გადაწყვეტილება №27982/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.10.2026
№ დოკუმენტი 27982/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27982/2/2026

20 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 17.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27982/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 8.01.2026 წლის №15 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2026 წლის №083-23 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.08.2026 წლის №17817 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 233 055.24 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 122 615.54

დღგ - 31 994.74

საშემოსავლო გადასახადი - 90 620.8

ჯარიმა - 71 270.28

საურავი - 39 169.42

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.05.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 5.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშების ამონაწერებიდან მიღებული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას განხორციელებული აქვს როგორც გადაზიდვის მომსახურება, ასევე, ნავთობის ბიტუმისა და ინერტული მასალების მიწოდება. ელექტრონული სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ნავთობის ბიტუმის რეალიზაციით მიღებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს - 1 084 452 ლარს. ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს - 303 491 ლარს, რაც ძირითადად არის მომსახურების და ინერტული მასალების მიწოდება. კომპანიას ასევე აქვს დამატებით მიღებული შემოსავალი, რომელიც ფიქსირდება ბანკში და რომელზეც არ არის დოკუმენტი გამოწერილი. შესამოწმებელ პერიოდში შპს-ს დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ სულ შეადგინა - 1 494 774 ლარი. შპს-ს მიერ დეკლარირებული და შემოწმების მიერ გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა შეადგენს 299 994 ლარს. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე დაკორექტირდა შპს „-------“- ს შესაბამისი პერიოდების დასაბეგრი ბრუნვები. პირს, დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 942 623 ლარი, რომელიც დათვლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და საბანკო ანგარიშების ამონაწერების მიხედვით. 1 643 774 ლარი არის დოკუმენტური რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, დანარჩენი არის დოკუმენტის გარეშე მიღებული შემოსავალი, აღებული სესხი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები. შესამოწმებელ პერიოდში კი ხარჯმა შეადგინა 1 434 975 ლარი, აქედან 1 234 621 ლარი შეადგენს დოკუმენტურ შეძენას, 151 942 ლარი ბანკში ფიქსირდება, როგორც სასესხო ვალდებულებების გადახდები და საკომისიო მოსაკრებლები. შემოწმებისას განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლის და ხარჯების შეპირისპირება და განისაზღვრა ფულის ნაშთი - 506 777 ლარით, რომელიც არ აღმოჩნდა გადამხდელის სალაროში ან საბანკო ანგარიშებზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დადგენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 7.11.2025 წლის №24610 ბრძანება და №083-39 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.01.2026 წლის №15 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) შეისწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯი განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.01.2026 წლის №15 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მაისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებდა 87 124 ლარით (გადასახადი 58 083, ჯარიმა 29 041). აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 11.06.2026 წლის №12814 ბრძანება და №083-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.08.2026 წლის №17817 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 304-ე მუხლის 21 ნაწილით და მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილ სხვაობასთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე, საგადასახადო შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი გაანგარიშების შესწავლა თანდართული დოკუმენტებით, რომლის საფუძველზეც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა დარიცხული დამატებითი ღირებულების გადასახადი და ჯარიმის თანხა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, რომლითაც გადამხდელი ითხოვს ფულის ნაშთში ავტომობილის ექსპლუატაციის ხარჯის გათვალისწინების, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი თავდაპირველად მის საკუთრებაში არსებული ავტომობილების (სახ. ნომრებით ------- და -------) გავლილ მანძილად ასახელებდა 675 000 კმ, ხოლო ბოლოს წარმოდგენილ საჩივარში მოცემული მანძილი დააკორექტირა და მიუთითა 75 000 კილომეტრი. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, კომპანიამ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა გადამხდელის მიერ დათვლილი მანძილის რეალურობას. პირიქით, ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ვერ შეძლო იმ რეისების შესახებ ინფორმაციის მიღება, რომლებიც განხორციელდა გაწეული მომსახურების ფარგლებში. შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გამოყენებით, შესწავლილ იქნა სასაქონლო ზედნადებები შპს-ის კუთვნილი ავტომობილების მიერ გავლილი მანძილის დასადგენად. აღნიშნული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტომობილების (სახელმწიფო ნომრებით: ------- და -------) მიერ გავლილი მანძილი ჯამურად შეადგენს 38 930 კილომეტრს. აღნიშნულ მაჩვენებელთან მიმართებაში რელევანტურად იქნა მიჩნეული ის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ, კერძოდ: 19 ცალი საბურავი, 18 626 ლიტრი დიზელის საწვავი, 150 ლიტრი ძრავის ზეთი და ასევე სხვადასხვა სახის ავტომობილისთვის აუცილებელი მომსახურება თუ ნაწილები. გარდა ამისა, შპს „-------“ აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე, ფიზიკური პირებისაგან შეიძინა დაზიანებული ავტომობილები ნაწილებად გამოყენების მიზნით. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები და ფოტომასალა, რის საფუძველზეც კომპანია ითხოვს აღნიშნული ხარჯების საწარმოს ხარჯებად აღიარებას, თუმცა, ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისას, მითითებულმა ფიზიკურმა პირებმა უარყვეს მათი კავშირი როგორც აღნიშნულ ავტომობილებთან, ასევე, მათ შესაძლო გასხვისებასთან. დამატებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არცერთ მათგანს არ უფიქსირდებოდა საკუთრებაში რაიმე ტიპის სატრანსპორტო საშუალება. ამასთანავე, აღნიშნული ავტომობილები არ ირიცხება შპს-ს საკუთრებაში და არ არის ასახული მის ბალანსზე. ასევე დაუდგენელია სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), მიმდინარე ან ყოფილი მესაკუთრეები. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ უზრუნველყოფს ხარჯების დასაბუთებას და მათი აღიარების საფუძველს.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

აგრეთვე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. არ ეთანხმება დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილ სხვაობას. მიაჩნია, რომ სადავო დარიცხვები ამ ნაწილში დამატებით საჭიროებს დაზუსტებას/კორექტირებას, რაზედაც მასალებს დამატებით წარმოადგენს. შესაბამისად ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები არ არის სწორი და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

2. უნდა აღინიშნოს, რომ შესამოწმებელ პერიოდში 1.01.2022 წლიდან 1.05.2025-მდე საწარმოს მიერ გაწეული იქნა სატრანსპორტო მომსახურება, რა დროსაც გადამხდელის მიერ გაწეული იქნა სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის:

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მფლობელობაში არსებული ავტომანქანით გავლილი იქნა სულ 75000 კმ, აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტურად შეძენილი იქნა სულ 17561 ლიტრი დიზელის საწვავი; მოცემულ შემთხვევაში ნორმის მიხედვით საწვავის ხარჯი არის სულ 25000 ლიტრი დიზელის საწვავი; შესაბამისად 7440 ლიტრი დიზელის საწვავი შეძენილი იქნა ნაღდი ანგარიშსწორებით (თანხით 22000 ლარი), რაც შემოწმების მიერ ხარჯებად არ იქნა აღიარებული;

გარდა აღნიშნულისა, შესამოწმებელ პერიოდში ავტომანქანებით მომსახურებისათვის შეძენილი იქნა სულ 45 ცალი საბურავი, საიდანაც ნაღდ ანგარიშზე გადახდილი იქნა სულ 48000 ლარი - რაც შემოწმების მიერ ხარჯებად არ იქნა აღიარებული, ხოლო დოკუმენტებით შეძენილი იქნა სულ 17 ცალი საბურავი, რაშიც გადახდილი იქნა 14040 ლარი;

ასევე, არსებული ნორმების გათვალისწინებით შეძენილი/გამოცლილი იქნა გადაცემათა კოლოფის ზეთი სულ 60 ლიტრი, თანხით 1500 ლარი; საიდანაც დოკუმენტურად შეძენილი საერთოდ არ ყოფილა:

ასევე, არსებული ნორმების გათვალისწინებით შეძენილი/გამოცლილი იქნა ძრავის (ე.წ. „მოტორის“) ზეთი სულ 207 ლიტრი, თანხით 4074,3 ლარი, საიდანაც დოკუმენტურად შეძენილი იქნა სულ 207 ლიტრი, თანხით 4074,3 ლარი;

გარდა აღნიშნულისა, შეძენილი იქნა მეორადი ავტონაწილები (ავტომანქანის კუზაო, მოტორი და სხვა), რაშიც ნაღდ ანგარიშზე გადახდილი იქნა სულ 46000 ლარი - რაც შემოწმების მიერ ხარჯებად არ იქნა აღიარებული;

მოცემულ შემთხვევაში მეორადი ავტონაწილები შეძენილი იქნა -------, -------, ეს შესყიდვები არ არის გათვალისწინებული, ------- აქვს ------- დაშლილების მაღაზია.

