ბრძანება N 7897
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7897
10.04.2023
შპს „----------------------ის“ (-------------------)
(მის: ----------------------------------------------)
2023 წლის 14 და 17 მარტის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „----------------------ის“ (-------------------) №79650/1/2023 და №79755/1/2023 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 14 თებერვლის №EL200208 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორის განმარტებით, შპს „-------------მა“ თურქული კომპანიასგან შეიძინა საქონელი, გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------ში“ მოხდა მისი დათვალიერება, რა დროსაც დადგინდა, რომ ინვოისში განსაზღვრული მე-7, მე-8 და მე-9 პოზიციებში მითითებული საფილტრაციო მოწყობილობა მანომეტრით მწარმოებელს ცალ-ცალკე აქვს შეფუთული: კორპუსები ცალკე, ხოლო მანომეტრები ცალკე. მანომეტრები ჩაითვალა არადეკლარირებულად და დაეკისრა ჯარიმა.
მომჩივნის განმარტებით, მანომეტრი არ წარმოადგენს ცალკე ერთეულს და არის ფილტრის კორპუსის განუყოფელი ნაწილი და მწარმოებლის მიერ გაცემული წერილობითი ახსნა-განმარტების მიხედვით, რადგან მანომეტრი შესაძლოა ადვილად დაზიანდეს ტრანსპორტირების დროს, ყოველთვის ფუთავენ ცალკე. საბაჟოს ექსპერტმა მოახდინა მხოლოდ მსგავსი ტიპის მანომეტრების მოძიება და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა და საერთოდ არ უმსჯელია, კონკრეტული საფილტრო მოწყობილობის შემთხვევაში, კონკრეტულ მანომეტრს რა ფუნქცია აქვს და შესაძლებელია თუ არა საფილტრო მოწყობილობის კორპუსმა იფუნქციონიროს მანომეტრის გარეშე, ხოლო მანომეტრმა კი საფილტრო მოწყობილობის კორპუსის გარეშე. მომოჩივანი მიიჩნევს, რომ სანქცია დაკისრებულია არასამართლიანად, რადგან არ მომხდარა შესაბამისი გარემოებების სრულყოფილად შესწავლა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას და გადახდილი ჯარიმის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 13 თებერვალს შპს „--------------ის“ (--------------) მიერ №------ საბაჟო დეკლარაციით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა 21580.83 ლარის საბაჟო ღირებულების 1369.39 კგ სხვადასხვა დასახელების საქონელი (ჩამკეტი სარქველი, უკუსარქველი და სარქველის ფილტრი). აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „------- დერეფანი“.
გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი – 30 ცალი მანომეტრი. აღნიშნული საქონელი არ იყო მითითებული არც №------- საბაჟო დეკლარაციაში და არც თანმხლებ დოკუმენტებში. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 14 თებერვლის №001431/2023 დასკვნის მიხედვით, ზემოაღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 1 200 აშშ დოლარი.
ვინაიდან, შპს „------------ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის (მანომეტრი – 30 ცალი) საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით შემოტანას, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 14 თებერვალს შედგენილ იქნა №EL200208 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------------------ის“ (-------------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3200.4 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 141 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაფორმების საბაჟო ორგანოს მიერ გაუქმდა №------- საბაჟო დეკლარაცია და დეკლარირებული და არადეკლარირებული საქონელი გაფორმდა №------- (16.02.2023) საბაჟო დეკლარაციით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ №------- საბაჟო დეკლარაციით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა 21580.83 ლარის საბაჟო ღირებულების 1369.39 კგ სხვადასხვა დასახელების საქონელი (ჩამკეტი სარქველი, უკუსარქველი და სარქველის ფილტრი). აღნიშნული დეკლარაციისთვის განისაზღვრა „---- დერეფანი“. დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი – 30 ცალი მანომეტრი. რაც არ იყო მითითებული არც №------- საბაჟო დეკლარაციაში და არც თანმხლებ დოკუმენტებში. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის (მანომეტრი – 30 ცალი) საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, კომპანიის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია.
მომჩივნის განმარტებაზე, რომ არადეკლარირებულ საქონლად მიჩნეული მანომეტრები წარმოადგენს ფილტრების ნაწილებს და გამომგზავნის მიერ იყო ცალკე შეფუთული, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მანომეტრების ცალკე შეფუთვის შესახებ ინფორმაცია არ იყო წარმოდგენილი არცერთ დოკუმენტში.
სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------------------ის“ (-------------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომოჩივანი მიიჩნევს, რომ სანქცია დაკისრებულია არასამართლიანად, რადგან არ მომხდარა შესაბამისი გარემოებების სრულყოფილად შესწავლა.
ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას და გადახდილი ჯარიმის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 13 თებერვალს მომჩივანის მიერ №11117/C11130 საბაჟო დეკლარაციით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა 21580.83 ლარის საბაჟო ღირებულების 1369.39 კგ სხვადასხვა დასახელების საქონელი .
გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი . აღნიშნული საქონელი არ იყო მითითებული არც საბაჟო დეკლარაციაში და არც თანმხლებ დოკუმენტებში. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 14 თებერვლის №001431/2023 დასკვნის მიხედვით, ზემოაღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 1 200 აშშ დოლარი.
ვინაიდან,კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით შემოტანას, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 14 თებერვალს შედგენილ იქნა №EL200208 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3200.4 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 302(6);
ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის:13; 163(1); 168(1);
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №8) 141 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.