გადაწყვეტილება №24336/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24336/2/2024
16 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 25.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24336/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №17273 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.09.2024 წლის №001-174 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24063 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 356 307,86 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 759 338
დღგ - 235 629
მოგების გადასახადი - 137 526
საშემოსავლო გადასახადი - 386 182
ქონების გადასახადი - 1
ჯარიმა - 379 783
საურავი - 217 186,86
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 4.03.2021 წლიდან 1.05.2023 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №001-335 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4141 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 6.06.2024 წლის №22527/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4141 ბრძანება. პირველი დავის საგნის (არარეზიდენტი მომწოდებლისთვის ავანსად გადახდილი განხილული თანხის სესხად განხილვა) ნაწილში საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 6.06.2024 წლის №22527/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 23.07.2024 წლის №17273 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არარეზიდენტ მომწოდებელ -------ისთვის, ავანსის სახით გადახდილი თანხის სესხად დაკვალიფიცირების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას იმ ნაწილში, სადაც შემოწმებით დადგენილია გადახდილი თანხის შპს ------- უკან დაბრუნება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №17273 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, 2022 წლის იანვრის თვეში შემცირებას დაექვემდებარა -------ისთვის გადახდილ თანხაზე დარიცხული მოგების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა, ამავე დროს 2022 წლის ივნისის თვეში -------ის მიერ უკან დაბრუნებულ თანხაზე ჩასათვლელი მოგების თანხა დაექვემდებარა აღდგენას. ასევე, 2022 წლის ივნისის თვეში ჩათვლილი მოგების გადასახადის მიუხედავად, შემოწმებით განხორციელებულია მოგების გადასახადის დარიცხვა, შესაბამისად გაიზარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის თანხა, რომელიც შემცირებული იყო ჩათვლილი მოგების გადასახადიდან გამომდინარე.
აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 16.09.2024 წლის №001-174 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24063 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ 2022 წლის იანვრის თვეში შემცირებას დაექვემდებარა -------ისათვის გადახდილ თანხაზე დარიცხული მოგების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა. ამავე, დროს 2022 წლის ივნისის თვეში -------ის მიერ უკან დაბრუნებულ თანხაზე გაანგარიშებული ჩასათვლელი მოგების გადასახადის თანხა დაექვემდებარა აღდგენას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 31.10.2024 წლის სხდომაზე, საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადაანგარიშების მეთოდი მისთვის გაუგებარია და ითხოვა აუდიტორთან საკითხის გავლა. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საკითხის განხილვა გადაიდო ერთი კვირით და მომჩივნის წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა ერთი კვირის ვადაში აუდიტორთან ერთად გაევლო სადავო საკითხი და დამატებითი შენიშვნების არსებობის შემთხვევაში წარმოედგინა დაზუსტებული პოზიცია. ამასთან, მომჩივანს დამატებითი პოზიცია სადავო საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაწყვეტილების აღსრულება არ მოხდა, ვინაიდან საბჭო ავალებს აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული გადასახადების შემცირებას და გადაანგარიშების შედეგების მიხედვით კი დარიცხული გადასახადების შემცირება არ იკვეთება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.12.2024 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს არარეზიდენტი საქონლის მომწოდებლებისათვის (------- და -------) 2022 წლის ივნისის, 2022 წლის სექტემბრის, 2023 წლის თებერვლის და 2022 წლის იანვრის თვეების საანგარიშო პერიოდებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები (1 181 024,5 ლარი) განხილული აქვს ავანსად.
შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №17273 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არარეზიდენტ მომწოდებელ, -------ისათვის, ავანსის სახით გადახდილი თანხის სესხად დაკვალიფიცირების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას იმ ნაწილში, სადაც შემოწმებით დადგენილია გადახდილი თანხის შპს ------- უკან დაბრუნება.
აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2024 წლის დასკვნის მიხედვით, 2022 წლის იანვრის თვეში შემცირებას დაექვემდებარა -------ისთვის გადახდილ თანხაზე დარიცხული მოგების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა, ამავე დროს 2022 წლის ივნისის თვეში -------ის მიერ უკან დაბრუნებულ თანხაზე ჩასათვლელი მოგების თანხა დაექვემდებარა აღდგენას. ასევე, 2022 წლის ივნისის თვეში ჩათვლილი მოგების გადასახადის მიუხედავად, შემოწმებით განხორციელებულია მოგების გადასახადის დარიცხვა, შესაბამისად გაიზარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის თანხა, რომელიც შემცირებული იყო ჩათვლილი მოგების გადასახადიდან გამომდინარე.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა -------ის მიერ თანხის დაბრუნება და შედეგად შემცირებას დაექვემდებარა თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდში დარიცხული მოგების გადასახადის თანხა და ამავე საანგარიშო თვეზე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული შესაბამისი ოდენობის ჯარიმა, ხოლო -------ის მიერ 2022 წლის ივნისის თვეში უკან დაბრუნებულ თანხაზე შემოწმების შედეგად გათვალისწინებული იყო მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხა, რაც დაექვემდებარა აღდგენას. შესაბამისად, 2022 წლის ივნისის თვეში შემცირებული მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის გაანგარიშება განხორციელდა ჩასათვლელი მოგების გადასახადის გათვალისწინების გარეშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2024 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №17273 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №17273 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს არარეზიდენტი საქონლის მომწოდებლებისათვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები განხილული აქვს ავანსად.
შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №17273 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არარეზიდენტი მომწოდებელისათვის, ავანსის სახით გადახდილი თანხის სესხად დაკვალიფიცირების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას იმ ნაწილში, სადაც შემოწმებით დადგენილია გადახდილი თანხის მომჩივანისთვის უკან დაბრუნება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა თანხის დაბრუნება და შედეგად შემცირებას დაექვემდებარა თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდში დარიცხული მოგების გადასახადის თანხა და ამავე საანგარიშო თვეზე დაკისრებული შესაბამისი ოდენობის ჯარიმა, ხოლო 2022 წლის ივნისის თვეში უკან დაბრუნებულ თანხაზე შემოწმების შედეგად გათვალისწინებული იყო მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხა, რაც დაექვემდებარა აღდგენას. შესაბამისად, 2022 წლის ივნისის თვეში შემცირებული მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის გაანგარიშება განხორციელდა ჩასათვლელი მოგების გადასახადის გათვალისწინების გარეშე.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2024 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №17273 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ);