ბრძანება N 20427
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20427
17 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------------ის (ს/ნ -------------------)
(ფაქტ. მის.: ----------------------------;
იურ. მის.: ------------------------------)
2025 წლის პირველი აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა ი/მ ------------ის (ს/ნ -------------------) 2025 წლის პირველი აგვისტოს №97313/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 ივლისის №071-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებით დარიცხული თანხა არ იყო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოშობილი. საბანკო ამონაწერები, რასაც აუდიტის დეპარტამენტი დაეყრდნო გაანგარიშების დროს არ შეესაბამება რეალობას და სავარაუდოდ გაყალბებულია. ასევე დარიცხული გადასახადები ეყრდნობა 2015 წელს გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნას, ბრძანებას და საგადასახადო შემოწმების აქტს, რომლის ადრესატისთვის ჩაბარება სამივე ინსტანციის სასამართლომ არ ცნო კანონიერად. შესაბამისად, აღნიშნული აქტების გამოყენება, დარიცხული გადასახადების გადახდის მოთხოვნა არაა კანონიერი და საფუძვლიანი. ასევე განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანო ედავება 2008-2010 წლების მონაცემებს, რომელთა მიმართ საგადასახადო მოთხოვნის წარმოშობიდან გასულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რის შემდეგაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ყველა ქმედება მისი ბათილობის საფუძველია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მაისის №10748 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ---------------ის (ს/ნ -------------------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ------------ის (ს/ნ -------------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ასევე, საბაჟო დეპარტამენტიდან გამოითხოვოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სასაქონლო/საბაჟო დეკლარაციები, მასთან დაკავშირებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა) და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გაუქმდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მაისის №10748 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 4 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 48 287 ლარი, მათ შორის: გადასახადი 17 626 ლარი, ჯარიმა 30 661 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 15 ივლისის №071-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო/საბაჟო დეკლარაციები. 2012 წელს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის გათვალისწინებით, მეწარმის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ განხორციელებულ საბაჟო ოპერაციებზე დარიცხული დღგ გადაანგარიშებით დაემატა დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს. ვინაიდან ჩაუთვლელი დღგ-ის თანხა შემოწმების აქტით გათვალისწინებული იყო გამოსაქვით ხარჯებში, მიმდინარე გადაანგარიშების პროცესში ჩათვლილი დღგ-ის თანხით შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. ამასთან, გადაანგარიშებაში გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილები, შესაბამისად გადამხდელს გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ასევე, შესწავლილ იქნა 2018 წლის 21 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ჯარიმის თანხა კორექტირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, 2012 წელს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის გათვალისწინებით, მეწარმის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ განხორციელებულ საბაჟო ოპერაციებზე დარიცხული დღგ გადაანგარიშებით დაემატა დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს. ვინაიდან ჩაუთვლელი დღგ-ის თანხა შემოწმების აქტით გათვალისწინებული იყო გამოსაქვით ხარჯებში, მიმდინარე გადაანგარიშების პროცესში ჩათვლილი დღგ-ის თანხით შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. გადამხდელს ასევე გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ასევე, შესწავლილ იქნა 2018 წლის 21 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ჯარიმის თანხა კორექტირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------------ის (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებით დარიცხული თანხა არ იყო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოშობილი. დარიცხული გადასახადები ეყრდნობა 2015 წელს გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნას, ბრძანებას და საგადასახადო შემოწმების აქტს, რომლის ადრესატისთვის ჩაბარება სამივე ინსტანციის სასამართლომ არ ცნო კანონიერად. შესაბამისად, აღნიშნული აქტების გამოყენება, დარიცხული გადასახადების გადახდის მოთხოვნა არაა კანონიერი და საფუძვლიანი.საგადასახადო ორგანო ედავება 2008-2010 წლების მონაცემებს, რომელთა მიმართ საგადასახადო მოთხოვნის წარმოშობიდან გასულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რის შემდეგაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ყველა ქმედება მისი ბათილობის საფუძველია.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №10748 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივრები. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ასევე, საბაჟო დეპარტამენტიდან გამოითხოვოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გაუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);
შემოსავლების სამსახურის №10748 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 48 287 ლარი, მათ შორის: გადასახადი 17 626 ლარი, ჯარიმა 30 661 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №071-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);