ბრძანება N 823

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.01.2025
№ დოკუმენტი 823
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 823

29 იანვარი 2025

ბრძანება

შპს „------“-ის (ს/ნ „------“)

(ფაქტ. მის.: „------“ )

2024 წლის 30 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 დეკემბრის და 2025 წლის 16 იანვრის სხდომებზე (ოქმები №137 და №2) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის №24297/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ „------“) 2024 წლის 30 ოქტომბრის №92605/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ოქტომბრის №006-444 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი თანხების ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში გაუთვალისწინებლობა;

2. განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა. მომჩივნის მტკიცებით, შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განახორციელა საქმის გარემოებების ჯეროვანი გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, სათანადოდ არ შეაფასა კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31447 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“-ის (ს/ნ „------“) 2023 წლის 23 იანვრის №78328/1/2023 საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს განკარგვადი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31447 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 25 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის პირველი ოქტომბრის №006-444 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 11 ნოემბრის №23883 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 13 დეკემბრის №24297/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ნოემბრის №23883 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა შეთანხმების აქტები. შპს „---------“-ის დირექტორი არის „------“, რომელიც ასევე არის შპს „--------“-ის დირექტორი. კომპანიების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, ხოლო საქმიანობის ადგილია "--------". აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ შეთანხმების აქტებზე ხელმოწერაში მითითებულია შპს „-------------“, ხოლო მითითებული თანხების ანაზღაურება, გადამხდელის განმარტებით, მოხდა დირექტორის პირადი ანგარიშებიდან. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებები ან რაიმე სხვა სახის დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილი იქნება შესრულებული სამუშაოების მოცულობები, განხორციელების ზუსტი დრო, ასევე, არ წარმოუდგენია შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები (ფორმა 2) ან რაიმე სახის სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც შემოწმებას მისცემდა შესაძლებლობას სრულად შეესწავლა შესრულებული სამუშაოების განხორციელება და მიმღები სუბიექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31447 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც უცვლელი დარჩა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ი/მ„------“-სა და ი/მ „------“-სთან გაფორმებული შეთანხმების აქტები, რომლებზეც ხელმომწერ პირად მითითებულია შპს „-------------“-ის დირექტორი. აღსანიშნავია, რომ შპს „------ 2“-ის დირექტორი არის „------“, რომელიც ასევე არის შპს „------- 3“-ის დირექტორი. ორივე კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, ხოლო საქმიანობის ადგილია "--------".

გადასახადის გადამხდელის მიერ არ წარმოდგენილა ხელშეკრულებები ან რაიმე სხვა სახის დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილი იქნება შესრულებული სამუშაოების მოცულობები, განხორციელების ზუსტი დრო, ასევე, არ წარმოუდგენია შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები (ფორმა 2), საგადახდო დოკუმენტები ან რაიმე სახის სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ვერც საგადასახადო დავის ეტაპზე იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------- 2“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი თანხების ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში გაუთვალისწინებლობა;

2.მომჩივნის მტკიცებით, შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განახორციელა საქმის გარემოებების ჯეროვანი გამოკვლევის გარეშე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიების საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ შეთანხმების აქტებზე ხელმოწერაში მითითებულია შპს,ხოლო მითითებული თანხების ანაზღაურება, მოხდა დირექტორის პირადი ანგარიშებიდან. გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებები ან რაიმე სხვა სახის დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერილი იქნება შესრულებული სამუშაოების მოცულობები, განხორციელების ზუსტი დრო, ასევე, არ წარმოუდგენია შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები ან რაიმე სახის სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც შემოწმებას მისცემდა შესაძლებლობას სრულად შეესწავლა შესრულებული სამუშაოების განხორციელება და მიმღები სუბიექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21)