დაქირავებულ პირთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ პროცედურული სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ

ბრძანება 25.06.2021
№ დოკუმენტი 20704
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება N 20704

25/06/2021

დაქირავებულ პირთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ პროცედურული სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს პროცედურული სახელმძღვანელო „დაქირავებულ პირთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ“ თანდართული რედაქციით.

2.ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დაქირავებულ პირთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 05 მარტის

№5857 ბრძანება.

3.ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ლევან კაკავა

სამსახურის უფროსი

შემოსავლების სამსახური

პროცედურული სახელმძღვანელო დაქირავებულ პირთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ

თბილისი

2021 წელი

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1683201276609 {margin-left: 5pt; margin: 0 auto !important; }დოკუმენტის სახე

პროცედურული სახელმძღვანელო

ავტორი

საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტი

მომხმარებელი

შემოსავლების სამსახურის:

-საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

სარჩევი

სარჩევი .

თავი I - ზოგადი დებულებები

მუხლი 1. სახელმძღვანელოს გამოცემისა და შემუშავების საფუძველი

მუხლი 2. სახელმძღვანელოს მიზანი და რეგულირების სფერო

მუხლი 3. სახელმძღვანელოს მომხმარებელი

მუხლი 4. ვალდებულება

მუხლი 5. პასუხისმგებლობა

II თავი - დაქირავებულ პირთა რეესტრი და მონაცემების წარდგენა

მუხლი 6. დაქირავებულ პირთა რეესტრი

მუხლი 7. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა

III თავი - დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების დამუშავება

მუხლი 8. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების დამუშავება რისკის პროგრამულ მოდულში.

მუხლი 9. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის პროცესი

მუხლი 10. დამქირავებელი პირის დავალების მართვის პროგრამული მოდულით გამოვლენა

მუხლი 11. კომუნიკაციის განხორცილების პროცესი და შედეგები

მუხლი 12. შერჩევითი გამოვლენით - დავალების მართვის პროგრამული მოდულში დავალების მიღების გარეშე

მუხლი 13. დამქირავებელი პირის ობიექტზე გასვლის პროცესი და შედეგები

IV თავი-საგადასახადო ვალდებულება და პასუხისმგებლობის ზომები

მუხლი 14. სანქციის შეფარდება

V თავი-სპეციალური წესები

მუხლი 15. განსაკუთრებული გარემოებების განსაზღვრა

მუხლი 16. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის პროცესის შეჩერება

მუხლი 17. აცილება (თვითაცილება)

მუხლი 18. დასკვნითი დებულებები

დანართი N1

თავი I - ზოგადი დებულებები

მუხლი 1. სახელმძღვანელოს გამოცემისა და შემუშავების საფუძველი

1. სახელმძღვანელო გამოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 112 მუხლის და N994 ბრძანების “მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” 3719 და 3720 მუხლის საფუძველზე.

2. სახელმძღვანელო შემუშავებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 ოქტომბრის №29255 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტების პროცედურული სახელმძღვანელოს ფორმის, მისი შემუშავებისა და გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების“ შესაბამისად.

 

მუხლი 2. სახელმძღვანელოს მიზანი და რეგულირების სფერო

1. სახელმძღვანელოს მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრის (შემდგომში - რეესტრი) ფორმის, რეესტრში ასასახი ინფორმაციის განსაზღვრის, რეესტრში ასასახი ინფორმაციის ასახვის, რედაქტირების, ასახული ინფორმაციის კონტროლის პროცესის განხორციელებისთვის საჭირო წესების და მეთოდების უზრუნველყოფა.

2. სახელმძღვანელო არეგულირებს დაქირავებულ პირთა რეესტრის ფორმის და მასში ასასახი ინფორმაციის კონტროლის განსაზღვრის და საოპერაციო დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურას.

3. დაქირავებულ პირთა რეესტრის წარმოების პროცესში ჩართული უფლებამოსილი თანამშრომელი დამოუკიდებელია სახელმძღვანელოთი განსაზღვრული მითითების შესრულების პროცესში.

 

მუხლი 3. სახელმძღვანელოს მომხმარებელი

სახელმძღვანელო განკუთვნილია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის.

