ბრძანება N 5224
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5224
11 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 21 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 1 მარტის სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №87912/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №081-2278 შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგებზეც გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №081-308 საგადასახადო მოთხოვნა.
2023 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა -------.
გარდაცვლილი ------- მემკვიდრეებს წარმოადგენენ -------, ------- და -------.
სამკვიდრო მოწმობის თანახმად ------- სამკვიდროს წილი შეადგენს ½ წილს, ხოლო დანარჩენი გადანაწილებულია თანაბრად, -------, ------- და -------.
მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 22 იანვრის №21-11/4099 წერილის საფუძველზე -------, ------- და ------- ეცნობათ, რომ 2023 წლის 22 აპრილს გარდაცვილი ფ/პ ------- პირადი აღრიცხვის ბარათზე (ძირითადი და დროებითი) გარდაცვალების თარიღისათვის არსებული დავალიანება გადატანილია მემკვიდრეების პირადი აღრიცხვის ბარათებზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის თარიღით სამკვიდრო ქონებაში მათი წილის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №081-2278 შეტყობინებით კი გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილია მათ ნებისმიერი სახის ქონებაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდგომ მასზე აისახა გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანება გარდაცვალების მომენტისათვის სამკვიდრო მოწმობაში მისი წილის შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდეს მხოლოდ იმ ქონებაზე რაც მემკვიდრეობით მიიღო .
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 162415.36 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, 2024 წლის 23 იანვრის №081-2278 შეტყობინებით ფ/პ ------- (პ/ნ -------) მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფ/პ ------- (პ/ნ -------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) 164278.65 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების გადახდა ეკისრება მის მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად, სამკვიდრო მოწმობის მიღების დღიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2024 წლის 18 იანვარს მომსახურების დეპარტამენტში შედგენილია დასკვნა N4262-21-11, რომლის საფუძველზე გარდაცვლილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათებზე (ძირითადი და დროებითი) გარდაცვალების სავადო თარიღისათვის რიცხული დავალიანება გადატანილია მემკვიდრეების პირადი აღრიცხვის ბარათებზე (ძირითადი და დროებითი) სამკვიდრო მოწმობის გაცემის თარიღით სამკვიდრო ქონებაში მათი წილის შესაბამისად, კერძოდ: ფ/პ ------- (ს/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათებზე 21.11.2023 წლის სავადო თარიღით გადატანილია მამკვიდრებლის დავალიანების 4/6 ნაწილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, მომჩივანს (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, 2024 წლის 23 იანვრის №081-2278 შეტყობინებით ფიზიკური პირის მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239(1)