ბრძანება N 692
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 692
20.01.2023
„----------“ (პ/ნ ----------)
(მის: ----------)
2022 წლის 21 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა „----------“ (პ/ნ ----------) №232164/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №EL195083 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს ,რომ ---- განახორციელა ხორბლის მარცვლის იმპორტი საქართველოში, რომელიც იყო შპს „----------“-ის. მეპატრონის მოთხოვნის საფუძველზე მოახდინა ლუქის ახსნა, რის გამოც დაჯარიმდა 5000 ლარით.
ითხოვს გადახდილი ჯარიმის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, 2022 წლის 14 ოქტომბერს შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ №---------- საბაჟო დეკლარაციით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა „-----“ კგ ხორბალი.
2022 წლის 16 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი ---------- გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი, სადაც უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის დამუშავება, რა დროსაც განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით საქონელი და სატრანსპორტო საშუალება (სახელმწიფო ნომრით „----------“) გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ დანიშნულებით.
2022 წლის 21 ოქტომბერს სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით „----------“ გამოცხადდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ კონტროლის ზონაში, სადაც უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა მისი ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ახსნილი ჰქონდა ლუქი. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის №----------/15-04-03/4 წერილით გაირკვა რომ №---------- საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი სრულად იყო განკარგული, ხოლო საბაჟო პროცედურების დასასრულებლად, ზემოაღნიშნული ავტომანქანა, საქონლის განკარგვის შემდგომ, დატვირთული იყო საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი ხორბლით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 21 დეკემბერს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL195083, რომლითაც სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომრით „----------“) მძღოლს „----------“ (პ/ნ ----------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ, 2022 წლის 30 დეკემბერს სატრანსპორტო საშუალებამ (სახელმწიფო ნომრით „----------“) დატოვა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ კონტროლის ზონა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა- ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, − იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად, უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რას არ განუხორციელებია და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალებას ახსნილი ჰქონდა ლუქი რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის განკარგვა/დაკარგვა/განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (166-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო აქტით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანმა თვითნებურად მოახდინა მოახდინა ლუქის ახსნა, რის გამოც დაჯარიმდა 5000 ლარით.
ითხოვს გადახდილი ჯარიმის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი, სადაც, უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა გადამხდელის ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ახსნილი ჰქონდა ლუქი. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილით გაირკვა, რომ საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი სრულად იყო განკარგული, ხოლო საბაჟო პროცედურების დასასრულებლად, ზემოაღნიშნული ავტომანქანა, საქონლის განკარგვის შემდგომ, დატვირთული იყო საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი ხორბლით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 166.