ბრძანება N 20519
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20519
18 .08.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------------ის“ (ს/ნ -----------------------)
(მის.: ქ. -------------------------------------------)
2023 წლის 24 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „-------------ის“ (ს/ნ -----------------------) 2023 წლის 24 იანვრის №78458/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-644 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება საწარმოს ყოფილი დირექტორისთვის სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ გადაცემული შპს „--------ის“ 49%-იანი წილისა და ასევე, უძრავი ქონებების ღირებულებას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ ჩანს კონკრეტულად რა მონაცემებზე დაყრდნობით იქნა შეფასებული და როგორ განისაზღვრა აღნიშნული ღირებულებები.
2. არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილ სხვაობებს, როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ისე გათავისუფლებულ ბრუნვებს შორის. განმარტავს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბაზების განსაზღვრისას შემმოწმებლის მიერ დაშვებულია რიგი შეცდომები/ხარვეზები. ამასთან, გაუგებარია, რა ლოგიკით მოხდა დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში შესაძლო სხვაობის დაკვალიფიცირება ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და შესაბამისი პერიოდების მიხედვით საშემოსავლო გადასახადის დაკისრება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 სექტემბრის №29772 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შშპს „-------------ის“ (ს/ნ -----------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 01 იანვრიდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 21 აგვისტოს №29235 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32950 ბრძანება და ამავე თარიღის №006-644 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 670 140 ლარი, მათ შორის, გადასახადი 885 928 ლარი, ჯარიმა 440 838 ლარი, საურავი 343 374 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
„1. კომპანიას ყოფილი დირექტორის მიმართ - ----- -------ზე აღიარებული ჰქონდა სახელფასო დავალიანება 200 000 აშშ დოლარი ოდენობით. აღნიშნულზე ----- ------ომ მიმართა სასამართლოს. 2020 წლის 3 ოქტომბრის მორიგების აქტისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე შეწყდა საქმის წარმოება და მოპასუხე შპს „----------იმ“ მოსარჩელე ---- -----ოს არსებული სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა შპს „-------------ის“ (ს/ნ -----------------------) წილის 49%, ღირებულებით 2 058 588 ლარი, ასევე, შემდეგი უძრავი ქონებები საკადასტრო კოდებით: --------- და -------- ჯამური ღირებულებით 186 236 ლარი. სახელფასო განაცემის ჯამური ღირებულება შეადგენს 2 847 934 ლარს. ზემოაღნიშნული ქონების გადაცემა წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ობიექტს, შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს თევზის მოშენება და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს აქვს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები. შემოწმების პროცესში მიღებული შემოსავლების განსაზღვრა მოხდა გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მონაცემების ანალიზის შედეგად. შემოსავლების განსაზღვრისას ასევე გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ გამოწერილი დისტრიბუციის სასაქონლო ზედნადებები, რომლის განაშთვა ხდება ქვეზედნადებებით, ხოლო ფიზიკურ პირებზე რეალიზაციის შემთხვევაში არ ხდება ქვეზედნადების გამოწერა და განაშთვა ხდება საკონტროლოსალარო აპარატის საშუალებით. აღნიშნული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ისე გათავისუფლებულ ბრუნვას შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მიღებული სხვაობა შემოწმებით დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფსად შესაბამისი პერიოდების მიხედვით. ამდენად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიას ყოფილი დირექტორის მიმართ აღიარებული ჰქონდა სახელფასო დავალიანება 200 000 აშშ დოლარი ოდენობით. 2020 წლის 3 ოქტომბრის მორიგების აქტისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე შპს „--------იმ“ მოსარჩელე ---- ------ოს სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა შპს „-------ის“ (ს/ნ -------) წილის 49%, ღირებულებით 2 058 588 ლარი, და ასევე, უძრავი ქონებები საკადასტრო კოდებით: ------------- და ---------, ჯამური ღირებულებით 186 236 ლარი. შემოწმებით, უძრავი ქონებების მიწოდება დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით, ხოლო სახელფასო განაცემი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში სადავოდ ხდის ---- ------ოს სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ გადაცემული უძრავი ქონებების და შპს „-------------ის“ (ს/ნ -----------------------) 49%- იანი წილის ღირებულებას. მომჩივანი აღნიშნავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, უძრავი ქონებების ჯამური ღირებულება 2020 წლის 6 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 74 694 ლარს. ამასთან, სადავოა შპს „------ის“ 49%-იანი წილის ღირებულებაც. საწარმოს წილის შეფასების დროს შემოწმების მიერ დაცული უნდა იქნას შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. საჩივართან ერთად წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა უძრავი ქონებების ღირებულების შეფასებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საწარმოს ყოფილი დირექტორის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ გადაცემული უძრავი ქონებების და წილის ღირებულების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება წილის ღირებულების განსაზღვრის თაობაზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და ასევე, საჩივარზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნა უძრავი ქონებების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს, უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაითვალონ ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული დღგ. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ერთობლივად დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა განიხილება დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის ცალკე ოპერაციებად, გარდა ძირითადი საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან ერთად მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ისე გათავისუფლებულ ბრუნვებს შორის. გამოვლენილ სხვაობებზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ. ამასთან, მიღებული სხვაობა შემოწმებით დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფსად შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი აცხადებს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას შემოწმების მიერ დაშვებულია რიგი შეცდომები/ხარვეზები, რაც გამოიხატება შემდეგში:
. დღგ-ით დასაბეგრ ბაზებში დუბლირებით არის ჩართული ე.წ. დისტრიბუციის წესით გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების თანხები. აღნიშნავს, რომ მეწარმე ტექნიკურად არასწორად ახდენდა დისტრიბუციის ზედნადებისას ქვე-ზედნადებების გამოწერას. კერძოდ, ნაცვლად ქვეზედნადების შედგენისა და დისტრიბუციის ზედნადებთან მათი დაკავშირებისა, ახდენდა ახალი ზედნადების გამოწერას. აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის იდენტიფიცირება კარგად შეიძლება გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული ჩანაწერების (პროგრამა „ორისის“) მეშვეობით, სადაც ყველა რეალიზაცია სრულად არის იდენტიფიცირებული და ნათლად ჩანს, რომ რეალიზაციაში დაფიქსირებულია, შესაბამისად რაოდენობრივად ჩამოწერილია რეალიზაციასთან დაკავშირებული პროდუქციის (თევზის) ის ოდენობა, რომლებიც დაფიქსირებულია კომპანიის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. ამდენად, ცალკე დისტრიბუციის ზედნადებებში ასახული პროდუქცია (თევზი) არც რეალიზაციაშია ჩასმული და არც შესაბამისი რაოდენობრივი ჩამოწერებია განხორციელებული.
. სსა-ების მეშვეობით (ე.წ. ფისკალით) ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზებული პროდუქციის თანხა, შემმოწმებელს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩასმული აქვს დღგ-ის ჩათვლით და არა დღგ-ს გარეშე თანხით;
სსა-ების მეშვეობით (ე.წ. ფისკალით), ნაღდი ანგარიშსწორებით გაყიდული პროდუქციის თანხა, შემმოწმებლის მიერ ზოგიერთ თვეში მთლიანად არის მიკუთვნებული საცალო რეალიზაციის თანხაზე და არ არის გათვალისწინებული იდენტიფიცირებადი იურიდიული პირების მიერ განხორციელებული გადახდები, რომლებზეც გამოწერილია შესაბამისი სასაქონლო ზედნადებები.
ამასთან, გადამხდელისთვის გაუგებარია რა ლოგიკით მოხდა, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში შესაძლო სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და შესაბამისი პერიოდების მიხედვით საშემოსავლო გადასახადის დაკისრება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მოყვანილი არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------------ის“ (ს/ნ -----------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საწარმოს ყოფილი დირექტორის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ გადაცემული უძრავი ქონებების და წილის ღირებულების დადგენის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება წილის ღირებულების განსაზღვრის თაობაზე;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და ასევე, საჩივარზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნა უძრავი ქონებების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება :
1. საწარმოს ყოფილი დირექტორისთვის სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ გადაცემული კომპანიის 49%-იანი წილისა და ასევე, უძრავი ქონებების ღირებულებას. .
2. შემოწმებით გამოვლენილ სხვაობებს, როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ისე გათავისუფლებულ ბრუნვებს შორის. ამასთან, გაუგებარია, რა ლოგიკით მოხდა დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში შესაძლო სხვაობის დაკვალიფიცირება ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და შესაბამისი პერიოდების მიხედვით საშემოსავლო გადასახადის დაკისრება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №29772 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 01 იანვრიდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები გარდა აუდიტის დეპარტამენტის №29235 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №32950 ბრძანება და №006-644 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა 1 670 140 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით კომპანიას ყოფილი დირექტორის მიმართ აღიარებული ჰქონდა სახელფასო დავალიანება.არსებული სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონებები . ზემოაღნიშნული ქონების გადაცემა წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ობიექტს, შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს აქვს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები. შემოწმების პროცესში მიღებული შემოსავლების განსაზღვრა მოხდა გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მონაცემების ანალიზის შედეგად. შემოსავლების განსაზღვრისას ასევე გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ გამოწერილი დისტრიბუციის სასაქონლო ზედნადებები, რომლის განაშთვა ხდება ქვეზედნადებებით, ხოლო ფიზიკურ პირებზე რეალიზაციის შემთხვევაში არ ხდება ქვეზედნადების გამოწერა და განაშთვა ხდება საკონტროლოსალარო აპარატის საშუალებით. აღნიშნული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ისე გათავისუფლებულ ბრუნვას შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მიღებული სხვაობა შემოწმებით დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფსად შესაბამისი პერიოდების მიხედვით. ამდენად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საწარმოს ყოფილი დირექტორის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ გადაცემული უძრავი ქონებების და წილის ღირებულების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4,9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“ „ბ“); 163(1,2); 164(1);
(2021 წლამდე მოქმედი) 160(„ა“); 161(1„ა“8);