გადაწყვეტილება №20183/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 27.07.2023
№ დოკუმენტი 20183/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20183/2/2023

27.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №20183/2/2023

მომჩივანი: --- ----------ი (პ/ნ ------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ----------ის 4.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20183/2/2023).

დავის საგანი:

საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 28.11.2022 წლის №ELC18681 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10770 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის მომჩივანს 28.11.2022 წლის №ELC18681 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.05.2023 წლის №10770 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 6.07.2023 წლის №65497-21-02 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10770 ბრძანება მომჩივანს ჩაბარდა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით პირადად 10.06.2023 წელს.

აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადა (მე-20 დღე) იყო 30.06.2023 წელი. ხოლო, საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია საფოსტო დაწესებულების მეშვეობით (საფოსტო დაწესებულებაში ჩაბარებულია 3.07.2023 წელს) 4.07.2023 წელს მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

მომჩივანმა 6.07.2023 წელს სატელეფონო კომუნიკაციისას განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ჩაბარებული აქვს 16.06.2023 წელს და განმარტა, რომ წარმოადგენდა აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებას, თუმცა მომჩივანს საჩივრის განხილვის მომენტისთვის მისი არგუმენტის დამადატურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10770 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და ამასთან არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის მომჩივანს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №10770 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის №10770 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და ამასთან არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44(6 „ა“); 299(10 ); 301( „ე“ ); 305(1);

ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:165;