ბრძანება N 9258-4
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9258
26/03/2020
შპს -----
(მის.: ქ.------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 20 დეკემბრის №265695/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 ნოემბრის №094-218 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
გადამხდელი არ ეთანხმება სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ არსებული დებიტორული მოთხოვნის ნაშთების სესხად განხილვას და მასზე დარიცხული საპროცენტო შემოსავლებით ერთობლივი შემოსავლის გაზრდას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემმოწმებლებმა არ გათვალისწინეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილების და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 02 აგვისტოს №26847 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 20 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2019 წლის 22 ნოემბრის №40629 ბრძანება და 25 ნოემბრის №094-218 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 319 963,55 ლარი, მათ შორის, გადასახადი 196 190 ლარი, ჯარიმა 93 733 ლარი, საურავი 30 040,55 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან მიმართებაში დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
„გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამისა და სააღრიცხვო ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს აქვს დებიტორული მოთხოვნა სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის პერიოდიდან მოყოლებული. თანხები შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე არ დაბრუნებულა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, ასევე, მე-100 და 102-ე მუხლების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ დებიტორული მოთხოვნების ნაშთები განხილულ იქნა სესხად, სესხის პროცენტი განისაზღვრა საბაზრო საპროცენტო განაკვეთით და დარიცხული საპროცენტო შემოსავლებით გაიზარდა საწარმოს ერთობლივი შემოსავალი. გადამხდელს 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა მოგების გადასახადი და დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ დებიტორული მოთხოვნების ნაშთები განხილულ იქნა სესხად, სესხის პროცენტი განისაზღვრა საბაზრო საპროცენტო განაკვეთით და გამოანგარიშებული ჯამური სარგებელი დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის გადამხდელს დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.“
სადავო საკითხის განხილვის შედეგად, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა; ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილზე, რომლის თანახმად, პროცენტი არის ფულად დაბანდებებთან ან სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან (იპოთეკური უზრუნველყოფის არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის მიუხედავად) მიღებული ნებისმიერი წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ შორის, დისკონტის სახით მიღებული). ამასთანავე, ამ ნაწილის მიზნებისათვის, ა) სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები ან გარანტიითა და თავდებობით ან/და სხვა ამგვარი ოპერაციებით წარმოქმნილი ვალდებულებები.
საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, ასევე, ზეპირი მოსმენისას გამოთქმული მოსაზრებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საქონლის მიწოდებით წარმოშობილი დებიტორული მოთხოვნების ნაშთების სესხად განხილვა აუდიტის დეპარტამენტის მიერ უსაფუძვლოა და ამ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება შემცირებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ----- ს 2019 წლის 20 დეკემბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხთან მიმართებაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქონლის მიწოდებით წარმოშობილი დებიტორული მოთხოვნის ნაშთების სესხად განხილვის საფუძველზე დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ არსებული დებიტორული მოთხოვნის ნაშთების სესხად განხილვას და მასზე დარიცხული საპროცენტო შემოსავლებით ერთობლივი შემოსავლის გაზრდას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:: გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამისა და სააღრიცხვო ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს აქვს დებიტორული მოთხოვნა სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის პერიოდიდან მოყოლებული. თანხები შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე არ დაბრუნებულა., შემოწმების მიერ დებიტორული მოთხოვნების ნაშთები განხილულ იქნა სესხად, სესხის პროცენტი განისაზღვრა საბაზრო საპროცენტო განაკვეთით და დარიცხული საპროცენტო შემოსავლებით გაიზარდა საწარმოს ერთობლივი შემოსავალი. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და სსკ-ს 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საქონლის მიწოდებით წარმოშობილი დებიტორული მოთხოვნების ნაშთების სესხად განხილვა აუდიტის დეპარტამენტის მიერ უსაფუძვლოა და ამ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(19); 73(9); 97(1,,გ“); 97(7); 983(3,,ბ“); 100; 102; 275