 

მუხლი 4. ვალდებულება

1. სახელმძღვანელოს მომხმარებლებისთვის სახელმძღვანელოში აღწერილი პროცედურების შესრულება სავალდებულოა.

2. თუ თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ იყენებს პროცედურულ სახელმძღვანელოს მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილების ან სხვა მიზეზის გამო სახელმძღვანელოში აღწერილი პროცედურები აღარ შეესაბამება მოქმედი ნორმატიული აქტების დებულებებს, იგი ვალდებულია, მიმართოს ხელმძღვანელს და სახელმძღვანელოში სათანადო ცვლილებების შეტანამდე, იხელმძღვანელოს მოქმედი ნორმატიული აქტების დებულებებით.

 

მუხლი 5. პასუხისმგებლობა

სახელმძღვანელოში აღწერილი პროცედურების შესრულების წესის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, მისი თანამდებობისათვის მიკუთვნებულ ფუნქციათა ერთობლიობის ფარგლებში.

 

II თავი - დაქირავებულ პირთა რეესტრი და მონაცემების წარდგენა

 

მუხლი 6. დაქირავებულ პირთა რეესტრი

1. რეესტრის ფორმა მოიცავს დაქირავებულ პირთა შესახებ მონაცემების შესაბამის მაიდენტიფიცირებელ ველებს და შედგება ორი ცხრილისგან.

2. „დაქირავებულ პირთა აქტიური ფორმა“ (დანართი N1) აისახება აქტიური სტატუსის მქონე დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია.

3. „დაქირავებულ პირთა ისტორია“ (დანართი N2) აისახება შეწყვეტილი/შეჩერებული სტატუსის მქონე დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია.

4. რეესტრის ფორმის ველებში ინფორმაცია ივსება მათი დასახელებების მიხედვით:

პირადი ნომერი - მიეთითება დაქირავებული პირის პირადი ნომერი.

დაქირავებული - მიეთითება დაქირავებული პირის სახელი და გვარი.

სქესი - ასარჩევი ველიდან მიეთითება დაქირავებული პირის სქესი: მამრობითი ან მდედრობითი.

მოქალაქეობა - ასარჩევი ველიდან მიეთითება დაქირავებული პირის მოქალაქეობა. დაბადების თარიღი - მიეთითება დაქირავებული პირის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე წელი).

ტელეფონი - მიეთითება დაქირავებული პირის მობილური ტელეფონის ნომერი. სამუშაო განაკვეთი - ასარჩევი ველიდან მიეთითება დაქირავებული პირის სამუშაო განაკვეთის სიდიდე: სრული ან ნახევარი;

რეესტრში შეტანის თარიღი - ივსება ავტომატურად და მიეთითება მონაცემების გადმოგზავნის თარიღი.

სტატუსი - ასარჩევი ველიდან მიეთითება დაქირავებული პირის მდგომარეობა: აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი.

- აქტიური სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;

- შეჩერებული სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც დროებით ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას და ამავდროულად შრომითი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი აღემატება 90 კალენდარულ დღეს, მაგ. თუ დადგა საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება (გაფიცვა, ლოკაუტი, ანაზღაურების გარეშე შვებულება, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო და ა.შ.)

- შეწყვეტილი სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელთანაც შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.

სტატუსის შეწყვეტა/შეჩერების თარიღი - მიეთითება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის/შეჩერების თარიღი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სტატუსის ველში ფიქსირდება შეჩერებული ან შეწყვეტილი სტატუსი.

სტატუსის გააქტიურების თარიღი - მიეთითება შეწყვეტილი/შეჩერებული სტატუსის გააქტიურების თარიღი.

რედაქტირება - მიეთითება აღნიშვნა, თუ დაქირავებული პირის მონაცემებში განხორციელებულია რედაქტირება.

5. „დაქირავებულ პირთა აქტიურ ფორმაში“ სტატუსის რედაქტირებისას, თუ პირს მიენიჭება სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი, ჩანაწერი ავტომატურად გადადის ჩანართში „დაქირავებულ პირთა ისტორია“. ანალოგიურად გადმოდის ჩანაწერი „დაქირავებულ პირთა ისტორია“-დან „დაქირავებულ პირთა აქტიურ ფორმაში“, თუ სტატუსი დარედაქტირდა აქტიური სტატუსით.

