გადაწყვეტილება №20767/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20767/2/2023
02 .10. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:----- ---------ე (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- ---------ის 6.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20767/2/2023).
დავის საგანი:
საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის NEL214110 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 აგვისტოს N20441 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა- 1 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
2023 წლის 22 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტი „----ის“ კონტროლის ზონაში, ----ის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „LM“ – 200 ღერი (10 კოლოფი), „LEADER“ – 600 ღერი (30 კოლოფი) და „PS“ – 1200 ღერი (60 კოლოფი), რომელიც დამალული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების სალონში, მძღოლის მოსასვენებელ ადგილას, ტანსაცმელებში და ასევე მძღოლის სავარძლის უკან. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი“.
მომჩივნის ქმედება ჩაითვალა საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად შემოტანად, რაზეც საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის №EL214110 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
სანქციის სახით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე სიგარეტი „LM“ – 200 ღერი (10 კოლოფი), „LEADER“ – 600 ღერი (30 კოლოფი) და „PS“ – 1200 ღერი (60 კოლოფი), შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69601088165 ოქმი, ჩამორთმეული საქონელი (დალუქული G4922217საბაჟო ლუქით) განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „----ის“ ადმინისტრაციულ შენობაში.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 აგვისტოს N20441 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ოქმით დაკისრებული სანქცია (ჯარიმა და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) მართლზომიერია.
საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის ფაქტები თამბაქოს ნაწარმზე. შესაბამისად, მისთვის სრულყოფილად იყო ცნობილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული სანქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღიარებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. აცხადებს, რომ შვილი ჰყავდა მძიმე მდგომარეობაში. თანამშრომლები დაეხმარნენ ფინანსურად და მათთვის მადლობის ნიშნად უნდოდა სიგარეტის ჩუქება. დღესაც მკურნალობს შვილს თურქეთში.
უმორჩილესად ითხოვს ეპატიოს აღნიშნული ჯარიმა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 22.06.2023 წელს, ---ის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში შემოსვლისას მომჩივანს აღმოაჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი (სიგარეტი) აქციზური მარკის გარეშე
გასათვალისწინებელია, რომ მომჩივანს 2023 წლის 6 იანვრიდან დღეის მდგომარეობით უფიქსირდება საზღვრის კვეთის 60 (გასვლა/შემოსვლა) ფაქტი.
იგი პერიოდულად ახორციელებდა სხვადასხვა დასახელების საქონლის შემოტანას და უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 2 ფაქტი (28/07/2021; 26/05/2022) თამბაქოს ნაწარმზე.
ამგვარად, ვინაიდან შემოტანილი საქონლის რაოდენობა აღემატებოდა საგადასახადო კოდექსის 199- ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ ოდენობას, მომჩივანს ჰქონდა აღნიშნული საქონლის დეკლარირების ვალდებულება, რაც არ შეუსრულებია.
საბჭოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მომჩივანი აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მომჩივნის შეცდომით. შესაბამისად არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოსული მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, , რომელიც დამალული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების სალონში, მძღოლის მოსასვენებელ ადგილას, ტანსაცმელებში და ასევე მძღოლის სავარძლის უკან. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი“.
მომჩივნის ქმედება ჩაითვალა საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად შემოტანად, რაზეც საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
სანქციის სახით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი, ჩამორთმეული საქონელი განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გასათვალისწინებელია, რომ მომჩივანს უფიქსირდება საზღვრის კვეთის 60 (გასვლა/შემოსვლა) ფაქტი.
იგი პერიოდულად ახორციელებდა სხვადასხვა დასახელების საქონლის შემოტანას და უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 2 ფაქტი თამბაქოს ნაწარმზე.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199(„დ.გ);;
ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(3); 1