გადაწყვეტილება №25902/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
25902/2/2025
07 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 25.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25902/2/2025).
დავის საგანი:
2025 წლის 28 თებერვლის N 024-197 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 1.08.2025 წლის N 17411 ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 28.02.2025 წლის N 024-197 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ;
2. შემოსავლების სამსახურის 16.09.2025 წლის N 20356 ბრძანება.
ფაქტების აღწერა:
მომჩივანს 27.02.2025 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება - გადასახადი 42 884.8 ლარი, ჯარიმა 54 890.25 ლარი, საურავი 24 051.67 ლარი. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 28.02.2025 წლის N 024-197 ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.04.2025 წლის N 7457 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 12.06.2025 წლის N 25183/2/2025 (რეგ. 18.06.2025 წ. -----) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 01.08.2025 წლის N 17411 ბრძანებით ცვლილება შევიდა ვალის მართვის დეპარტამენტის 28.02.2025 წლის N 024-197 ბრძანებაში და მოხდა ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ----- (ს/ნ -----) ნაცვლად მოხდა „-----“-ს მითითება.
აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.09.2025 წლის N 20356 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 241-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, 601 მუხლით და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია:
ყადაღის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 02.03.2025 წელს. 13.03.2021 წელს -----, ქ. ----- სანოტარო ოლქის ნოტარიუსის მიერ გამოიცა სანოტარო აქტი ----- რომლითაც მოქალაქე ----- უფლებამოსილებას ანიჭებდა ----- რომ ყოფილიყო მისი წარმომადგენელი საქართველოში და ეწარმოებინა სანოტარო აქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ----- საქმეები.
სანოტარო აქტის საფუძველზე ახორციელებდა ----- კუთვნილი მანქანების რეექსპორტს. ერთ-ერთი მანქანის რეექსპორტის დროს საბაჟოს უფლებამოსილმა თანამშრომლებმა არ მისცეს საშუალება, შეესრულებინა სანოტარო აქტით მინიჭებული უფლებამოსილება, რათა გაეგზავნა ავტომობილი გამოსაცხადებლად საბაჟო კონტროლის ზონაში. გადამხდელს განემარტა, რომ მისთვის გადაცემული სანოტარო აქტით იგი ვერ განახორციელებდა ----- სახელით ქმედებებს, ვინაიდან მარწმუნებელს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მინიჭებული ჰქონდა ქართული პირადი ნომერი. შემდეგ, მომჩივნის სახელზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომლებიც, ასევე, იყო უსაფუძვლო და კანონის სრული დარღვევით შედგენილი. საბაჟოს თანამშრომლების მიერ არასწორად მოხდა მომჩივნის დაჯარიმება, რამაც წარმოშვა აღნიშნული აღიარებული დავალიანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო მის ქონებას. გადამხდელი აღნიშნავს, რომ დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით საჩივარი გაგზავნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს რომ მათ მიერ გამოცემულ აქტებში გვარის ცვლილების მოთხოვნით, კერძოდ ნაცვლად „-----“-სი მითითებული უნდა ყოფილიყო „-----“.
ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის 01.08.2025 წლის N 17411 ბრძანების და შემოსავლების სამსახურის 16.09.2025 წლის N 20356 ბრძანების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 28.02.2025 წლის N 024-197 ბრძანება და შემოსავლების სამსახურის 24.04.2025 წლის N 7457 ბრძანება 15.05.2025 წელს გასაჩივრდა (საჩივარი N 25183/2/2025) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
აღნიშნულ აქტებზე საბჭოს მიერ მიღებულია 12.06.2025 წლის N 25183/2/2025 (რეგ. 18.06.2025 წ. -----) გადაწყვეტილება, საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 01.08.2025 წლის N 17411 ბრძანებით ცვლილება შევიდა ვალის მართვის დეპარტამენტის 28.02.2025 წლის N 024-197 ბრძანებაში და მოხდა მხოლოდ ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, „-----“-ს (ს/ნ -----) ნაცვლად მოხდა „-----" (ს/ნ -----) მითითება. ამასთან, საბჭოს 12.06.2025 წლის N 25183/2/2025 (რეგ. 18.06.2025 წ. ----- ) გადაწვეტილება ეხება მომჩივანს რომელიც იდენტიფიცირდება მისივე პირადი ნომრით (ს/ნ -----), რაც როგორც ადრე გასაჩივრებულ, ასევე ამჟამად გასაჩივრებულ დოკუმენტებში არის უცვლელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
2025 წლის 28 თებერვლის N 024-197 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები:
ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში არსებულ ქონებას. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ბრძანებით შევიდა ცვლილება და მოხდა ტექნიკური შეცდომის გასწორება. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 241(1);.