6. დაქირავებულ პირთა რეესტრში მონაცემების გადატანა შესაძლებელია ასატვირთი excel ფაილის საშუალებით.

 

დანართი N1- დაქირავებულ პირთა აქტიური ფორმა

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1683202375569 {margin-left: 6.45pt; margin: 0 auto !important; }დაქირავებული პირის

 

სამუშაო განაკვეთი

 

რეესტრში შეტანის თარიღ ი

 

სტატუსი

 

სტატუსის გააქტიურების თარიღ ი

 

რედაქტირება

 

პირადი ნომერი

სახელი

გვარი

სქესი

მოქალაქეობა

დაბადების თარიღ ი

ტელეფ ონი

 

დანართი N2- დაქირავებულ პირთა ისტორია

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1683202391540 {margin-left: 4.95pt; margin: 0 auto !important; }და ქირა ვებ ული პირის

 

სა მუშა ო გა ნა კვეთი

 

რეესტრში შეტა ნის ტა რიღ ი

 

სტა ტუსი

სტატუსის შეწყვეტა / შეჩერებ ის თა რიღ ი

 

სტა ტუსის

გა ა ქტიურებ ის თა რიღ ი

 

რედა ქტირებ ა

 

პირადი ნომერი

 

სა ხელი

 

გვა რი

 

სქესი

 

მოქა ლა ქეობ ა

დაბ ა დებ ის თა რიღ ი

 

ტელეფ ონი

 

მუხლი 7. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა

1. დამქირავებელი პირის მიერ დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა არის პროცესი, როდესაც დამქირავებელი პირი დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციას ასახავს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე (eservices.rs.ge) პირადი ავტორიზებული გვერდიდან.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია აისახება „დაქირავებულ პირთა რეესტრში“.

3. დაქირავებული პირის შესახებ მონაცემების შენახვისას, ინფორმაცია ავტომატურად აისახება შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზის სპეციალურ მოდულში „დაქირავებულ პირთა რეესტრი“.

 

III თავი - დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების დამუშავება

 

მუხლი 8. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების დამუშავება რისკის პროგრამულ მოდულში

1. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული ინფორმაციის სისწორეზე მოქმედებს წინასწარ გაწერილი რისკის ინდიკატორ(ებ)ი.

2. დამქირავებელი პირის მიერ, დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული ინფორმაცია ავტომატურად აისახება დაქირავებულ პირთა რეესტრის რისკის პროგრამულ მოდულში (შემდგომში - რისკის პროგრამული მოდული).

3. რისკების პროგრამული მოდულის მეშვეობით ყოველდღიურ რეჟიმში იდენტიფიცირდება ის დამქირავებელი პირ(ებ)ი, რომლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციაც ჩაითვალა რისკიანად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოვლენილი დამქირავებელი პირის შესახებ ინფორმაცია შემდგომი შესწავლის მიზნით გადადის დავალების მართვის პროგრამულ მოდულში, რის შედეგადაც სრულდება რისკიანი მონაცემების გამოვლენის პროცესი.

 

მუხლი 9. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის პროცესი

1. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის პროცესი (შემდგომში - შესწავლის პროცესი) გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, სამუშაო განაკვეთი და სხვა) შესახებ ინფორმაციის ანალიზს.

2. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის პროცესი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის (შემდგომში - შემსრულებელი) მიერ შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) დავალების მართვის პროგრამულ მოდულში დავალების მიღებით;

ბ) შერჩევითი გამოვლენით - დავალების მართვის პროგრამულ მოდულში დავალების მიღების გარეშე.

3. შემსრულებლის მიერ, გადასახადის გადამხდელის სამოქმედო ტერიტორიაზე (ობიექტზე), ამ სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას, თუ გამოვლინდა გარემოება, რომელიც, შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს გადამხდელის საინფორმაციო ბარათის მიმართ შეუსაბამო მონაცემზე ან/და არარეგისტრირებულ პირზე კანონშესაბამისობის პროცედურის განხორციელების საფუძვლად, შემსრულებელი ხელმძღვანელობს

„მონაცემთა ხარისხის კონტროლის პროცესში გამოვლენილი შეუსაბამო მონაცემების მართვის შესახებ“ ან/და „არარეგისტრირებულ პირთა გამოვლენის შესახებ“ სახელმძღვანელოებით დადგენილი წესით.

