ბრძანება N 7935
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7935
28 აპრილი 2025
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(მის.: „--------“)
2025 წლის 10 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 აპრილის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 10 აპრილის №95027/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 მარტის №127-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო მოთხოვნაში დაფიქსირებული თანხა საჭიროებს დამატებით შესწავლას/გადაანგარიშებას, ვინაიდან არამართლზომიერია ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე, 267-ე, 174-ე მუხლებზე და აცხადებს, რომ დარღვეულია აღნიშნული მიდგომები. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გამოიკვლიეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რის შედეგადაც მოხდა საწარმოსთვის გადასახადის არასწორად დარიცხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დაევალოს შესაბამის ორგანოებს მოახდინონ დარიცხული თანხების შემცირება/კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის №2828 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები და აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); 3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის №2828 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 28 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 1 345 423 ლარი, მათ შორის: გადასახადი 986 514 ლარი, ჯარიმა 358 909 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 17 მარტის №127-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება, კერძოდ, გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გასაჩივრების ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების (ნასყიდობის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, სალაროს ორდერები) გათვალისწინებით განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტების/მტკიცებულებების (ნასყიდობის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, სალაროს ორდერები) გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში დამატებით არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო მოთხოვნაში დაფიქსირებული თანხა საჭიროებს დამატებით შესწავლას/გადაანგარიშებას, ვინაიდან არამართლზომიერია ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.
გადამხდელი ითხოვს დაევალოს შესაბამის ორგანოებს მოახდინონ დარიცხული თანხების შემცირება/კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგინდა, რომ საწარმოს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ,შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისგან. შემოწმებით განხორციელდა გადამხდელის შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზი. შემოწმებით გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).