ბრძანება N 23533
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23533
04 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:------)
2024 წლის 9 და 11 ოქტომბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 01 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №117) განიხილა ----------- (პ/ნ -----------) №92280/1/2024 და №24099/2/2024 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 4 ოქტომბრის №21802 ბრძანებას “ფიზიკური პირი ---------- (პ/ნ ----------) მიმართ 2024 წლის 27 აგვისტოს შედგენილ №EL260099 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში შეცდომის გასწორების შესახებ”.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორი არ ეთანხმება სადავო ბრძანებას და განმარტავს, რომ არის შპს „----------“ მძღოლი, ----------- მიმართულებით გადაჰქონდა ტვირთი (მაცივრები). საბაჟო გამშვები პუნქტი „------------“ შემოსვლისას წარადგინა ერთი CMR ნაცვლად ორისა. მოგვიანებით სატრანსპორტო საშუალებაში მოიძია მეორე დოკუმენტიც, თუმცა აღნიშნული საბაჟო დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა და შეუდგინა ოქმი. სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას და საქონლის უსაბუთოდ შემოტანის მცდელობა არ ჰქონია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 27 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ ------------ მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ----------- (პ/ნ ------------) მართვის ქვეშ მყოფი, ტრანზიტულად ----------- დანიშნულებით) მოძრავი სატრანსპორტო საშუალება (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით ------------).
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტანის პირის მიერ ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტის (სატრანსპორტო ზედნადები – ---------) მიხედვით, აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო მაცივრები, საერთო წონით 6 764 კგ. შესაბამისად, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ შევსებული №---------- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებულ იქნა აღნიშნული ოდენობის საქონელი.
საქონლის ზოგადი დეკლარირებისა და ტრანზიტის პროცედურის გაცხადების შემდეგ, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას (დატვირთული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების აწონისას (აწონის ქვითარი №-----------, 27.08.2024, საქონლის საერთო წონა 9 160 კგ) და საქონლის დათვალიერებისას (საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი №---------, 27.08.2024)) დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში დეკლარირებულ საქონელთან ერთად ასევე განთავსებული იყო არადეკლარირებული საქონელი (2 ცალი მაცივარი, --------------).
ვინაიდან არადეკლარირებულ საქონელზე არ იყო შესრულებული კანონმდებლობის მითითებული მოთხოვნები და -------------- მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, საბაჟო გამშვები პუნქტი „------------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 27 აგვისტოს შედგენილი №EL260099 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით --------- (პ/ნ ---------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციული წარმოების მასალების დამატებითი შესწავლისას გამოირკვა, რომ ფიზიკური პირი --------- (პ/ნ----------) მიმართ 2024 წლის 27 აგვისტოს შედგენილ №EL260099 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მე-4 გრაფაში (სამართალდარღვევის შინაარსი) დაშვებული იყო შეცდომა (საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალების აწონის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ წონასა და ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილ დოკუმენტებში მითითებულ წონათა შორის სხვაობის აღმნიშვნელ მონაცემად, ნაცვლად ნაცვლად 2396 კილოგრამისა, მითითებული იყო 8472396 კილოგრამი), რაც გასწორებულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 4 ოქტომბრის №21802 ბრძანებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.
ამავე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილია, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიმართ 2024 წლის 27 აგვისტოს შედგენილ №EL260099 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მე-4 გრაფაში (სამართალდარღვევის შინაარსი) დაშვებული იყო შეცდომა (საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალების აწონის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ წონასა და ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილ დოკუმენტებში მითითებულ წონათა შორის სხვაობის აღმნიშვნელ მონაცემად, ნაცვლად ნაცვლად 2396 კილოგრამისა, მითითებული იყო 8472396 კილოგრამი), რაც გასწორებულ იქნა სადავო ბრძანებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----------- (პ/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV
კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ბრძანებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 27 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტში შემოვიდა პირის მართვის ქვეშ მყოფი, ტრანზიტულად უცხო ქვეყნნიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო მაცივრები. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში დეკლარირებულ საქონელთან ერთად ასევე განთავსებული იყო არადეკლარირებული საქონელი. ვინაიდან არადეკლარირებულ საქონელზე არ იყო შესრულებული კანონმდებლობის მითითებული მოთხოვნები და ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, პირს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციული წარმოების მასალების დამატებითი შესწავლისას გამოირკვა, რომ ფიზიკური პირი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მე-4 გრაფაში
დაშვებული იყო შეცდომა რაც გასწორებულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 4 ოქტომბრის №21802 ბრძანებით.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი პუნქტი.