 

მუხლი 10. დამქირავებელი პირის დავალების მართვის პროგრამული მოდულით გამოვლენა

1. შემსრულებლის მიერ შესწავლის პროცესი იწყება დავალების მართვის პროგრამულ მოდულში დავალების მიღებით.

2. დავალების მართვის პროგრამულ მოდულში შემსრულებელს დავალება ეწერება ყოველდღიურად, თუ დავალების განაწილების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედება იწყება შემდეგ სამუშაო დღეს.

3. შემსრულებელი მიღებულ დავალებაზე ნამოქმედარი რისკის ინდიკატორების გათვალისწინებით შეისწავლის იმ გარემოებას, რომლის საფუძველზეც დამქირავებელი პირი ჩაითვალა რისკიანად.

4. შემსრულებელი უფლებამოსილია, დამქირავებელი პირის შესახებ დამატებით შეისწავლოს ის ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია გავლენას ახდენდეს რისკის შემცველი მონაცემების შემცირების პროცესზე (მ.შ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას, მესამე პირისგან წარმოდგენილ ინფორმაციას და ა.შ).

5. ამ მუხლის მიზნებისათვის შესწავლის პროცესს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით.

6. დავალების მართვის მოდულში მიღებული დავალება აისახება შემდეგი სახით:

ა) უნიკალური კოდი, საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) გადასახადის გადამხდელის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, სტატუსი;

გ) დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ შესაბამისი რისკის ინდიკატორების მოქმედებით დაიდენტიფიცირებული მონაცემები;

დ) საკონტაქტო ინფორმაცია; ე) თარიღი;

ვ) კომუნიკაციის შედეგი (უკუკავშირი); ზ) შემსრულებელი და სხვა.

7. შემსრულებელი ვალდებულია დავალების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს დავალების დასრულება.

 

მუხლი 11. კომუნიკაციის განხორცილების პროცესი და შედეგები

1. შემსრულებელი, დავალების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამყარებს კომუნიკაციას დამქირავებელ პირთან.

2. შემსრულებელი უფლებამოსილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსთან/მოადგილესთან, სამმართველოს უფროსთან/მოადგილესთან (შემდგომში - ხელმძღვანელი) შეთანხმებით გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა და სხვა არხები.

3. კომუნიკაცია მყარდება დამქირავებელი პირის უფლებამოსილ წარმომადგენელთან, რა დროსაც შემსრულებლის მიერ ზუსტდება რისკის შემცველი მონაცემების სისწორის არსებითობა.

4. კომუნიკაციის შედეგად, დამქირავებელი პირის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც აისახება დავალების მართვის პროგრამაში, განსაზღვრავს შემდგომ განსახორციელებელ ქმედებებს, კერძოდ:

ა) იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელმა პირმა წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება და რეესტრში ასახული ინფორმაცია აღმოჩნდა სწორი, რისკი ითვლება გაქარწყლებულად - დავალება იხურება.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელმა პირმა 5 სამუშაო დღის ვადაში ასახა ან/და დაარედაქტირა რეესტრში ასახული ინფორმაცია, რაც შესაბამისობაშია შემოსავლების სამსახურში მასზე არსებულ მონაცემებთან, რისკი ითვლება გაქარწყლებულად - დავალება იხურება.

გ) იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელმა პირმა არ ასახა ან/და არ დაარედაქტირა და ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება რეესტრში ასახული ინფორმაციის სწორად მიჩნევისათვის, რისკი არ ითვლება გაქარწყლებულად - დავალება არ იხურება.

5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, თუ შემსრულებელი დამქირავებელ პირთან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ვერ მოახდენს კომუნიკაციის დამყარებას ან/და დამქირავებელი პირი არ ასახავს ან/და არ დაარედაქტირებს და ვერ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას რეესტრში ასახული ინფორმაციის სწორად მიჩნევისათვის, შემსრულებელი იღებს გადაწყვეტილებას დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა განახორციელოს დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით.