ზემოაღნიშნული ხარჯები არ იქნა გათვალისწინებული გამოქვითვებში, რაც არასწორია.

დასახელებული თანხებით უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, შესაბამისად უნდა შემცირდეს სადავო დარიცხვები.

საწარმოს საკუთრებაში გააჩნია 2 (ორი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება და სწორედ მათი გამოყენებით ახდენს მომსახურების მიწოდებას, არაერთი ე.წ. „რეისი“ აქვს შესრულებული და ამ მიზნით გაწეული იქნა გარკვეული ხარჯები, რომლის დიდი ნაწილიც არ იქნა გაზიარებული. შესამოწმებელ პერიოდში ავტომანქანების ხარჯების დადგენის ნაწილში საგადასახადო ორგანოს უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია (სსკ-ის 70-ე მუხლი) მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიებიდან და აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა შეემცირებინა სალაროს ნაშთი - რაც არ იქნა დაცული სადავო აქტების მიღების დროს.

მისი გაანგარიშებით (უხეში დათვლით) შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს სალაროს ნაშთი შეადგენს 58884 ლარს და არა სხვა თანხებს, როგორც ეს გასაჩივრებულ აქტებში არის მითითებული.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების 8.01.2026 წლის №15 აღსრულების შედეგებზე საჩივრის განხილვის დროს გადამხდელი აღნიშნავდა რომ მეორე სადავო საკითხი საერთოდ არ შესწავლილა და ამ ნაწილში სადავო 18.05.2026 წლის დასკვნაში არაფერია ნათქვამი; სადავო საკითხზე საერთოდ არ მსჯელობს შემმოწმებელი; მხოლოდ საჩივრის განხილვის ეტაპზე ზეპირი საუბრები - სათანადო შესწავლის/გამოკვლევის გარეშე, რომელიც საქმის მასალებთან აშკარად შეუსაბამოა, არ უნდა იქნეს გაზიარებული.

შემმოწმებლის არგუმენტები, მასზედ, რომ სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯების გათვალისწინება იმიტომ არ ხდება რომ გამყიდველებმა ასეთი არ/ვერ დაადასტურა, ან კიდევ ნაავარიები ავტომანქანის, მეორადი ძრავის რეგისტრაციის მასალები არ არის; ან კიდევ ნაავარიები ავტომანქანის, მეორადი ძრავის ბოლო მესაკუთრეები არ ფიქსირდება, არასწორია. გადამხდელს მუშა მდგომარეობაში ავტომანქანა, ან კიდევ ძრავი არ შეუძენია რომ მათი რეგისტრაცია მოეხდინა; ეს იყო ექსპლუატაციაში უკვე ნამყოფი ნაავარიები ავტომანქანა, მეორადი ძრავი, რომლიც მხოლოდ სათადარიგო მიზნით იქნა შეძენილი და მისი საკუთრება არ მოითხოვება - რაც არ იქნა გათვალისწინებული; შემოწმებას არ დაუდგენია ის, რომ გადამხდელის მიერ სათადარიგო ნაწილები დოკუმენტურად არის საკმარისად შეძენილი და დამატებით კიდევ არ არის საჭირო მეორადი სათადარიგო ნაწილების (ნაავარიები ავტომანქანის, მეორადი ძრავის) გათვალისწინება - ანუ მარტივად რომ თქვას გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი აქვს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და ამიტომ არ მოხდა მისი გაზიარება - ასეთი საქმის მასალებით არ დასტურდება; ასევე უნდა აღინიშნოს, სატრანსპორტო მომსახურების სხვა ხარჯებთან მიმართებაშიც (შემმოწმებელზე წარდგენილი იქნა სასაქონლო ზედნადებების რეესტრი - გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით - გავლილი მანძილის დასადგენად, რომ შესაბამისად საწვავის; ასევე ძრავის, გადაცემათა კოლოფის ზეთების; საბურავების ხარჯები რომ დათვლილიყო. ვთვლით რომ სატრანსპორტო მომსახურების ხარჯების ნაწილში გადამხდელის არგუმენტები შემმოწმებლის მიერ სათანადოდ ვერ იქნა გაქარწყლებული, მხოლოდ ზეპირი განმარტებები სადავო/გასაჩივრებული აქტების დასაბუთებისათვის არ არის საკმარისი და იგი არ უნდა იქნეს გაზიარებული.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სალაროს ნაშთი მოითხოვს დაზუსტებას/კორექტირებას და შესაბამისად ამ ნაწილში უნდა შემცირდეს სადავო დარიცხვები; შესაბამისად მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები არ არის სწორი და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

