გადაწყვეტილება №20100/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.08.2023
№ დოკუმენტი 20100/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20100/2/2023

01.08. 2023

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №20100/2/2023

 

მომჩივანი: შპს --- ---------ი (ს/ნ --------------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ,14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ------ის 29.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20100/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის №15061 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 2023 წლის 24 მაისს საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში, რომელიც არ იყო შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის №15061 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილზე, 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე და მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აცხადებს, რომ ყველა ჯარიმა გადაიხადა და ითხოვს განმარტებას რა ჯარიმა ერიცხება პირადი აღრიცხვის ბარათზე. ასევე აცხადებს, რომ არის უცხოელი და ამიტომ გარკვეული სირთულეები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ პროცედურულ მოთხოვნებს:

ა) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

ბ) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საკონტაქტო მონაცემები;

გ) საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი;

დ) საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) საჩივრის ან მისთვის დართული დოკუმენტების გვერდები დაუნომრავია;

ვ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტაცია არ იკითხება;

ზ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე;

თ) საჩივარი ხელმოუწერელია;

ი) საჩივარი წარმომადგენლის მიერ არის წარდგენილი და მას არ ერთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, მომჩივნის მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელოს ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა.

საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია ხარვეზის არსებობის მიუხედავად მიიღოს საჩივარი წარმოებაში, თუ იგი არსებითად არ უშლის ხელს საჩივრის განხილვას.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

დადგენილია, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარზე, იმ საფუძვლით, რომ საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №21-04/43814 წერილით, დაუდგენდა ხარვეზი და მის გამოსასწორებლად განესაზღვრა შესაბამისი ვადა (წერილის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღე).

ასევე დადგენილია, რომ ხარვეზის წერილს მომჩივანი ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 31 მაისს. შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 7 ივნისი. აღნიშნულის მიუხედავად ხარვეზი, რომელიც საჩივრის არსებითად განხილვის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს, მომჩივანს არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობა, არსებითად უშლის ხელს საჩივრის განხილვას, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება - მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარზე, იმ საფუძვლით, რომ საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე, შემოსავლების სამსახურის წერილით, დაუდგენდა ხარვეზი და მის გამოსასწორებლად განესაზღვრა შესაბამისი ვადა (წერილის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღე).

ასევე დადგენილია, რომ ხარვეზის წერილს მომჩივანი ელექტრონულად გაეცნო . აღნიშნულის მიუხედავად ხარვეზი, რომელიც საჩივრის არსებითად განხილვის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს, მომჩივანს არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:300(1,2); 301(„ვ“);