გადაწყვეტილება №22504/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.06.2024
№ დოკუმენტი 22504/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22504/2/2024

11 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 7.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22504/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №083-50 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 თებერვლის №3855 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 117 260 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 71 679

ჯარიმა - 35 840

საურავი - 9 741

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა რეექსპორტის პროცედურების მომსახურება ----------.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №7850 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილმა რეექსპორტის ოპერაციებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 139 612 253 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და გადასახადის გადამხდელის განმარტებით დგინდება, რომ რადგან ---------- პირდაპირი ექსპორტი ვერ ხორციელდება, კომპანია შუამდგომლობს მხარეებს შორის. წინასწარ განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის ფასი და რაოდენობა. საქართველოს რეზიდენტი კომპანია არ ერევა ამ პარამეტრების კორექტირებაში, ის მხოლოდ იღებს და გზავნის პარტიებს. რეექსპორტის ოპერაციისას ტვირთის გაფორმება ხდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით და სატრანსპორტო საშუალება სააღრიცხვო მოწმობის საფუძველზე ტოვებს ქვეყნის ტერიტორიას. რიგ შემთხვევებში ხდება ტვირთის ჯერ საბაჟო საწყობში დასაწყობება და შემდეგ რეექსპორტი. ---------- და ---------- წარმომადგენლები ერთმანეთთან ანგარიშსწორებას ახორციელებენ დამოუკიდებლად, მომჩივნის გარეშე. გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების მიხედვით არ იკვეთება შემოსავლის მიღება, საბაჟო პროცედურებისთვის ან/და სხვა სახის მომსახურებისთვის გაწეული თანხის გადახდა. საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებით და წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა ორისის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის შემოსავალს შეადგენს ---------- მიღებულ და ---------- წარდგენილ საქონლის ინვოისებში ასახული ფასთა სხვაობა, ხოლო შემოსავლის მიღება, აგრეთვე საბაჟოს გადასახდელების გადახდა, ხდება ხელზე, ანგარიშვალდებული პირის მეშვეობით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და მომჩივნის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით დგინდება, რომ 2020 და 2021 წლების მოგება-ზარალის შედეგების მიხედვით გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 285 033 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ გაცემულია დივიდენდი მხოლოდ 2023 წლის თებერვლის თვეში 36 377 ლარის ოდენობით. არ ფიქსირდება რაიმე სახის აქტივის შეძენა. წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა ორისის და საბანკო ამონაწერების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (1.03.2023) კომპანიას არ უფიქსირდება სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, ხოლო საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა შეადგენს 2 265 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს შემოსავლის მიღება და ხარჯის გაწევა ხორციელდება ხელზე, ანგარიშვალდებული პირის მეშვეობით, სალაროში არ ფიქსირდება მიწოდების შედეგად მიღებული/მისაღები თანხების სისწორე, სრულყოფილად არ არის წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლის და გაწეული ხარჯის გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ოდენობა და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციით მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (1.03.2023) საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33368 ბრძანება და №083-50 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 117 260 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 24 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 21 თებერვლის №3855 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოახდინა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის დასკვნის ანალიზი და არ ეთანხმება დამატებითი გადასახადებისა და სანქციების დარიცხვას. ითხოვს გაუქმებას, ვინაიდან ყოველგვარ ლოგიკასა და არგუმენტს მოკლებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტორის გადაწყვეტილება, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დეკლარირებული მოგების ჩათვლა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესაბამისად, აგროსვის მეთოდით, მასზე საშემოსავლო გადასახადისა და მითუმეტეს ჯარიმის გადახდის ვალდებულების დაკისრება.

