნობეს, რომ ერთერთ ყუთში, რომელშიც მოთავსებული იყო ღვინის ელექტრო გასახსნელი, ინვოისში მითითებული და დეკლარირებული 25 ცალის ნაცვლად, რეალურად იყო 30 ერთეული ღვინის გასახნელი. აღმოჩნდა, რომ მომწოდებლის შეცდომით მოხდა აღნიშნული რაოდენობის ღვინის გასახნელის გამოგზავნა.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 24 მაისს, ------- მიერ №------- საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის შემოტანამდე წინასწარ დეკლარირებულ იქნა 1503.98 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი. აღნიშნული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი 2023 წლის 30 მაისს №------- კონტეინერით შემოტანილი იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ გავლით, სადაც უფლებამოსილი პირის მიერ კონტეინერსა და №------- სატრანსპორტო საშუალებაზე გამოიწერა №------- აღრიცხვის მოწმობა და შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით საქონელი გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“-ის დანიშნულებით.
საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდგომ (შპს „-------“ საბაჟო საწყობი) უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის მიერ განხორციელდა №------- საბაჟო დეკლარაციის პროგრამული დამუშავება და მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms”-ის მიერ დეკლარაციას განესაზღვრა „წითელი დერეფანი“.
დეკლარირებული საქონლის თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული 25 ცალი ბოთლის ელ. გასახსნელის ნაცვლად აღმოჩნდა 30 ცალი. არადეკლარირებული 5 ცალი ბოთლის ელ. გასახსნელის საბაჟო ღირებულებამ კი შეადგინა 76,61 ლარი.
ვინაიდან, ---------- მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად და ასევე, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატებოდა დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების 5%-ს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“-ის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 7 ივნისს შედგენილი №EL212197 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ------- სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია და სადავდ არ არის გამხდარი, რომ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული 25 ცალი ბოთლის ელ. გასახსნელის ნაცვლად აღმოჩნდა 30 ცალი.
დადგენილია ასევე, რომ არადეკლარირებული 5 ცალი ბოთლის ელ. გასახსნელის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 76,61 ლარი.
შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობას.
სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს. ამასთან, ქმედება არ არის ჩადენილი განმეორებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადაგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. 2023 წლის 7 ივნისის №EL212197 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა შეიცვალოს გაფრთხილებით;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ დეკლარირებული საქონლის თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული 25 ცალი ბოთლის ელ. გასახსნელის ნაცვლად აღმოჩნდა 30 ცალი. არადეკლარირებული 5 ცალი ბოთლის ელ. გასახსნელის საბაჟო ღირებულებამ კი შეადგინა 76,61 ლარი.
ვინაიდან, ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად და ასევე, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატებოდა დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების 5%-ს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 168(3);