ბრძანება N 33533
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33533
28 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„----------“ (პასპ. №----------)
(მის: ----------)
2023 წლის 6 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №133) განიხილა „----------“ (პასპ. №----------) №207083/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 24 იანვრის №1352 ბრძანებას „---------- (პასპ. №----------) საბაჟო სანქციის დაკისრების თაობაზე“.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივანი განმარტავს, რომ მის მიერ წარდგენილ იქნა ყველა ის მტკიცებულება, რასაც ითხოვდა საბაჟო დეპარტამენტი კერძოდ, ფულის წარმომავლობა და ასევე იმ პირების ახსნა-განმარტება ვინც თან ახლდნენ ზაღვრის კვეთისას ა/მანქანაში და ვისი თანხაც იყო. ამის მიუხედავად, საბაჟო დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება „----------“ სანქციის დაკისრების თაობაზე. მომჩივნის მოსაზრებით, ფაქტიურად საბაჟო დეპარტამენტმა უგულვებელყო სასამართლოს მოთხოვნა და რაც ადრე მიიღეს ისევ იგივე გადაწყვეტილება დატოვეს, რაც კანონის უხეშ დარღვევად მიაჩნია. მომჩივანი მიუთითებს, რომ სრულყოფილად არ არის შესრულებული სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება მიიღებულია ცალმხრივად.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას და დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ნოემბრის №3/1337-18 გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 19 აგვისტოს №EL062979 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 ოქტომბრის №26737 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება, და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, „----------“ მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სადავო აქტს წარმოადგენდა 2017 წლის 19 აგვისტოს №EL062979 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც „----------„ საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 აშშ დოლარის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანისთვის დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 289-ე მუხლის 131 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა – 11947,5 ლარის (საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტი) ოდენობით.
„----------“ განცხადებით, ნაღდი ფული, რომელსაც ის 2017 წლის 19 აგვისტოს საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებდა, თანაბრად ეკუთვნოდათ მას და მასთან ერთად გადაადგილებულ სამ პირს: მის მეუღლეს – ---------- და ავტომობილში მყოფ ორ მგზავრს – ---------- და ----------. თითოეული პირის კუთვნილი თანხის ოდენობა კი შეადგენდა 12 500 აშშ დოლარს. გამომდინარე აქედან, მიჩნია, რომ ისინი გადაადგილებდნენ 30 000 ლარამდე ოდენობის თანხას და არ გააჩნდათ მისი დეკლარირების ვალდებულება.
აღნიშნული გარემოების გამოკვლევის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 29 ოქტომბრის №---------- წერილით, „----------“ ეთხოვა საბაჟო დეპარტამენტში წარედგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მითითებული თანხა ეკუთვნოდა მასთან ერთად გადაადგილებულ პირებსაც.
ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, „----------“ 2021 წლის 26 აპრილს №---------- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილ იქნა დოკუმენტები – ფიზიკური პირის გამარტივებული დეკლარაციები, რომლის მიხედვითაც „----------“, ----------, ---------- და ----------, ---------- რესპუბლიკის დატოვებისას – 2017 წლის 19 აგვისტოს დეკლარირებული აქვთ 12 500 აშშ დოლარი. ვინაიდან, მითითებულ დეკლარაციებზე ---------- კანომდებლობის შესაბამისად არ იყო დატანილი შესაბამისი დამღა/ბეჭედი, საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 18 მაისის №---------- წერილით, „----------“ ეთხოვა წარმოედგინა დოკუმენტები, რომლებიც დამოწმებული იქნებოდა ---------- საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო წესით. აღნიშნული წერილის პასუხად, წარმოდგენილ იქნა ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტები, რომლებიც ნამდვილობის დადგენისა და დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის სისწორის შემოწმების მიზნით გაეგზავნა ---------- რესპუბლიკის საბაჟო სამსახურს.
---------- სახელმწიფო საბაჟო კომიტეტიდან მიღებული №---------- საპასუხო წერილით, 2021 წლის 29 დეკემბერს საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ გადამოწმებაზე გაგზავნილი დოკუმენტები არაა რეგისტრირებული ---------- რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის სახელმწიფო მონაცემთა ბაზებში და არ დასტურდება მათი ნამდვილობა.
ამდენად ვინაიდან, „----------“ საბაჟო დეპარტამენტში ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მითითებული თანხა ასევე ეკუთვნოდათ მასთან ერთად გადაადგილებულ სხვა პირებს, ამასთან ერთად, დადგენილია, რომ 2017 წლის 19 აგვისტოს ---------- რესპუბლიკის მხრიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში შემოსვლისას, „----------„ მართვის ქვეშ მყოფი №---------- ავტომობილის დათვალიერებისას, მძღოლის – „----------“ წელის ჩანთაში აღმოჩნდა არადეკლარირებული 50 000 აშშ დოლარი (საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად 119 475 ლარი), საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 24 იანვრის №1352 ბრძანებით ---------- რესპუბლიკის მოქალაქე „----------“ (პასპორტის №----------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 11947,5 ლარის ოდენობით.
სადავო 2022 წლის 24 იანვრის №1352 ბრძანება მომჩივანს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით 2023 წლის 20 ნოემბერს, რომელიც ჩაბარდა პირადად 2023 წლის 22 ნოემბერს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი იყო, რომ თუ ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის), ჩეკებისა ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, მას დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.
მოქმედი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. 289-ე მუხლის მე-131 ნაწილი კი ადგენდა, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას.
მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე3 ნაწილის შესაბამისად კი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილი ფაქტია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ 2017 წლის 19 აგვისტოს ---------- რესპუბლიკის მხრიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში შემოსვლისას, „----------“ მართვის ქვეშ მყოფი №---------- ავტომობილის დათვალიერებისას, მძღოლის – „----------“ წელის ჩანთაში აღმოჩნდა არადეკლარირებული 50 000 აშშ დოლარი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენს 119 475 ლარს).
დადგენილია ასევე, რომ „----------“ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მითითებული თანხა ასევე ეკუთვნოდათ მასთან ერთად გადაადგილებულ სხვა პირებს.
ამდენად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსთ გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. შესაბამისად, მომჩივნისთვის სადავო ბრძანებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა (გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით) მართლზომიერია.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებასტან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „----------“ (პასპ. №----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას და დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
2017 წლის 19 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოსვლისას, მომჩივანის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დათვალიერებისას, მძღოლის – მომჩივანის წელის ჩანთაში აღმოჩნდა არადეკლარირებული 50 000 აშშ დოლარი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენს 119 475 ლარს). დადგენილია ასევე, რომ მომჩივანმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მითითებული თანხა ასევე ეკუთვნოდათ მასთან ერთად გადაადგილებულ სხვა პირებს. ამდენად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსთ გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 169(3).
(2021 წლამდე მოქმედი) საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 289(131)