ბრძანება N 12718
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12718
07.06.2023
-----------ს (ს/ნ -----------)
(მის.: --------------)
2023 წლის 1 ივნისის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა ----------ს (ს/ნ ----------) №93104/21-11 საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენის 2021 წლის 29 დეკემბრის №ELC12214, №ELC12215 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL7777/5827 (№007-5827) საგადასახადო მოთხოვნას.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს მიერ პირისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაეგზავნა 2021 წლის 29 დეკემბრის №ELC12214, №ELC12215 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №EL7777/5827 (№007-5827) საგადასახადო მოთხოვნა, რომელთაც ადრესატი გაეცნო 2022 წლის 21 ოქტომბერს და ჩაითვალა ჩაბარებულად. ამდენად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2022 წლის 21 ნოემბერი საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2023 წლის 1 ივნისს (გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის - 30 დღის გასვლის შემდეგ).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. -----------ს (ს/ნ ---------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენის 2021 წლის 29 დეკემბრის №ELC12214, №ELC12215 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL7777/5827 (№007-5827) საგადასახადო მოთხოვნას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაეგზავნა 2021 წლის 29 დეკემბრის №ELC12214, №ELC12215 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №EL7777/5827 (№007-5827) საგადასახადო მოთხოვნა, რომელთაც ადრესატი გაეცნო 2022 წლის 21 ოქტომბერს და ჩაითვალა ჩაბარებულად. ამდენად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2022 წლის 21 ნოემბერი, საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2023 წლის 1 ივნისს (გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის - 30 დღის გასვლის შემდეგ).
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(4)(10), 301"ე".
საქართველოს საბაჟო კოდექსი: 10(6), 33(2).