გადაწყვეტილება №25375/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.08.2025
№ დოკუმენტი 25375/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25375/2/2025

12 აგვისტო 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 25.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25375/2/2025).

 

დავის საგანი: დავების განხილვის საბჭოს 22.12.2023 წლის №20909/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2025 წლის №007-73 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 155 955.59 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 77 025 დღგ - (-784)

ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) - 852

საშემოსავლო გადასახადი - 51 640

ქონების გადასახადი - 25 317

ჯარიმა - 47 073

საურავი - 31 857.59

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.10.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. მომჩივანს 2021 წლის ივლისის თვის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს 2018 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის თანხა. საგადასახადო კოდექსის 173-ე და 178-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა (ჩათვლა გათვალისწინებულ იქნა 2018 წლის შესაბამის საანგარიშო პერიოდში), დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. საწარმოს მიერ, 2021 წლის ივნისის თვეში რეალიზებულია მის საკუთრებაში არსებული ქონება (მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა) საკადასტრო კოდით 01.17.10.002.053, აღნიშნული მიწოდება საწარმოს მიერ არ არის ასახული შესაბამის დეკლარაციებში. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული ქონების მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

3. საწარმოს საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია წყაროსთან დაკავებული გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. ასევე, ბუღალტრული აღრიცხვა, ინფორმაცია ფულადი სახსრების ნაშთის შესახებ, ხარჯის დამადასტურებელი სრულყოფილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების ნაშთების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების (ხარჯების გაანგარიშებისას 2018 წელს განხორციელებული იმპორტის ნაწილში, ვინაიდან შემოწმებისთვის არ არის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები წარდგენილი გათვალისწინებულ იქნება ძირითადი საშუალების საინვოისო ღირებულების 75%) გათვალისწინებით დადგინდა საწარმოს მიერ მიღებული/გაუხარჯავი შემოსავალი, რომელიც დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

4. შესამოწმებელ პერიოდზე საწარმოს მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები. ამასთან, შემოწმებით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საკუთრებაშია ძირითადი საშუალებები, შენობა-ნაგებობები და მსუბუქი ავტომობილი. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;

5. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი შესაბამისი მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციები. საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი მიწაზე და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით;

6. საწარმოს 2018 წელს უფიქსირდება იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ქაღალდის წარმოების დანადგარი, რომლის ღირებულება საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით 154 328 ლარია. აღნიშნული დანადგარი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საწარმოს მიერ გამოწერილი შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადების მიხედვით მიტანილია სოფელი -----ში და მისი შემდგომი გადაადგილება პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით არ დასტურდება. 2021 წლის ივლისში საწარმომ აღნიშნული დანადგარი (პირველადი საგადასახადო დოკუმენტებში აღწერილია ცალ-ცალკე შემადგენელი ნაწილებით) მიაწოდა შპს „------ს“, რომელზეც გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში. ამასთან, წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ იმპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცეული დანადგარზე გადახდილი დღგ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ჩათვლილი. ამასთან შესყიდვის პერიოდიდან რეალიზაციის პერიოდამდე საწარმოს მიერ არ ხდება აღნიშნული დანადგარიდან მიღებული შემოსავლების რაიმე სახით დეკლარირება. საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის, ასევე 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი ამავე კოდექსის 159-ე მუხლების და 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, ასევე იმ მოცემულობით, რომ პირს არ აქვს წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის საბანკო ამონაწერები) შემოწმებისთვის წარმოდგენილი, დანადგარის შეძენიდან მის რეალიზაციამდე პერიოდში ძირითადი საშუალება ჩაითვალა იჯარით გაცემულად, ხოლო იჯარის ყოველთვიური დასაბეგრი ღირებულება განსაზღვრულ იქნა მისი ღირებულებიდან ექსპლუატაციის ვადის (5 წელი) პროპორციულად. შესაბამისად, იჯარიდან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა დღგით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით;

