ბრძანება N 12108
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12108
01.06.2023
ფ/პ ----- ----------ის (პ/ნ --------------------)
(მის.: ------------------------------------------)
2023 წლის 13 აპრილის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა ფ/პ ----- ----------ის (პ/ნ --------------------) 2023 წლის 13 აპრილის №80359/1/2023 და №492885 (კანც.: №64795/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის ID: ---------- შესაგებელთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს უარის თქმის თაობაზე. მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 თებერვლის №2304 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 13 თებერვალს გადაიხადა მომსახურების თანხა 300 ლარი და თანხის ზედმეტობაში ასახვის შემდგომ, 2023 წლის 20 თებერვალს მიმართა შემოსავლების სამსახურს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით. განმარტავს, რომ განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის პასუხად, აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებულ იქნა მოთხოვნილი დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში, თუმცა თანხის დაბრუნებაზე ეთქვა უარი. გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის შესაგებლის გაუქმებას და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელდა ფ/პ ----- ----------ის (პ/ნ --------------------) 2023 წლის 27 თებერვლის მოთხოვნის (ID-------) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის თანახმად, ფ/პ ----- ----------ის (პ/ნ --------------------) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია ავტომობილების განბაჟების ვადების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებისგან შემოსავლების სამსახურის ბრძანებით №2304 გათავისუფლების საფუძველზე.
ფ/პ ----- ----------ეს (პ/ნ --------------------) 2023 წლის 23 თებერვალს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ: განმარტებას ექვემდებარება ეკონომიკური საქმიანობის სახე; შემოსავლების და ხარჯების განსაზღვრის მიზნით წარმოსადგენია ცნობა ბანკებში გახსნილი ანგარიშების შესახებ და 01.01.02020-01.01.2023 წწ. პერიოდის ამონაწერი ყველა საბანკო ანგარიშიდან; 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდში ფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების 6 თვეზე ნაკლები ვადით საკუთრებაში ფლობის შემდგომ რეალიზაცია, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ითვალისწინებს რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას; წარმოდგენას ექვემდებარება 01.01.2020-01.01.2023 წწ. პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის და გაყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ფასების მითითებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელს გაეგზავნა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის ,,ე“ პუნქტით განსაზღვრული ხარვეზი.
საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, გადამხდელის მიერ არ იქნა გამოსწორებული დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის ,,მ“ პუნქტის საფუძველზე „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე თავის 135 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის თანახმად, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ" – „თ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში" მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი).
ამავე ნაწილის „მ“ პუნქტის თანახმად, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ხარვეზის პასუხად, გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა ბანკის ამონაწერები, ელ. აუქციონზე 6 თვეზე ნაკლები ვადით საკუთრებაში ფლობის შემდგომ რეალიზებული ავტომანქანების შეძენის დოკუმენტაცია, ხარჯებისა და შემოსავლების გაანგარიშება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2020-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 4 ავტოსატრანსპორტო საშუალების 6 თვეზე ნაკლები ვადით საკუთრებაში ფლობის შემდგომ რეალიზაცია, პირს არ წარმოუდგენია არცერთი ავტომობილის რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებით რეალიზაციის ოთხივე შემთხვევაში ხარჯი აღემატებოდა რეალიზაციის თანხას, ამასთან არ იყო წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია, რითაც დადასტურდებოდა ზემოაღნიშნული გაანგარიშების სისწორე, ასევე მის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშების ამონაწერებში არ ფიქსირდება ავტომანქანების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის შემოსვლის ტრანზაქცია. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ პუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ----- ----------ის (პ/ნ --------------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის შესაგებლის გაუქმებას და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელდა მომჩივანის შესწავლა, რომლის მიხედვითაცამავე ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის თანახმად, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ" – „თ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა .
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1); 82(1); 302(6);
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 131 (1);134 (1"გ-თ");135 (1 ,,ე“ ,,,მ“ );