გადაწყვეტილება №22859/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.04.2024
№ დოკუმენტი 22859/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22859/2/2024

30 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 12.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22859/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №934 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №074-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 მარტის №6654 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 245 643 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 734 682

დღგ - 355 580

საშემოსავლო გადასახადი - 379 102

ჯარიმა - 367 341

საურავი - 143 620

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა ტანსაცმლის შეძენა/რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ეწევა --------- ტერიტორიაზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მარტის №5150 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება 1 192 553 ლარის თვითღირებულების (დღგ-ის გარეშე) სმფ-ის ნაშთი. საწარმოში 2023 წლის აპრილის თვეში ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით 6 აპრილის მდგომარეობით კომპანიას სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად (სმფ-ის ნაშთზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი), ხოლო მიღებული თანხით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საწარმოს სააღრიცხვო პროგრამის ანალიზით დადგინდა, რომ დოკუმენტურად გაყიდული საქონლის ფასნამატი 18%-ს შეადგენდა, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატი შეადგენდა 11%-ს. შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რამაც გამოიწვია დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (გაზრდა). მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

საწარმოში 2023 წლის 6 აპრილს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სმფ-ების ნაშთი ჰქონდა 0 ლარი, ხოლო წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით სმფ-ების ნაშთი პერიოდის ბოლოს იყო 1 192 553 ლარის თვითღირებულების. შედეგად, 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ს ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად. ნამეტი შემოსავალი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატის დაკორექტირების შედეგად გაზრდილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

კომპანიას სააღრიცხვო პროგრამით უფიქსირდება კრედიტორებზე ნაღდი ფულით თანხების გადახდები. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ მოხდა აღნიშნულ კრედიტორებზე ურთიერთშედარების აქტების წარდგენა. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 9 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) შესაბამისად, აღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხის 25% ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №16297 ბრძანება და 7 ივლისის №074-22 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 165 737 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 სექტემბრის №24090 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 9.10.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 18.12.2023 წლის №21016/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №24090 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 24 იანვრის №934 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი:

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ნამეტი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №934 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2024 წლის დასკვნა, 12.02.2024 წლის №2685 ბრძანება და №074-6 საგადასახადო მოთხოვა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხები.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 10 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 27 მარტის №6654 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №934 ბრძანების აღსრულება, კერძოდ, შესწავლილ და მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელების აუდირებული ფასნამატები. შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშნული გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გამოყენებული ფასნამატი სრულად თანხვედრაშია შპს „----------“ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოყენებულ აუდირებულ ფასნამატთან. აღნიშნულის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის (წარდგენილი ინფორმაციის) და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №934 ბრძანება არ არის აღსრულებული. არც ერთი თეთრით არ შემცირებულა შემოწმების აქტით უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები. არ არის გაანალიზებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული მონაცემები ფასნამატის შესახებ.

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №934 ბრძანებით:

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ნამეტი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ მოძიებული და შესწავლილი იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელების აუდირებული ფასნამატები. შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშნული გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გამოყენებული ფასნამატი სრულად თანხვედრაშია კომპანიის საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოყენებულ აუდირებულ ფასნამატთან. შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №934 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ტანსაცმლის შეძენა/რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელს წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება 1 192 553 ლარის თვითღირებულების (დღგ-ის გარეშე) სმფ-ის ნაშთი. საწარმოში 2023 წლის აპრილის თვეში ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით 6 აპრილის მდგომარეობით კომპანიას სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად (სმფ-ის ნაშთზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი), ხოლო მიღებული თანხით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73;

 

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №934 ბრძანებით