3. თუ სანქციის სახით კიდევ დამატებით (71270.28 + 39169.42) 110000 ლარზე მეტი თანხების გადახდაზე მოედავება საგადასახადო ორგანო, იგი მომავალში ვეღარ შეძლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც კიდევ უფრო მეტ ახალ გაუგებრობას და პრობლემას წარმოშობს მომავალში; ტვირთი საკმაოდ დიდია და აღნიშნული საქმიანობის პარალიზებას იწვევს კომპანიაში – ყველა თანმდევი შედეგით. ფიქრობს ეს არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს; სანქციის ნაწილში სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა თუ არა პირი – მარტო ამ მიდგომით მსჯელობა არ არის საკმარისი; სანქციის გამოყენების/არგამოყენების თაობაზე მსჯელობისას მიზანშეწონილობის საკითხის უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს; რამდენად მოიტანს სიკეთეს სანქციისაგან გადამხდელის გათავისუფლებაზე უარი – ხომ არ მოხდება კომპანიის საქმიანობის პარალიზება, დაიკარგება სამუშაო ადგილები, დაიწყება და გაგრძელდება წლების განმავლობაში სასამართლო დავები თანხების გადახდის/დაკისრების მოთხოვნით და ამ ნაწილში იქნება დამატებით სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯები, რომ არაფერი არ ვთქვათ დავის პერიოდში გასაჩივრებული აქტებით გადამხდელზე დამატებით დარიცხული კუთვნილი ძირითადი თანხების გადახდის შეჩერებაზე – იმის გამო რომ სახელმწიფომ დამატებით სანქციის სახით მიიღოს თანხები გადამხდელისაგან. ვფიქრობთ ამ ნაწილში გასაჩივრებული აქტები საერთოდ დაუსაბუთებელი და არასწორია და მისი მიღების დროს არ არის გათვალისწინებული ის, თუ რა იქნება ასეთი ქმედების შედეგები მომავალში. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ეს საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი/გამოკვლეული გასაჩივრებული აქტების მიღების დროს.

მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7-ე ნაწილის თანახმად უნდა განთავისუფლდეს ზემოთ აღნიშნული გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციებისაგან (ჯარიმისაგან და საურავისაგან).

გადასახადის გადამხდელის და სახელმწიფოს ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის ვალდებულებიდან (ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 51.1.ბ მუხლი), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, შემმოწმებელს უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება (რაზეც ზემოთ ისაუბრა) და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზემოთ აღნიშნული დარღვევების არ არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება სზაკ-ის 601 მუხლი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 8.01.2026 წლის №15 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯი განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 8.01.2026 წლის №15 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მაისის დასკვნის მიხედვით:

1. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილ სხვაობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტირებული გაანგარიშება თანდართული დოკუმენტებით, რომლის საფუძველზეც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმის თანხა.

2. ფულის ნაშთის გაანგარიშების ნაწილში ხარჯის გათვალისწინების მიზნით, გადამხდელის მიერ წარდგენილ არგუმენტირებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შპს „-------“ შეუმცირდა მიღებული შემოსავალი, რის საფუძველზეც განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 20.08.2026 წლის №80014-21-14 წერილის მიხედვით:

თავდაპირველად, კომპანია მის საკუთრებაში არსებული ავტომობილების (სახ. ნომრებით ------- და -------), გავლილ მანძილად ასახელებდა 675 000 კმ, ხოლო ბოლოს წარდგენილ საჩივარში მოცემული მანძილი დააკორექტირა და მიუთითა 75 000 კილომეტრი, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, კომპანიამ ვერ წარადგინა რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა გადასახადის გადამხდელის მიერ დათვლილი მანძილის რეალურობას. პირიქით, სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ვერ შეძლო იმ რეისების შესახებ ინფორმაციის მიღება, რომლებიც განხორციელდა გაწეული მომსახურების ფარგლებში. შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების გამოყენებით, შესწავლილ იქნა სასაქონლო ზედნადებები საწარმოს კუთვნილი ავტომობილების მიერ გავლილი მანძილის დასადგენად. აღნიშნული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტომობილების (სახელმწიფო ნომრები: ------- და -------) მიერ გავლილი მანძილი ჯამურად შეადგენს 38 930 კილომეტრს. აღნიშნულ მაჩვენებელთან მიმართებაში რელევანტურად იქნა მიჩნეული ის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რაც გათვალისწინებულ იქნა მის მიერ, კერძოდ: 19 ცალი საბურავი, 18 626 ლიტრი დიზელის საწვავი, 150 ლიტრი ძრავის ზეთი და ასევე სხვადასხვა სახის ავტომობილისთვის აუცილებელი მომსახურება თუ ნაწილები. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე, ფიზიკური პირებისაგან შეიძინა დაზიანებული ავტომობილები, ნაწილებად გამოყენების მიზნით. აღნიშნულის დასადასტურებლად თავდაპირველად, კომპანია მის საკუთრებაში არსებული ავტომობილების (სახ. ნომრებით ------- და -------), გავლილ მანძილად ასახელებდა 675 000 კმ, ხოლო ბოლოს წარდგენილ საჩივარში მოცემული მანძილი დააკორექტირა და მიუთითა 75 000 კილომეტრი, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, კომპანიამ ვერ წარადგინა რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა გადასახადის გადამხდელის მიერ დათვლილი მანძილის რეალურობას. პირიქით, სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ვერ შეძლო იმ რეისების შესახებ ინფორმაციის მიღება, რომლებიც განხორციელდა გაწეული მომსახურების ფარგლებში. შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების გამოყენებით, შესწავლილ იქნა სასაქონლო ზედნადებები საწარმოს კუთვნილი ავტომობილების მიერ გავლილი მანძილის დასადგენად. აღნიშნული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტომობილების (სახელმწიფო ნომრები: ------- და -------) მიერ გავლილი მანძილი ჯამურად შეადგენს 38 930 კილომეტრს. აღნიშნულ მაჩვენებელთან მიმართებაში რელევანტურად იქნა მიჩნეული ის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რაც გათვალისწინებულ იქნა მის მიერ, კერძოდ: 19 ცალი საბურავი, 18 626 ლიტრი დიზელის საწვავი, 150 ლიტრი ძრავის ზეთი და ასევე სხვადასხვა სახის ავტომობილისთვის აუცილებელი მომსახურება თუ ნაწილები. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე, ფიზიკური პირებისაგან შეიძინა დაზიანებული ავტომობილები, ნაწილებად გამოყენების მიზნით. აღნიშნულის დასადასტურებლად

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა, მან ვერ წარმოადგინა საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოთ დასახელებული არგუმენტების გამაბათილებელი სათანადო არგუმენტები ან შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 8.01.2026 წლის №15 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 8.01.2026 წლის №15 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას განხორციელებული აქვს როგორც გადაზიდვის მომსახურება, ასევე, ნავთობის ბიტუმისა და ინერტული მასალების მიწოდება. კომპანიას ასევე აქვს დამატებით მიღებული შემოსავალი, რომელზეც არ არის დოკუმენტი გამოწერილი. შესამოწმებელ პერიოდში გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების მიერ გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვებს შორის. პირს, დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

2. შემოწმებისას განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლის და ხარჯების შეპირისპირება და განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც არ აღმოჩნდა გადამხდელის სალაროში ან საბანკო ანგარიშებზე. შემოწმების მიერ დადგენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 8.01.2026 წლის №15 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159; 269(7)