გადაწყვეტილება №25132/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.05.2025
№ დოკუმენტი 25132/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25132/2/2025

21 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 29.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25132/2/2025).

 

დავის საგანი:

მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე დადებული ლუქების ხანდაზმულობის გამო დაკისრებული ჯარიმების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №CB1730142 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №CB1730144 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №CB1730155 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

4. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №CB1730156 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

5. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №CB1730159 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

6. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №CB1730160 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

7. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №CB1730163 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

8. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №CB1730164 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

9. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №CB1730169 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

10.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №CB1730170 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

11.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №CB1730173 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

12.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №CB1730174 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

13.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №CB1730178 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

14.შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7079 ბრძანება;

15.შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7083 ბრძანება;

16.შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7084 ბრძანება;

17.შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7086 ბრძანება;

18.შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7087 ბრძანება;

19.შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7088 ბრძანება;

20.შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7089 ბრძანება;

21.შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7090 ბრძანება;

22.შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7095 ბრძანება;

23.შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7096 ბრძანება;

24.შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7098 ბრძანება;

25.შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7099 ბრძანება;

26.შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7103 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 300 ლარი (თითოეული ოქმით - 100 ლარი).

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.02.2025 წლის №3566 ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის საქმიანობის ადგილზე (ავტოგასამართ სადგურებში) განხორციელდა ავტოგასამართ კომპლექსებსა და აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების დათვალიერების პროცედურა.

აღნიშნული პროცედურის შედეგად გამოვლინდა ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანების 23-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი (მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე ლუქების დადებიდან გასულია ერთ წელზე მეტი).

აღნიშნული ფაქტზე გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №CB1730142, №CB1730144, №CB1730155, №CB1730156, №CB1730159, №CB1730160, №CB1730163, №CB1730164, №CB1730169, №CB1730170, №CB1730173, №CB1730174 და №CB1730178 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1300 ლარის ოდენობით (თითოეული ოქმით - 100 ლარი).

აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.04.2025 წლის №7079, №7083, №7084, №7086, №7087, №7088, №7089, №7090, №7095, №7096, №7098, №7099 და №7103 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 291-ე მუხლით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების 23-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-10 პუნქტებით და განმარტა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსხურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მიაჩნია, რომ აღნიშნული დარღვევა მისი მხრიდან გამოწვეული იყო რეგულაციების არცოდნით. ქმედებას არ გამოუწვევია ისეთი ზიანი ან/და სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ისეთი დარღვევა, რომელიც აუცილებელს გახდიდა მის შეფარდებას.

დღეის მდგომარეობით სამართალდარღვევა აღმოფხვრილია. ადმინისტრაციულ ორგანოს მხედველობაში არ მიუღია მთელი რიგი ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები, რომელთა გამოკვლევა და შეფასება შესაძლებელს გახდიდა სამართალდამრღვევის მიმართ უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას. კერძოდ, სამართალდამრღვევი არის ახლადრეგისტრირებული სუბიექტი, რომელსაც ადგილის დასამკვიდრებლად ესაჭიროება სახელმწიფოს მხარდაჭერა. დაკისრებული ფულადი ჯარიმის 1300 ლარის ნაცვლად შესაძლებელი იყო უფრო მსუბუქი სანქციის ,,გაფრთხილების“ გამოყენება. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამგვარი მიდგომა არ პასუხობს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისაღები გადაწყვეტილების დასაბუთებულობისთვის საჭირო ზოგად სტანდარტებს და მეტყველებს გამოცემული ინდ. აქტის დაბალ ხარისხზე.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 601 მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე; 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.09.2024 წლის სუსგ №ბს246-243 (კ-14) საქმეზე და ითხოვს სადავო ოქმებისა და ამ ოქმებზე მიღებული შემოსავლების სამსახურის ბრძანებების ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების 23-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-5 და მე-10 პუნქტების თანახმად:

2. აგს-ში/აირსავსებ სადგურში მრიცხველი და მადოზირებელი მექანიზმების პირველად დალუქვას და ყოველ ხელახალ დალუქვას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით, აღნიშნული მექანიზმების მეტროლოგიური დამოწმების ჩატარების შემდეგ.

4. აგს-ში/აირსავსებ სადგურში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ლუქებით.

5. საგადასახადო ორგანოს ლუქებით დალუქვას ექვემდებარება აგს-ში/აირსავსებ სადგურში არსებული ყველა მარიგებელი სვეტი, მიუხედავად იმისა, გამოიყენება თუ არა ეს სვეტი საწვავის/აირის მისაწოდებლად.

10. აგს-ში/აირსავსებ სადგურში მარეგულირებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ხელახალი დალუქვა სავალდებულოა ბოლო დალუქვიდან 1 წლის გასვლის შემდეგ.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქმეში წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წერილი 6.05.2025 წლის №36952-21-12 საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (ქ. გორი, დ. აღმშენებლის ქ. N-2) შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3566 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა დათვალიერების პროცედურა, რა დროსაც გამოვლინდა, რომ შპს „-------“-ს (ს/ნ -------) მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების 23-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნები (პირის მიერ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა). კერძოდ, აგს-ებში მარეგულირებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების ხელახალი დალუქვა სავალდებულოა ბოლო დალუქვიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, რაც საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით თითოეულ შემთხვევაზე.

მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მიაჩნია, რომ აღნიშნული დარღვევა მისი მხრიდან გამოწვეული იყო რეგულაციების არცოდნით. ქმედებას არ გამოუწვევია ისეთი ზიანი ან/და სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ისეთი დარღვევა, რომელიც აუცილებელს გახდიდა მის შეფარდებას. ასევე მიუთითებს, რომ დღის მდგომარეობით სამართალდარღვევა აღმოფხვრილია და დაკისრებული ფულადი ჯარიმის 1300 ლარის ნაცვლად შესაძლებელი იყო უფრო მსუბუქი სანქციის ,,გაფრთხილების“ გამოყენება.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევები გამოვლენილია ერთი და იმავე დღეს და მომჩივნისთვის წარმოადგენს პირველ შემთხვევას, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7079, №7083, №7084, №7086, №7087, №7088, №7089, №7090, №7095, №7096, №7098, №7099, №7103 ბრძანებები;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №CB1730142, №CB1730144, №CB1730155, №CB1730156, №CB1730159, №CB1730160, №CB1730163, №CB1730164, №CB1730169, №CB1730170, №CB1730173, №CB1730174 და №CB1730178 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები;

4. მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს გაფრთხილება;

5. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე დადებული ლუქების ხანდაზმულობის გამო დაკისრებული ჯარიმების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის საქმიანობის ადგილზე (ავტოგასამართ სადგურებში) განხორციელდა ავტოგასამართ კომპლექსებსა და აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში მადოზირებელი ან/და მრიცხველი მექანიზმების დათვალიერების პროცედურა.

აღნიშნული პროცედურის შედეგად გამოვლინდა ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანების 23-ე მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი (მადოზირებელ და მრიცხველ მექანიზმებზე ლუქების დადებიდან გასულია ერთ წელზე მეტი).

აღნიშნული ფაქტზე გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1300 ლარის ოდენობით (თითოეული ოქმით - 100 ლარი).

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევები გამოვლენილია ერთი და იმავე დღეს და მომჩივნისთვის წარმოადგენს პირველ შემთხვევას, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 291; 270(7)