არ არსებობს საგადასახადო კოდექსის არცერთი მუხლი, რომლითაც კომპანიას ევალება ამა თუ იმ პერიოდში მიღებული და დეკლარირებული მოგების საწარმოს დირექტორზე ხელფასად გაცემა! შემოსავლების სამსახურის პოზიცია, რომ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა არ მოითხოვს საწარმოს მიერ ფულადი სახსრების გაღების საჭიროებას, მცდარია და მეტყველებს შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის საქმიანობის სპეციფიკის ზედაპირულ ცოდნაზე, რაც გახდა მცდარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი! რეექსპორტის პროცედურების მომსახურება გულისხმობს რიგ შემთხვევებში ტვირთის მომწოდებელ მხარესთან ნაღდ ან უნაღდო წინასწარ ანგარიშსწორებასაც დამკვეთის დავალებით, რათა მომწოდებელმა არ შეაფერხოს ტვირთის მოწოდება. ასევე, არის რიგი შემთხვევები, როდესაც კომპანია საჭიროებს ფულადი სახსრების გარანტიად წარდგენის ვალდებულებებს, რათა არ შეფერხდეს ტვირთის მიწოდების ჯაჭვი და შესაბამისად კომპანიის საქმიანობაც. სწორედ ამ მიზნებით არის ძირითადად მიმართული კომპანიის მიერ მიღებული მოგება და შესაბამისად შემოწმების პერიოდში არის შესაძლებლობა, რომ ეს თანხა არ იყოს სალაროს ნაშთში, ნაღდი ფულის სახით და არც საბანკო ანგარიშზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემოსავლების სამსახური მიიჩნევდა, რომ ვინაიდან კომპანიას არ მიუთითებია სალაროში ნაღდი თანხის არსებობა, უნდა გაცემულიყო ზემოთაღნიშნული თანხის დივიდენდად გაცემის რეკომენდაცია, რაც მოხდა კიდეც გასულ წლებში შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმების შედეგად. გადასახადის გადამხდელმა მაშინ გაითვალისწინა რეკომენდაცია და გასცა შესაბამისი თანხები და გადაიხადა შესაბამისი გადასახადები. გამოთქვამს მზადყოფნას გაცეს დივიდენდის სახით დეკლარირებული მოგება უახლოეს მომავალში (200 505,53 ლარის ოდენობით) და გადაიხადოს შესაბამისი გადასახდელები, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად აღნიშნული თანხის განკარგვა არ მომხდარა პასუხისმგებელი პირის მიერ. გასათვალისწინებელია 2 მნიშვნელოვანი გარემოება: 1) შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება გამოიწვევს კომპანიის საქმიანობის მომენტალურ შეწყვეტას. 2) კომპანია არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და მომავალშიც აპირებს ამ რეპუტაციის შენარჩუნებას. საწარმო არ დაჯარიმებულა არც ერთხელ სალარო აპარატის გამოუყენებლობის გამო; კომპანია არ დაჯარიმებულა დეკლარაციის წარუდგენლობის გამო; საწარმო არ დაჯარიმებულა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისას გამოვლენილი ზედმეტობა/დანაკლისის გამო; კომპანია აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და კომპანიას მიეცეს საშუალება, გადაიხადოს გადასახადები (საწარმოს მიერ დეკლარირებული მოგება გაიცეს დივიდენდის სახით ეტაპობრივად და გადახდილი იქნას შესაბამისი გადასახადები და არა ხელფასის სახით გაცემულ თანხაზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი). აღნიშნული გადაწყვეტილება მისცემს საშუალებას კომპანია დარჩეს მუშა რეჟიმში და გადაიხადოს მიმდინარე გადასახადები. წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს საქმიანობის გაგრძელება შეუძლებლად მიაჩნია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან - შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2024 წლის №---------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს ძირითადი საქმიანობაა რეექსპორტის პროცედურების მომსახურება ---------- ----------. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილმა რეექსპორტის ოპერაციებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 139 612 453 ლარი. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და მომჩივნის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ რადგან ---------- პირდაპირი ექსპორტი ვერ ხორციელდება, კომპანია შუამდგომლობს მხარეებს შორის. წინასწარ განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის ფასი და რაოდენობა. საქართველოს რეზიდენტი კომპანია არ ერევა ამ პარამეტრების კორექტირებაში, ის მხოლოდ იღებს და გზავნის პარტიებს. რეექსპორტის ოპერაციისას ტვირთის გაფორმება ხდება გეზში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით და სატრანსპორტო საშუალება სააღრიცხვო მოწმობის საფუძველზე ტოვებს ქვეყნის ტერიტორიას. რიგ შემთხვევებში ხდება ტვირთის ჯერ საბაჟო საწყობში დასაწყობება და შემდეგ რეექსპორტი. ანგარიშსწორებას ---------- და ---------- წარმომადგენლები ახორციელებენ ერთმანეთთან დამოუკიდებლად, მომჩივნის გარეშე. გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების მიხედვით არ იკვეთება შემოსავლის მიღება საბაჟო პროცედურებისთვის ან/და სხვა სახის მომსახურებისთვის გაწეული თანხის გადახდა. საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებით და წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა ორისის მიხედვით, კომპანიის შემოსავალს შეადგენს ---------- მიღებულ და ---------- წარდგენილ საქონლის ინვოისებში ასახული ფასთა სხვაობა, ხოლო შემოსავლის მიღება, აგრეთვე საბაჟოს გადასახდელების გადახდა, ხდება ხელზე, ანგარიშვალდებული პირის მეშვეობით. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და მომჩივნის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით დგინდება, რომ 2020 და 2021 წლების მოგება-ზარალის შედეგების მიხედვით გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 285 033 ლარს, ხოლო 2022 წელს არ ფიქსირდება გაუნაწილებელი მოგება. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემულია დივიდენდი მხოლოდ 2023 წლის თებერვლის თვეში 36 377 ლარის ოდენობით, არ ფიქსირდება რაიმე სახის აქტივის შეძენა. წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა ორისის და საბანკო ამონაწერების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (1.03.2023) საწარმოს არ უფიქსირდება სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, ხოლო საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა შეადგენს 2 265 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების შემოსავლის მიღება და ხარჯის გაწევა ხორციელდება ხელზე, ანგარიშვალდებული პირის მეშვეობით, სალაროში არ ფიქსირდება მიწოდების შედეგად მიღებული/მისაღები თანხების სისწორე, სრულყოფილად არ არის წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, ამასთან, 2023 წლის 10 აპრილის №7850 ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.08.2020 წლიდან და არა სრული 2020 წელი. შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლის და გაწეული ხარჯის გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ოდენობა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციით მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (28.02.2023) საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. დამატებით აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გაანალიზდა საწარმოს მთლიანი ფულადი სახსრების მოძრაობა. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2020 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით რჩება იმ ოდენობის თავისუფალი ფულადი სახსრები, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2024 წლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს ძირითადი საქმიანობაა რეექსპორტის პროცედურების მომსახურება. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილმა რეექსპორტის ოპერაციებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 139 612 453 ლარი. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და მომჩივნის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ რადგან პირდაპირი ექსპორტი ვერ ხორციელდება, კომპანია შუამდგომლობს მხარეებს შორის. წინასწარ განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის ფასი და რაოდენობა. საქართველოს რეზიდენტი კომპანია არ ერევა ამ პარამეტრების კორექტირებაში, ის მხოლოდ იღებს და გზავნის პარტიებს. რეექსპორტის ოპერაციისას ტვირთის გაფორმება ხდება გეზში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით და სატრანსპორტო საშუალება სააღრიცხვო მოწმობის საფუძველზე ტოვებს ქვეყნის ტერიტორიას. რიგ შემთხვევებში ხდება ტვირთის ჯერ საბაჟო საწყობში დასაწყობება და შემდეგ რეექსპორტი. ანგარიშსწორებას წარმომადგენლები ახორციელებენ ერთმანეთთან დამოუკიდებლად, მომჩივნის გარეშე. გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების მიხედვით არ იკვეთება შემოსავლის მიღება საბაჟო პროცედურებისთვის ან/და სხვა სახის მომსახურებისთვის გაწეული თანხის გადახდა. საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებით და წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა ორისის მიხედვით, კომპანიის შემოსავალს შეადგენს მიღებულ და წარდგენილ საქონლის ინვოისებში ასახული ფასთა სხვაობა, ხოლო შემოსავლის მიღება, აგრეთვე საბაჟოს გადასახდელების გადახდა, ხდება ხელზე, ანგარიშვალდებული პირის მეშვეობით. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და მომჩივნის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით დგინდება, რომ 2020 და 2021 წლების მოგება-ზარალის შედეგების მიხედვით გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 285 033 ლარს, ხოლო 2022 წელს არ ფიქსირდება გაუნაწილებელი მოგება. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემულია დივიდენდი მხოლოდ 2023 წლის თებერვლის თვეში 36 377 ლარის ოდენობით, არ ფიქსირდება რაიმე სახის აქტივის შეძენა. წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა ორისის და საბანკო ამონაწერების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (1.03.2023) საწარმოს არ უფიქსირდება სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, ხოლო საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა შეადგენს 2 265 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების შემოსავლის მიღება და ხარჯის გაწევა ხორციელდება ხელზე, ანგარიშვალდებული პირის მეშვეობით, სალაროში არ ფიქსირდება მიწოდების შედეგად მიღებული/მისაღები თანხების სისწორე, სრულყოფილად არ არის წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, ამასთან, 2023 წლის 10 აპრილის №7850 ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.08.2020 წლიდან და არა სრული 2020 წელი. შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლის და გაწეული ხარჯის გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ნაღდი ფულის ოდენობა. საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციით მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (28.02.2023) საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. დამატებით აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გაანალიზდა საწარმოს მთლიანი ფულადი სახსრების მოძრაობა. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2020 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით რჩება იმ ოდენობის თავისუფალი ფულადი სახსრები, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1„ა“); 154(1„ა“); 275.