7. საწარმოს მიერ 2018 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში იმპორტის სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში, არარეზიდენტი მომწოდებლისგან შეძენილი აქვს 154 328 ლარის თვითღირებულების საქონელი. ამასთან, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი საქონლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ), თუმცა შემოწმებას გააჩნია საბაჟო დეკლარაცია და ინვოისი, ასევე შემოწმებისთვის მტკიცებულების სახით, შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის გადახდის დასადასტურებლად სხვა რაიმე დოკუმენტი (მაგალითად შედარების აქტი, საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საქონლის საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა) წარმოდგენილი არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებად, ხოლო დარჩენილი 25% დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად პერიოდის ბოლოსათვის. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 2021 წლის 29 დეკემბრის №41900 ბრძანება და №007-600 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო წარედგინა საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №011-2022- 112081 ბრძანება და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №011-2856 ბრძანება, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.08.2022 წლის №21644 ბრძანებით, საჩივარი, 2021 წლის 29 დეკემბრის №007-600 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, განუხილველი დარჩა, ხოლო საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №011-2022-112081 ბრძანების და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №011-2856 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.08.2022 წლის №21644 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 24.11.2022 წლის №17706/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 16.08.2022 წლის №21644 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18618 ბრძანებით საჩივარი, 2021 წლის 29 დეკემბრის №007-600 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №011-2022-112081 ბრძანების და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №011-2856 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის საგნის არ არსებობის გამო, განუხილველი დარჩა.

შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18618 ბრძანება, საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.12.2023 წლის №20909/2/2023 გადაწყვეტილებით:

1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18618 ბრძანება;

3. ნაწილობრივ გაუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №007-600 საგადასახადო მოთხოვნა;

4. საჩივარი, მე-3 დავის საგნის ნაწილში, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ა) მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველეყო მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების და მე-6 დავის საგნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. საჩივარი, მე-6 დავის საგნის ნაწილში დაკმაყოფილდა. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

6. საჩივარი, მე-7 დავის საგნის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველეყო სადავო საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

7. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

8. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 22.12.2023 წლის №20909/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2025 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 70 788 ლარით, მათ შორის გადასახადი 47 191 ლარი, ჯარიმა 23 597 ლარი.

აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2025 წლის №10449 ბრძანება და №007-73 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

მომჩივნის მიერ 24.06.2025 წელს წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 25.06.2025 წლის N-----21-04 წერილით, კუთვნილებისამებრ გადმოიგზავნა დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის გაანგარიშებისას სრულად არ იქნა გათვალისწინებული წარდგენილი დოკუმენტაცია და არგუმენტაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დავების განხილვის საბჭოს 22.12.2023 წლის №20909/2/2023 გადაწყვეტილებით:

1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18618 ბრძანება;

3. ნაწილობრივ გაუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №007-600 საგადასახადო მოთხოვნა;

4. საჩივარი, მე-3 დავის საგნის ნაწილში, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ა) მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველეყო მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების და მე-6 დავის საგნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. საჩივარი, მე-6 დავის საგნის ნაწილში დაკმაყოფილდა. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

6. საჩივარი, მე-7 დავის საგნის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველეყო სადავო საკითხის შესწავლა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

7. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

8. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 22.12.2023 წლის №20909/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2025 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით:

1. 2018 წელს იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ძირითადი საშუალების (ქაღალდის წარმოების დანადგარი) იჯარიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა გადაწყვეტილების შესაბამისად. ასევე, ხარჯის ნაწილში გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა 2018 წელს განხორციელებულ იმპორტთან დაკავშირებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისად, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში.

2. მეთოდური მითითების და მომჩივნის მიერ წარდგენილი 2018 წელს განხორციელებულ იმპორტთან დაკავშირებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული თანხები მოგების გადასახადში.

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 70 788 ლარით, მათ შორის გადასახადი 47 191 ლარი, ჯარიმა 23 597 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ დასკვნაში აღწერილ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს რაიმე კონკრეტულ არგუმენტს ან მტკიცებულებას, რაც შესაძლოა მის მიერ დასახელებული არგუმენტის გათვალისწინების და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების დამატებით კორექტირების (შემცირების) საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 22.12.2023 წლის №20909/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დავების განხილვის საბჭოს 22.12.2023 წლის №20909/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს 22.12.2023 წლის №20909/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2025 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით:

2018 წელს იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ძირითადი საშუალების (ქაღალდის წარმოების დანადგარი) იჯარიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა გადაწყვეტილების შესაბამისად. ასევე, ხარჯის ნაწილში გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა 2018 წელს განხორციელებულ იმპორტთან დაკავშირებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისად, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში.

მეთოდური მითითების და მომჩივნის მიერ წარდგენილი 2018 წელს განხორციელებულ იმპორტთან დაკავშირებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული თანხები მოგების გადასახადში.

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 70 788 ლარით, მათ შორის გადასახადი 47 191 ლარი, ჯარიმა 23 597 ლარი.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 22.12.2023 წლის №20909/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304-ე მუხლის 21 ნაწილი.