გადაწყვეტილება №19608/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19608/2/2023
12 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 5.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19608/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13838 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2022 წლის №006-504 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8428 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 841 415,53 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 420 922
დღგ - 299 537
მოგების გადასახადი - 12 781
საშემოსავლო გადასახადი - 108 604
ჯარიმა - 214 316
საურავი - 206 177,53
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2021 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2021 წლის №006-846 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13838 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დღგ-ს ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13838 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 1.11.2022 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 17 368 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 14 133 ლარით და ჯარიმა 3 235 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 10.11.2022 წლის №006-504 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8428 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხვა გამოწვეულია ბუღალტრულ ბაზაში კრედიტორული დავალიანების არსებობით, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს, რის დასამტკიცებლადაც მომჩივანი წარმოადგენს შედარების აქტებს აღნიშნულ კომპანიებთან.
არასწორად არის გაანგარიშებული ბარტერის დამატებული ღირებულების გადასახადი (კერძოდ არასწორადაა დაანგარიშებული აშენებული კორპუსების თვითღირებულება და იგი არასწორი პროპორციით არის მიკუთვნებული ბარტერად გადაცემულ ფართებზე). აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილია დეტალური გაანგარიშება.
29.10.2019 წელს საწარმოსა და ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) შორის დადებულია საცხოვრებელი ფართის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც საცხოვრებელი ბინის ღირებულება შეადგენს ჯამურად 52 820 დოლარს, ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია ხარვეზი, კერძოდ საცხოვრებელი ბინის ღირებულება
52 820 ლარის ნაცვლად დაფიქსირებულია 52 820 დოლარი, აღნიშნულმა გამოიწვია დამატებული ღირებულების დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა 101 935 ლარით. ზედმეტადაა დაბეგრილი ---------- (პ/ნ -----------) ბინის ღირებულება 14 034 ლარი, რომლის ხელშეკრულებაც მოიშალა და საბოლოო გარიგება არ მომხდარა. აღნიშნული ბინა საბოლოოდ გადაფორმებულია ------------ (პ/ნ ----------), რომელიც სრულად იყო დაბეგრილი. ასევე, ზედმეტად არის დაბეგრილი ----------- ბინის ღირებულების შემოტანილი თანხა 11,469.00 ლარი, რომელიც შემოტანილი იყო სალაროში 20.08.2018 წელს. აღნიშნული ხელშეკრულება მოიშალა და საბოლოო გარიგება არ მომხდარა.
აღნიშნული ბინა საბოლოოდ გადაფორმებულია ----------- (პ/ნ -----------), რომელიც სრულად იყო დაბეგრილი.
ასავე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გათვალისწინებული არ არის -----------(პ/ნ ----------) დაბრუნებული სესხის ძირი და პროცენტი, მცირე მეწარმე ------------ გადახდილი (პ/ნ -----------) გადახდილი მომსახურების გადასახადი. ასევე, ------------- (პ/ნ ----------) ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხა. ასევე, დამატებით წარმოდგენილია სხვა ხარჯებს, რომლებიც შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13838 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 1.11.2022 წლის დასკვნიდან დგინდება, რომ შპს ,,-----------’’ მიერ წარდგენილია შპს ,,-----------’’ (ს/ნ -----------) და შპს ,,-----------’’ (ს/ნ -----------) გაფორმებული შედარების აქტები, რომლის მიხედვით შპს ,,-----------’’ დავალიანება აღნიშნული კომპანიების მიმართ 31.12.2020 წლის მდგომარეობით შეადგენს 0 ლარს. ასევე, გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილია 150 525 ლარის ღირებულების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც გაფორმებულია ფ/პ -----------(პ/ნ -----------) და ფ/პ ----------- (პ/ნ -----------). აღნიშნული ხარჯები გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო აღრიცხული სააღრიცხვო პროგრამაში. ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს 1.01.2020 წლიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე გაფორმებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტები შეუთავსებლობაშია ერთმანეთთან. კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით ჩაბარებულია 5.12.2019 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ იქნა ფ/პ ----------- გაფორმებული 30.01.2020 წლის ხელშეკრულება. გადაანგარიშების პროცესში შესწავლილ იქნა ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების დეკლარირებული მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული მათთან გაფორმებული პირველადი სააღრიცხო დოკუმენტაცია, კერძოდ ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და შევსებულ იქნა კითხვარი სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ. კითხვარის მიხედვით, სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად. გადამხდელს ასევე მიეცა წინადადება აღნიშნული კითხვარის შევსების შესახებ, თუმცა დღეის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში აღნიშნული კითხვარი პირს არ უფიქსირდება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შპს ,,-----------’’ მიერ ფ/პ ----------- და ფ/პ ----------- მიღებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების პროცესში 31.12.2020 წლის მდგომარეობით არსებული ვალდებულება მომწოდებლების მიმართ განისაზღვრა 72 426 ლარის ოდენობით, ხოლო დებიტორული მოთხოვნის ნაშთი ანგარიშვალდებული პირის მიმართ 1 025 ლარის ოდენობით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, 31.12.2020 წლის მდგომარეობით, ფულის ნაშთი 128 028 ლარი ჩაითვალა დირექტორებზე, ----------- და ----------- გაცემულ ხელფასად, ხოლო 72 426 ლარი ჩაითვალა ამავე პირებზე გაცემულ სესხად. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა მოგების გადასახადი 7 318 ლარით, ხოლო საშემოსავლო გადასახადში დაერიცხა 3 501 ლარი, და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა სალდირებულად შემცირდა 1 917 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების პროცესში წარდგენილია შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდზე, შპს ,,-----------’’ (ს/ნ -----------), შპს ,,-----------’’ (ს/ნ -----------), შპს ,,-----------’’ (ს/ნ -----------), შპს ,,-----------’’ (ს/ნ -----------), შპს ,,-----------’’ (ს/ნ -----------) და შპს ,,-----------’’ (ს/ნ -----------) მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვით ჩასათვლელმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 10 320 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს გაეზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 10 320 ლარის ოდენობით, ხოლო საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დარიცხული ჯარიმა შეუმცირდა 1 318 ლარის ოდენობით.
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13838 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13838 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 6.06.2022 წლის №13838 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 1.11.2022 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 10.11.2022 წლის №006-504 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8428 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
101;97;98;275;