ბრძანება N 19689

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.09.2024
№ დოკუმენტი 19689
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19689

02 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 16 და 27 ივლისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 16 ივლისის №90754/1/2024 და 27 ივლისის №91033/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №031-5 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯთან დაკავშირებით გადამხდელი აცხადებს, რომ საწვავს (33 487 ლარი) იძენდა შპს „-------“ ბენზინ-გასამართი სადგურიდან, რაც დასტურდება სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. გადახდა ხორციელდებოდა ე.წ. ტერმინალების საშუალებით, ბარათით. გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული ბენზინ-გასამართი სადგური ფლობს რამდენიმე ტერმინალს, ერთ-ერთი ტერმინალის სახელწოდებაზე შპს „-------“ ნაცვლად ფიქსირდება „ბენზინგასამართი სადგურის“ სახელწოდებით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი აცხადებს, რომ ყველა ტრანზაქცია ეკუთვნის შპს „-------“.

2. შემოწმებით გაანგარიშებული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადამხდელი აცხადებს, რომ გააჩნია 236 800 ლარის ღირებულების საქონლის შესყიდვის აქტები, რომელიც გადაგზავნილია აუდიტორთან. ასევე აცხადებს, რომ გაანგარიშებისას გამორჩენილია ლობიოს შეძენის თანხა სრულად. ასევე არ არის გათვალისწინებული სამივლინებო თანხები. განმარტავს, რომ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და თანამშრომლების გადაადგილებისთვის გაცემული აქვს სამივლინებო თანხები (5 400 ლარი). აგრეთვე, გადამხდელი განმარტავს, რომ ფულის მოძრაობაში არ არის გათვალისწინებული საპენსიო სააგენტოში გადარიცხული თანხა, ბანკის გადარიცხვის საკომისიო, ტენდერში მონაწილეობის მიღების ღირებულებები, საბანკო გარანტიის მიღების ღირებულება, ნოტარიულად თარგმნის ღირებულება, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოსაკრებელი, კრედიტის ათვისების ღირებულება, ტენდერის მონაწილეობის საგარანტიო თანხა, საწყობის ქირის ღირებულება (ჯამში 18 769 ლარი), ასევე არ არის გათვალისწინებული დებიტორული დავალიანება (8 582 ლარი) შპს „-------“ და შპს „------- მიმართ“, ასევე კრედიტორები (440 ლარი) მცირედით არ ემთხვევა აუდიტორების მიერ დაანგარიშებულ რაოდენობას. მიუთითებს, რომ შემოწმებით მიღებული ციფრები არ ემთხვევა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციებს და საჭიროებს დაზუსტებას. კერძოდ აცხადებს, რომ შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით 1 600 241 ლარია, ხოლო შეძენები დღგ-ის ჩათვლით არის 1 114 580 ლარი.

3. გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ცნობები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 თებერვლის №3005 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 24 ოქტომბრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 5 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №14088 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №031-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 84 406 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 47 282 ლარი, ჯარიმა 23 909 ლარი და საურავი 13 215 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზითა და გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერებით დგინდება, რომ საწარმოს გაწეული აქვს ხარჯი, რომელზეც არ არსებობს ელ. საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან სასაქონლო ზედნადები. ამასთან, არ წარმოუდგენია შესყიდვის აქტები, ხელშეკრულებები ან რაიმე ხარჯის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97, 982 მუხლების და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიას წარმოეშვა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. შესამოწმებელ პერიოდში შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია: საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ასევე გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გაუკეთდა ანალიზი მიღებული და გაცემული თანხების მოძრაობას, გათვალისწინებული იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და მომზადდა ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ცხრილი, რის შედეგადაც მიღებული იქნა თანხა, რომლის ფაქტობრივი არსებობა და მიზნობრიობა არ დგინდება. ასევე, 2024 წლის 14 თებერვალს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და გამოვლინდა, რომ საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში არ გააჩნდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 154- ე, 101-ე, 105-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დადგინდა, როგორც დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლები და ხარჯები, ასევე გათვალისწინებული იქნა ისეთი ხარჯი, რომელზეც არ არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, ხარჯადაა მიჩნეული და შესაბამისად, ფულის მოძრაობაში გამოქვითული რეალიზებული პროდუქციის 75% (არადოკუმენტური ხარჯი). შედეგად, დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი. დარჩენილი განკარგვადი თანხა პერიოდების მიხედვით განხილულია, როგორც საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გაცემული აქვს ხელფასები დაქირავებულ პირებზე, თუმცა არ აქვს სრულყოფილად დეკლარირებული და დაბეგრილი. ამასთან, დეკლარირებული თანხები მოიცავს შეღავათებს, თუმცა გადამხდელს არ წარმოუდგენია შეღავათის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე, 101-ე მუხლების და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საწვავს (33 487 ლარი) იძენდა შპს „-------“ ბენზინ-გასამართი სადგურიდან, რაც დასტურდება სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. გადახდა ხორციელდებოდა ე.წ. ტერმინალების საშუალებით, ბარათით. გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული ბენზინ-გასამართი სადგური ფლობს რამდენიმე ტერმინალს, ერთ-ერთი ტერმინალის სახელწოდებაზე შპს „-------“ ნაცვლად ფიქსირდება „ბენზინ-გასამართი სადგურის“ სახელწოდებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავალზე შეღავათის გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული შესყიდვის აქტები, სამივლინებო ხარჯი, საპენსიო სააგენტოში გადარიცხული თანხა, ბანკის გადარიცხვის საკომისიო, ტენდერში მონაწილეობის მიღების ღირებულებები, საბანკო გარანტიის მიღების ღირებულება, ნოტარიულად თარგმნის ღირებულება, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოსაკრებელი, კრედიტის ათვისების ღირებულება, ტენდერის მონაწილეობის საგარანტიო თანხა, საწყობის ქირის ღირებულება, დებიტორული მოთხოვნა და კრედიტორული დავალიანება. მიუთითებს, რომ შემოწმებით მიღებული ციფრები არ ემთხვევა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციებს და საჭიროებს დაზუსტებას. ასევე, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის ცნობები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივრების დანართად წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივრების დანართად წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

სადავო საკითხებს წარმოადგენს:

1. დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯი;

2. განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირების შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტის გათვალისწინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზითა და გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერებით დგინდება, რომ საწარმოს გაწეული აქვს ხარჯი, რომელზეც არ არსებობს ელ. საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან სასაქონლო ზედნადები, შესყიდვის აქტები, ხელშეკრულებები ან რაიმე ხარჯის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიას წარმოეშვა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

2. შესამოწმებელ პერიოდში შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და გამოვლინდა, რომ საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში არ გააჩნდა. შემოწმების შედეგად დადგინდა, როგორც დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლები და ხარჯები, გათვალისწინებული იქნა ისეთი ხარჯი, რომელზეც არ არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი. დარჩენილი განკარგვადი თანხა პერიოდების მიხედვით განხილული იქნა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით.

3. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გაცემული აქვს ხელფასები დაქირავებულ პირებზე, თუმცა არ აქვს სრულყოფილად დეკლარირებული და დაბეგრილი. ამასთან, დეკლარირებული თანხები მოიცავს შეღავათებს, თუმცა გადამხდელს არ წარმოუდგენია შეღავათის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(1); 82(2-გ); 101; 154;