ბრძანება N 313
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 313
15 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 8 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №86521/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №002-53 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. კეთილსინდისიერებაზე მითითებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
2. პირველი სადავო საკითხის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს მეტობით დარიცხული საურავის (1 446 ლარი) გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 სექტემბრის №22185 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №002-27 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ი/მ ------- (ს/ნ -------) 2023 წლის 3 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 სექტემბრის №22185 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 18 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 2 943 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1 962 ლარი, ჯარიმა 981 ლარი. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 დეკემბრის №002-53 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არის სრულყოფილი და საკმარისი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში თანხის კორექტირებისთვის (შემცირებისთვის). შემოწმებით, ი/მ ------- მიერ ბანკში ჩარიცხული თანხა დაიბეგრა ჩუქების სახით მიღებულ სარგებლად, ხოლო პირის მიერ წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადების საფუძველზე, მხარეები განმარტავენ, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა უპროცენტო 6 თვიან სესხს, ------- მიერ სესხის თანხა დაბრუნდა 2 თვის ვადაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშების შედეგად საშემოსავლო გადასახადის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები არის სრულყოფილი და საკმარისი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში თანხის კორექტირებისთვის (შემცირებისთვის). შემოწმებით, ი/მ ------- მიერ ბანკში ჩარიცხული თანხა დაიბეგრა ჩუქების სახით მიღებულ სარგებლად, ხოლო პირის მიერ წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადების საფუძველზე, მხარეები განმარტავენ, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა უპროცენტო 6 თვიან სესხს, ი/მ ------- მიერ სესხის თანხა დაბრუნდა 2 თვის ვადაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშების შედეგად, საშემოსავლო გადასახადის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი ზედმეტად დარიცხულ საურავთან მიმართებით საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ იყო დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
2. პირველი სადავო საკითხის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს მეტობით დარიცხული საურავის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 სექტემბრის №22185 ბრძანებით მომჩივანის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არის სრულყოფილი და საკმარისი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში თანხის კორექტირებისთვის (შემცირებისთვის). შემოწმებით, სხვა მეწარმის მიერ ბანკში ჩარიცხული თანხა დაიბეგრა ჩუქების სახით მიღებულ სარგებლად, ხოლო პირის მიერ წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადების საფუძველზე, მხარეები განმარტავენ, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა უპროცენტო 6 თვიან სესხს, მეწარმის მიერ სესხის თანხა დაბრუნდა 2 თვის ვადაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშების შედეგად საშემოსავლო გადასახადის თანხა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)