 

მუხლი 12. შერჩევითი გამოვლენით - დავალების მართვის პროგრამული მოდულში დავალების მიღების გარეშე

1. შემსრულებლის მიერ შესწავლის პროცესი იწყება დამქირავებელი პირის შერჩევითი გამოვლენის შედეგად.

2. შემსრულებელი დამქირავებელი პირის შერჩევითი გამოვლენისას უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან/და ხელმძღვანელთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელი ობიექტი და რა ვადაში ექვემდებარება დაქირავებულ პირთა რეესტრის მიზნებისათვის შესწავლას.

3. დამქირავებელი პირის შერჩევითი გამოვლენისას, შემსრულებელი ხელმძღვანელობს მე-13 მუხლის შესაბამისად გაწერილი პროცედურით.

 

მუხლი 13. დამქირავებელი პირის ობიექტზე გასვლის პროცესი და შეგედები

1. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას დამქირავებელი პირის ობიექტზე გასვლის პროცესი წარიმართება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების 3719-ე და 3720-ე მუხლის შესაბამისად.

2. დამქირავებელი პირის ობიექტზე გასვლის პროცესი იწყება დამქირავებელი პირის შერჩევითი გამოვლენის შედეგად ან შემსრულებლის მიერ მე-11 მუხლით განსაზღვრული პროცესის შემდეგ ეტაპზე.

3. თუ შესწავლის პროცესი იწყება მე-11 მუხლით განსაზღვრული პროცესის შემდგომ ეტაპზე შემსრულებლის მიერ ზუსტდება რისკის შემცველი მონაცემების სისწორის არსებითობის შესწავლა დამქირავებელი პირის ობიექტზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელ პირს გააჩნია ერთზე მეტი ობიექტი, შემსრულებელი უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან/და ხელმძღვანელთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელი ობიექტი ექვემდებარება დაქირავებულ პირთა რეესტრის მიზნებისათვის შესწავლას..

5. ამ მუხლის მიზნებისათვის შემსრულებელი ვალდებულია დამქირავებელს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და განუმარტოს დამქირავებელი პირის ობიექტზე ყოფნის მიზეზი;

6. შემსრულებელი შესწავლის პროცესში უფლებამოსილია:

ა) დამქირავებელი პირისგან მოითხოვოს ახსნა-განმარტებები და ყველა ის დოკუმენტაცია, რაც განსაზღვრავს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის ან/და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სისწორის დადგენას;

ბ) არსებითობიდან გამომდინარე დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ფიზიკურ პირთა შერჩევის შესახებ.

7. შესწავლის პროცესის განხორციელების დროს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს შემდეგ შედეგობრივ გარემოებებს, რაც განსაზღვრავს შემდგომ განსახორციელებელ ქმედებებს, კერძოდ:

ა) დამქირავებელი პირის ობიექტზე მყოფ დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ რეალურად არსებული მონაცემები რომელიც გადამოწმდა შემსრულებლის მიერ, შესაბამისობაშია რეესტრში ასახულ მონაცემებთან - დავალება იხურება/სრულდება პროცესი;

ბ) დამქირავებელი პირის ობიექტზე მყოფ დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ რეალურად არსებული მონაცემები, რომელიც გადამოწმდა შემსრულებლის მიერ, შეუსაბამობაშია რეესტრში ასახულ მონაცემებთან - დამქირავებელ პირს განესაზღვრება ფინანსური სანქცია, დავალება იხურება/სრულდება პროცესი;

გ) შემსრულებლის მიერ ვერ განხორციელდა დამქირავებელი პირის ობიექტის მოძიება (მ.შ კომუნიკაციის დამყარება) - განისაზღვრება მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები, დავალება იხურება/სრულდება პროცესი.

დ) შემსრულებლის მიერ ვერ განხორციელდა დამქირავებელი პირის ობიექტის მოძიება (მ.შ კომუნიკაციის დამყარება) - არ განისაზღვრება მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები, დავალება იხურება/სრულდება პროცესი.

8. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ წესის 3720-ე მუხლით განსაზღვრულ დანართი N246-ით შესაბამისად

„დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ” ოქმს.

9. „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ” ოქმში აისახება შესწავლის შედეგად გამოვლენილ ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაცია.

10. შესწავლის შედეგად მიღებული შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც თანხვედრაშია დაქირავებულ პირთა რეესტრში არსებულ ინფორმაციასთან, აღნიშნულ ოქმში არ აისახება, შეუვსებელი ველები გადაიხაზება და კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

11.იმ შემთხვევაში,თუ ვერ განხორციელდა დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარება ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ის მოძიება, ამასთან თუ დამქირავებელი უარს აცხადებს წარადგინოს შემსრულებლის მიერ მოთხოვნილი ახსნა-განმარტებები ან/და შესაბამისი დოკუმენტაცია, საგადასახადო

ორგანოს უფლებამოსილი პირი ხელმძღვანელთან შეთანხმებით უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის მიზანშეწონილობის შესახებ.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის მიზნებისათვის, მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები შესაძლებელია არ განისაზღვროს საკითხის არსებითობიდან გამომდინარე, მათ შორის არსებული შრომითი რესურსის, მიმდინარე დავალებების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.

13. შემსრულებელი უფლებამოსილია, ამავე მუხლით გამოვლენილი გარემოებების მიუხედავად, ფიზიკური პირის დაქირავებულ პირად მიჩნევის მიზნით იხელმძღვანელოს მოქმედი ნორმატიული აქტებით (მ.შ შემოსავლების სამსახურის უფროსის 06.05.2020 წლის N12359 ბრძანებით დამტკიცებული კითხვარი სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ”).

14. პროცედურები სქემატურად წარმოდგენილია სქემა N1-ის სახით.

15. სქემაში გამოყენებული პირობითი აღნიშვნები:

 

დოკუმენტი, რომელიც მოხსენიებულია პროცედურულ

სახელმძღვანელოში და შექმნილია მატერიალური ან/და

ელექტრონული ფორმით.

 

სუბიექტი (პასუხობს შეკითხვას - ვინ? ზოგჯერ მასში აღინიშნება

სხვადასხვა ინფორმაცია).

 

სუბიექტის ქმედება (პასუხობს შეკითხვას - რას აკეთებს?).

 

- დასასრული (აღნიშნავს სქემის, პროცესის, პროცედურის

დასრულებას).

 

სქემა N1

 

IV თავი-საგადასახადო ვალდებულება და პასუხისმგებლობის ზომები

 

მუხლი 14. სანქციის შეფარდება

1. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს დამქირავებელი პირის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის განსაზღვრის დროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობა (მხოლოდ 100 ლარის ოდენობით) ვრცელდება, მიუხედავად გამოვლენილი დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და შრომითი ურთიერთობის დაწყების პერიოდისა.

3. დამქირავებელ პირს მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

4.აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის დროს, შესაბამისი უფლებამოსილი პირი - შემსრულებელი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, რაც მოიცავს საქმის განხილვის, სანქციის შეფარდების, გადაწყვეტილების მიღების, მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის პროცედურებს.

5. ამ მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა ვრცელდება დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორად წარმოდგენილ შემდეგ მონაცემებზე: ფიზიკური პირის პირადი ნომერი, სახელი, გვარი და სტატუსი.

 

V თავი-სპეციალური წესები

 

მუხლი 15. განსაკუთრებული გარემოებების განსაზღვრა

1. პროცედურული სახელმძღვანელოს მიზნებისთვის, განსაკუთრებულ გარემოებად ითვლება:

ა) შემსრულებელის ყოფნა შვებულებაში;

ბ) შემსრულებელის ყოფნა საავადმყოფო ფურცელზე; გ) შემსრულებლის ყოფნა მივლინებაში;

დ) შემსრულებლის ყოფნა სასწავლებლად ან ტრენინგზე; ე) შემსრულებლის გათავისუფლება თანამდებობიდან;

ვ) სხვა საპატიო ან არასაპატიო მიზეზით სამსახურში არყოფნა.

2. განსაკუთრებული გარემოების არსებობის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შემსრულებელი ვალდებულია, დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე წინასწარ აცნობოს ხელმძღვანელს.

3. განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, ხელმძღვანელი უფლებამოსილია, საქმე გადააწეროს სხვა შემსრულებელს.

