გადაწყვეტილება № 26468/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26468/2/2026
17 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ. ბარათაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, დ. გაბლიშვილის, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, გ. მაისურაძის, დ. მოლოდინის შემადგენლობით, 12.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება თამარი კახიძის 16.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26468/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 ნოემბრის №26211 ბრძანების აღსრულების შედეგები და დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 24.11.2025 წლის №021-81/1 ბრძანება (№000-476 საგადასახადო მოთხოვნა;
2. მომსახურების დეპარტამენტის 5.12.2025 წლის №021-81/2 ბრძანება (№000-496 საგადასახადო მოთხოვნა);
3. შემოსავლების სამსახურის 14.01.2026 წლის №309 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 3 972.31 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვადის დარღვევისთვის, მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 30 ოქტომბრის №02-81 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 3 765.3 ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 ნოემბრის №26211 ბრძანებით დაევალა მომსახურების დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო
საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება), საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 5.12.2025 წლის №021-81/2 ბრძანება (№000-496 საგადასახადო მოთხოვნა), რითაც უცვლელად დარჩა დაკისრებული სანქცია, ვინაიდან წინამდებარე ბრძანებით (5.12.2025 წლის №021-81/2) გადაწყვეტილების მიღების თარიღით პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
ამასთან, მომჩივანმა 2025 წლის 24 ნოემბერს წარადგინა 2025 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია (შესწორებული), სადაც დასაბეგრი ოპერაციების თანხა მიუთითა 6 509.75 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 24.11.2025 წლის №021-81/1 ბრძანება (№000-476 საგადასახადო მოთხოვნა) და დამატებით დაერიცხა სანქცია -ჯარიმა 207.01 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული მომსახურების დეპარტამენტის 5.12.2025 წლის №021-81/2 ბრძანება (№000-496 საგადასახადო მოთხოვნა) და 24.11.2025 წლის №021-81/1 ბრძანება (№000-476 საგადასახადო მოთხოვნა) გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.01.2026 წლის №309 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი №2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 ნოემბრის №26211 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური 2025 წლის 24 ნოემბრის N021-81/1 ბრძანებასთან (2025 წლის 24 ნოემბრის 000-476 საგადასახადო მოთხოვნასთან), დაკავშირებით მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 165-ემ 269-ე, 270-ე, 282-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ბრძანებაში აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადების დეკლარირება განხორციელდა კეთილსინდისიერად. დავალიანებაზე გაფორმდა გრაფიკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აწარმოებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. წარმოადგინა საბჭოს მსგავს საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება (№25541/2/2025) და კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 ნოემბრის №26211 ბრძანების საფუძველზე საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 10.02.2026 წლის №10407-21-11 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მომჩივანი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და 9.05.2024 წლიდან 29.10.2025 წლამდე პერიოდში განახორციელა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა. ამასთან, 29.10.2025 წელს წარადგინა 2024 წლის მაისი - დეკემბრის პერიოდის და 2025 წლის იანვარი - სექტემბრის პერიოდის დღგ-ის დეკლარაციები, რაზეც დამატებით დაერიცხა 207.01 ლარი (ჯარიმა განისაზღვრა 3 972.31 ლარით ნაცვლად 3 765.3 ლარისა). შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 ნოემბრის №26211 ბრძანებით დავალებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი N2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, ვინაიდან, მომსახურების დეპარტამენტის 5.12.2025 წლის №081-18/2 ბრძანებით გადაწყვეტილების მიღების თარიღით, ასევე მომსახურების დეპარტამენტის 30.10.2025 წლის №021-81 თარიღებით, პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. მომსახურების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა თამარ კახიძის საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლების საფუძველი.
მომჩივანი განმარტავს, რომ გადასახადების დეკლარირება განახორციელა კეთილსინდისიერად. დავალიანებაზე გააფორმა გრაფიკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აწარმოებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. საბჭოს მომართავს თხოვნით, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, რომლის ქმედებაც არ ყოფილა მიმართული გადასახადისთვის თავის არიდებისკენ.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა დამატებით განაცხადა, რომ მომჩივანმა წარადგინა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციები და საგადასახადო დავალიანების დაფარვაზე შედგენილია გრაფიკი, რომლის დარღვევაც არ ფიქსირდება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. შესაბამისად, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნებით და ოქმით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომსახურების დეპარტამენტის 24.11.2025 წლის №021-81/1 ბრძანება (№000-476 საგადასახადო მოთხოვნა;
2. მომსახურების დეპარტამენტის 5.12.2025 წლის №021-81/2 ბრძანება (№000-496 საგადასახადო მოთხოვნა);
3. შემოსავლების სამსახურის 14.01.2026 წლის №309 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვადის დარღვევისთვის, მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 282(1);