 

მუხლი 16. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის პროცესის შეჩერება

1. ფორსმაჟორის ან/და განსაკუთრებული გარემოების დადგომის შემთხვევაში, ხელმძღვანელი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის პროცესის შეჩერების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებ(ებ)ის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა (თუ არ განახლდა შესაბამისი გარემოება), ხელმძღვანელი ვალდებულია, განაახლოს რეესტრის მონაცემებთან დაკავშირებული საქმისწარმოება.

3. ვადის დინება ჩერდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ შესწავლისას გამოიკვეთება საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც შემსრულებელი საჭიროდ მიიჩნევს საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი მეთოდოლოგიის ან/და პოზიციის შემუშავების მიზნით, აღნიშნული განხილულ იყოს საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მიერ. ვადის დინება განახლდება აღნიშნული დეპარტამენტიდან საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიციის მიღებისთანავე.

 

მუხლი 17. აცილება (თვითაცილება)

1. შემსრულებელმა არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს პროცესში, თუ ის მიმდინარე ან გასულ პერიოდში საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობაში იყო ან არის გადასახადის გადამხდელთან ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელთან.

2. საქმის აცილების საფუძველი შეიძლება წარმოიშვას საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

3. საქმის აცილების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ხელმძღვანელი ვალდებულია, საქმე გადააწეროს სხვა შემსრულებელს.

 

მუხლი 18. დასკვნითი დებულებები

სახელმძღვანელოს მომხმარებლები, გადამხდელთან კომუნიკაციის დროს, ვალდებულნი არიან, დაიცვან სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული გადამხდელთან კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტები.

 

დანართი N1

 

გადასახადის გადამხდელთან განსახორციელებელი კომუნიკაციის სახეები

 

I. სატელეფონო ზარის განხორციელება

სატელეფონო ზარი უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში 9:00 – 18:00

იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელს ვერ ვუკავშირდებით, განმეორებით ზარს ვახორციელებთ არაუგვიანეს 3 საათისა, ხოლო მეორე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, არსებული სიის ამოწურვის შემდეგ ვუკავშირდებით მესამედ.

იმ გადასახადის გადამხდელებს, რომლებთანაც არ შედგა სატელეფონო კომუნიკაცია მე-2 პუნქტის თანახმად, ეგზავნებათ მოკლეტექსტური შეტყობინება.

 

კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან:

 

I პირდაპირი კომუნიკაცია

 

1. მისალმება:

- მოგესალმებით, გიკავშირდებით შემოსავლების სამსახურიდან.

2. განვაწყობთ დადებითად:

- პირველ რიგში მადლობა, რომ დროულად შეავსეთ დაქირავებულ პირთა რეესტრი.

3. ძირითადი ინფორმაცია:

- გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრი წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს არასრულ მონაცემებს.

4. კულტურის ამაღლება:

- თუ მიმდინარე თვეში დაქირავებულ პირთან ახორციელებთ ან გეგმავთ განახორციელოთ შრომითი ურთიერთობა, დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია უნდა ასახოთ დაქირავებულ პირთა რეესტრში.

5. შედეგი:

- წინააღმდეგ შემთხვევაში ინფორმაციის წარმოუდგენლობა/არასწორად წარმოდგენა/არასრულად წარმოდგენა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

6. დამშვიდობება:

- მადლობა დათმობილი დროისთვის, გისურვებთ წარმატებებს.

 

II. კომუნიკაციის სხვა სახე

 

საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილ ხელმძღვანელს შეუძლია გამოიყენოს კომუნიკაციის, სახელმძღვანელოში მითითებულისგან განსხვავებული სახეები.

 

III. ელექტრონული კომუნიკაცია

 

იმ გადასახადის გადამხდელებთან, რომლებთანაც დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ განხორციელდება კომუნიკაცია, შეიძლება გაეგზავნოს მოკლეტექსტური შეტყობინება.

 

შეტყობინება ავტორიზირებულ გვერდზე

 

დამქირავებე პირს, რომელსაც ამ სახელმძღვანელოს მე-14 მუხლის საფუძველზე შეეფარდა სანქცია www.rs.ge ავტორიზირბულ გვერზე ეგზავნება სავალდებულოდ წასაკითხი შეტყობინება:

 

„მოგესალმებით,გაცნობებთ, რომ თქვენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 112 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-მუხლით შეგეფარდათ ჯარიმა.“